ჩვენ პირადად გემსახურებით.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ავტომობილის სერვისი მარტივი უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ახლიდან შევქმენით სახელოსნოში ვიზიტის ტრადიციული იდეა. ძველ მუშა მეთოდებს წარსულს ვუტოვებთ და მიზნად ვისახავთ, შევქმნათ ახალი მიდგომა სერვისისადმი, რომელიც პერსონალური და ეფექტურია, და რომელიც თქვენზე ზრუნავს, ისევე როგორც თქვენს ავტომობილზე.

Volvo-ს სერვისი 2.0

ჩვენი სერვისი. შექმნილია შენთვის.

მანქანის ფლობა არ უნდა იყოს რთული. რამდენადაც შესაძლებელია იგი ადვილი და სასიამოვნო უნდა იყოს. ასე რომ ჩვენ შევქმენით უნიკალური სერვისი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ თქვენი ვოლვოსთვის. ჩვენ მას ვუწოდებთ Volvo Service 2.0.

პერსონალური სერვისის საკონტაქტო პირი

ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენი პერსონალური სერვისის საკუთარ საკონტაქტო პირს, რომელიც გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე, რაც თქვენი ავტომობილის ირგვლივ შესაძლოა გქონდეთ და მუდამ ადგილზე იქნება, რათა საჭიროების შემთხვევაში რჩევა და მხარდაჭერა შემოგთავაზოთ.

ალტერნატიული ტრანსპორტი

არ არსებობს მიზეზი, შეცვალოთ საკუთარი განრიგი მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენს ავტომობილს სერვისი ესაჭიროება. ჩვენ მუდამ შემოგთავაზებთ ალტერნატიულ ტრანსპორტს, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენი ავტომობილების პროგრამულ უზრუნველყოფას. დარწმუნებულნი რომ ვიყოთ, რომ თქვენ მუდამ ბოლო ვერსიით ხართ აღჭურვნილნი, ჩვენ ყოველი სერვისის დროს განვაახლებთ პროგრამულ უზრუნველყოფას თქვენს ვოლვოში.

ავტომობილის რეცხვა

ყოველი სერვისის შემდეგ ჩვენ ვწმენდთ თქვენს ვოლვოს შიგნიდან და გარედან. ასე რომ, როდესაც მას წაიყვანთ, იგი ისევე კარგად გამოიყურება, როგორც დადის.

გაგრძელებული ვოლვო ასისტანსი

ვოლვო ასისტანსი გთავაზობთ ოცდაოთხსაათიან დაცვას ყველაფრისგან, დაწყებული ავარიიდან და მწყობრიდან გამოსვლიდან გასაღების დაკარგვით დამთავრებული. ყოველი სერვისის შემდეგ, ჩვენ ვახანგრძლივებთ თქვენს ვოლვო ასისტანსს ერთი წლით, დამატებითი გადასახადის გარეშე.

ვოლვოს ნამდვილი სერვისი

თქვენ შეგიძლიათ ნამდვილი ვოლვოს სერვისი მიიღოთ ნამდვილ ვოლვოს სახელოსნოში. გამოცდილი ხელოსნების, ვოლვოს ინოვაციური სამუშაო მეთოდების, და ვოლვოს ორიგინალი ნაწილების უნიკალური კომბინაცია.

დიაგნოსტიკა

ჩვენი გამოცდილი ხელოსნები სრულყოფილ შემოწმებას ჩაუტარებენ თქვენი ვოლვოს უსაფრთხოების სისტემას, ასევე თქვენს აკუმულატორსაც შეამოწმებენ. თქვენ მხოლოდ ფრთხილად იარეთ.

ვოლვოს დამატებითი სერვისები

თქვენზე მორგებული სერვისები

როდესაც საქმე მიდგება თქვენი ავტომობილის შიდა სალონის გასუფთავებაზე, გაბზარული საქარე მინის ან საბურავის შეცვლაზე, ჩვენს სახელოსნოებში სწორედ ასეთ მომსახურებებს აღმოაჩენთ.

საბურავების სერვისი

მხოლოდ ვოლვოს ექსპერტებმა იციან, რომელი საბურავები და ფერსოები არის უკეთესი ვოლვოს თქვენი კონკრეტული მოდელისთვის და მხოლოდ ვოლვოს ექსპერტებს აქვთ ცოდნა, უნარი და მოწყობილობა, რომ ამაზე იზრუნონ.

ვოლვოს ავტომობილის პროფესიონალური მოვლა

ვოლვოს გამოცდილი პროფესიონალები არა მხოლოდ გაასუფთავებენ თქვენი ავტომობილის ნაწილებს, როგორიცაა ფანჯრის და კარის პანელები, ისინი ასევე დაამუშავებენ ტყავსა და ქსოვილს ისე, რომ თქვენც და თქვენი ვოლვოც გაოცდებით.

საქარე მინის შეკეთება

შეკეთება თუ შეცვლა? ჩვენი ვოლვოს გამოცდილი პროფესიონალები შეაფასებენ თქვენი საქარე მინის ნებისმიერ დაზიანებას და გამოასწორებენ მას ისე, როგორც თქვენი ვოლვოსთვის უმჯობესია. გზა, რომელიც უსაფრთხოებას და წარმატებას არ ღალატობს.

ავტომობილის კლიმატის სერვისი

ჩვენი ექსპერტი ხელოსნები შეამოწმებენ და გაწმენდენ თქვენი ვოლვოს კლიმატ-კონტროლის სისტემას ისე, რომ თქვენ მუდამ ისიამოვნებთ ავტომობილის ბრწყინვალე კლიმატით, არცერთი მცირე დაიზანება არ გადაიქცევა ძვირადღირებულ რემონტად

ვოლვოს სერვისის გეგმები

სერვისისადმი უკეთესი მიდგომა

ჩვენი სერვისის გეგმები მორგებულია თქვენზე და ავტომობილის მართვის თქვენეულ საჭიროებებზე.თქვენი გადასახადების განაწილებით თვიურად და უპროცენტოდ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მაქსიმალური დაფარვით და ხარჯებზე არ იღელვოთ.