მოხმარებლის მოთხოვნა

[შპს კავკასუს ავტომოტივი]

შპს კავკასუს ავტომოტივი,  საქართველოს იურიდიული პირი, კომპანიის სარეგისტრაციო ნომრით 405302836. მისამართი აღმაშენებლის ხეივანი 12კმ N5, შემდგომში მოხსენიებული, როგორც “შპს კავკასუს ავტომოტივი”, “ჩვენ”, “ჩვენი” და “ჩვენთვის”, როგორც მაკონტროლებელი, დაამუშვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ქვემოთ აღწერილისამებრ.

ჩვენ ვამუშავებთ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, რათა გაგიწიოთ მომსახურება, მოგაწოდოთ ინფორმაცია და მარკეტინგული მასალები, რომელიც ჩვენგან მოითხოვეთ. ჩვენ ასევე ვამუშავებთ თქვენს შესაძლო რეაგირებას და ურთიერთქმედებას ციფრულ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე, რომელსაც თქვენ იღებთ, რათა განვახორციელოთ შესაბამისი და მაღალი ხარისხის მარკეტინგული კომუნიკაცია და ასევე სტატისტიკური მიზნებისთვის. ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვიყენოთ ონლაინ და სოციალური მაპროფილებელი მიზნებისთვის, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მარკეტინგული კომუნიკაცია. 
 
თუ თქვენ დაეთანხმეთ ჩვენ მიერ cookies-ფაილების გამოყენებას, ჩვენ შეგვიძლია, დავაჯგუფოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს ვებგვერდებზე თქვენს ქცევასთან. 
 
ამ მოთხოვნის დადასტურებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ზემოთაღწერილის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ, გააუქმოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავებაზე ნებისმიერ დროს. გთხოვთ, გააგზავნოთ თქვენი მოთხოვნა თანხმობის გაუქმების შესახებ info@caucasus-automotive.ge საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
 
თქვენი პერსონალური მონაცემები გამჟღავნდება და დამუშავდება თქვენი შერჩეული დილერის, ჩვენი აფილირებული პირების და ბიზნეს-პარტნიორების მიერ ზემოთ მითითებული მიზნებისთვის. ჩვენს ბიზნეს-პარტნიორებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ, ჩვენ მათ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლების საფუძველზე, რომელიც მიღებულია ევროპული კომისიის მიერ. 
 
გარდა ამისა, Volvo Cars დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგროც  ქვემოთ არის განსაზღვრული.
 
ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 30 დღე -მდე 
 
თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, თქვენი პერსონალური და საკონტაქტო მონაცემების დამუშავებასთან და პრეტენზიებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ: info@caucasus-automotive.ge
 
Volvo Cars 
 
Volvo Car Corporation,შვედეთის იურიდიული პირი, კომპანიის სარეგისტრაციო ნომრით  556074-3089, მისამართი: Assar Gabrielssons Väg, 405 31 გოტებორგი, შვედეთი, შემდგომში მოხსენიებული, როოგრც  “Volvo Cars”, "ჩვენ", ჩვენი" და "ჩვენთვის", როგორც მაკონტროლებელი, დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ქვემოთ აღწერილისამებრ.    
 
თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა და დამუშავდება ზემოთ მითითებული ადგილობრივი წარმომადგენლის მიერ. 
 
თუ თქვენ დაეთანხმეთ ჩვენ მიერ cookies-ფაილების გამოყენებას, ჩვენ შეგვიძლია, დავაჯგუფოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს ვებგვერდებზე თქვენს ქცევასთან. 
 
ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ორმოცდახუთ (45) დღემდე ადგილობრივი წარმომადგენლისთვის გადაგზავნის შემედეგ. 
 
თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად , თქვენი პერსონალური და საკონტაქტო მონაცემების დამუშავებასთან და პრეტენზიებთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი მონაცემთა დაცვის განყოფილების თანამშრომლის საკონტაქტო დეტალებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: ჩვენი მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა