Volvo Cars-ის აქსესუარები

ყოველი დღე უნდა იყოს თავგადასავლების, სიცოცხლის შემანარჩუნებელი და ცხოვრების სტილის განმსაზღვრავი. ჩვენს სპექტრში თქვენ აღმოაჩენთ აქსესუარებს, რომლებსაც ეძებთ და ასევე შთაგონების უამრავ შესაძლებლობას.

ბაიდარას დამჭერი

ბაიდარას ეს მოხერხებული დამჭერი საშუალებას გაძლევთ გადაიტანოთ ორი ბაიდარა, რომელიც სახურავზე მარტივად და უსაფრთხოდ მაგრდება – ან ერთი ბაიდარა და დამატებითი მოწყობილობა. ადვილია დასამაგრებლად, ბაიდარა შესაძლოა კუთხით დაიხაროს დამჭერისკენ. როცა არ იყენებთ იგი ადვილად იკეცება ტვირის დამჭერის მიმართულებით.

ბარგის ორმხრივი საფენი

ეს მაღალი ხარისხის ორმხრივი საფენი შექმნილია საბარგულის განყოფილებისთვის. პრაქტიკული და წყალგამძლე, როემლსაც ერთ მხარეს ქსოვილი აქვს, ხოლო მეორეზე - პლასტმასი, მასში ასევე ინტეგრირებულია ჭუჭყის საფარი, რომელიც ბამპერის ქვეშ იკეცება.

ველოსიპედის დამჭერები

შეიძლება დამაგრდეს სახურავზე ან საბუქსირე კაუჭზე, ჩვენი ველოსიპედის დამჭერი უახლესი დიზაინით არის შექმნილი და გამოცდილია, რათა აკმაყოფილებდეს Volvo Cars-ის მკაცრ სტანდარტებს უსაფრთხოებასთან, გამძლეობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს ელექტროველოსიპედის დამჭერებიც.

სილამაზე და კომფორტი

Volvo Car-ის ცხოვრებისეული სტილის კოლექციის ახალი დამატება, ეს მოდური და ფუნქციონალური მანჟეტი Volvo Cars-ის და შვედური დიზაინის კომპანიის Naimakka-ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. დამზადებულია 2.4 მეტრი პარაკორდისგან და აქვს ვერცხლისფერი ფიქსატორი, ის შეგიძლიათ ატაროთ, როგორც სამაჯური, ან ატაროთ ფარულად, როდესაც გჭირდებათ შესაკრავი, დაბმა, შეკეთება ან გადაბმა. ამრეკლავი ზედაპირი ზრდის ხილვადობას ღამით და გააჩნია 249 კგ-ის სიმყარე. Volvo Car-ის ცხოვრებისეული სტილის კოლექციაში შედის მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი. თუ ეძებთ საჩუქარს, რაიმე განსაკუთრებული გსურთ საკუთარი თავისთვის, აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.

აღმოაჩინე Volvo Car-ის ცხოვრებისეული სტილის კოლექცია

ნუ დაუკარგავ მდიდრულ გარეგნობას

ტყავით დაფარულ ავტომობილის სავარძელში ჩაჯდომა შეუმცდარი ფუფუნებაა, და ეს არის ის, რაც არ გსურთ დაკარგოთ დროთა განმავლობაში. ტყავის მოვლის ეს ნაკრები შეიქმნა ექსკლუზიურად ვოლვოს ავტომობილების ტყავისთვის

აირჩიე შენი მოდელი

აირჩიე შენი საკუთარი ავტომობილი შესაფერისი ხელმისაწვდომი აქსესუარების საპოვნელად. თუ ვერ პოულობთ თქვენს ავტომობილს, ჩამოტვირთეთ კატალოგი.

აქსესუარების კატალოგი