Apple CarPlay

ისიამოვნე შენი აიფონის ფუნქციონალურობით მძღოლის სავარძლიდან.

უფრო მოხერხებული და ადვილი

Apple CarPlay არის შენი აიფონის ავტომობილში გამოყენების ყველაზე მოხერხებული და მარტივი გზა. ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს, აკონტროლო შენი აიფონის ფუნქციები ავტომობილის სენსორული პანელის, საჭით მართვის ან ხმოვანი ფუნქციის Siri-ს საშუალებით.


გამოიყენეთ სტანდარტული Apple-ს აპლიკაციები

სტანდარტული აპლიკაციების საშუალებით, რომელთა ამოცნობაც ეფლის საოპერაციო სისტემითაა შესაძლებელი, შეგიძლიათ დაწეროთ ტექსტური შეტყობინებები, განახორციელოთ ზარი, მოუსმინოთ მუსიკას, ან ისარგებლოთ ნავიგაციით. დამატებითი აპლიკაციების გამოსაყენებლად, როგორიცაა Spotify ან Podcasts, საჭიროა მათი გადმოწერა თქვენს აიფონში.

იყავი გზაზე კონცენტრირებული Siri-სთან ერთად

ხმოვანი ფუნქციის Siri-ს წყალობით, შეგიძლიათ სრულად კონცენტრირებული იყოთ გზაზე. Siri-ს არა მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების წაკითხვა და დაწერა შეუძლია, მას ასევე შეუძლია დაურეკოს თქვენს სატელეფონო წიგნაკში შენახულ კონტაქტებს, თუ მას ხმოვან ბრძანებას მისცემთ. რუკის აპლიკაციის გამოსაყენებლად, შეგიძლიათ შეიყვანოთ დანიშნულების ადგილი ავტომობილის სენსორულ პანელზე ან უთხრათ დანიშნულების ადგილი Siri-ს.