ინფორმაცია ვოლვოს გაწვევასთან დაკავშირებით

ყველას უსაფრთხოებისთვის

Volvo Cars–ში უსაფრთხოება არის ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მანქანების შექმნაა, რომელიც მიგიყვანს იქ, სადაც გინდა წასვლა, არამედ ამის ყველაზე უსაფრთხო გზით განხორციელებაა. არ აქვს მნიშვენლობა მაღალი ხარ თუ დაბალი, ქალი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი. ჩვენი მისიაა, შევქმნათ ისეთი ავტომობილები, რომლებიც ყველასთვის უსაფრთხოა.

Volvo-ს დიზაინის შექმნის პროცესში, ჩვენ პირველ რიგში ვაყენებთ ხალხს, რაც შენს პერსპექტივას ჩვენად აქცევს. სანამ ახალი Volvo ქარხანას დატოვებს, თითოეული ავტომობილი ხარისხის კონტროლის ფართო პროგრამას გადის, რათა ყველაფერი ჩვენს მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მაგრამ ჩვენი საქმე აქ არ მთავრდება. ჩვენი ხარისხის სისტემების დახმარებით და ჩვენს მსოფლიო საცალო ქსელთან მჭიდრო თანამშრომლობით თვალს ვადევნებთ ყველა გამოშვების ვოლვოს მოდელს, რათა გავიგოთ რა გავლენას ახდენს ავტომობილზე და მის კომპონენტებზე რეალურ ცხოვრებაში გადაადგილება. 

ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველთვის თქვენი უსაფრთხოება იქნება.

უსაფრთხოების გაწვევები

მიუხედავად უამრავი ტესტირებებისა, გარკვეული პრობლემები მაინც იქმნება, რომელიც ბრუნდება ავტომობილის დაპეოქეტების და აწყობის ფაზაში. ზოგჯერ არსებობს ისეთი დეტალები, რომელსაც ვერც კი ამჩნევ, როგორიცაა სისტემური განახლება. ამაში შენი მომდევნო სერვისის ვიზიტისას დაგეხმარებით. ძალიან იშვიათად, ჩვენ ვაკეთებთ ავტომობილების გაწვევას და ვთხოვთ, რომ ადგილობრივ ვოლვოს დილერს დაუკავშირდნენ, იმისთვის რომ პრობლემა აღმოვფხვრათ. ეს განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც საქმე შენს უსაფრთხოებას ეხება, მაშინაც კი, როდესაც ინციდენტის შემთხვევა არ არსებობს.

უსაფრთხოების ღვედის გამო გაწვევის ხშირად დასმული კითხვები

  • რატომ არსებობს უსაფრთხოების გაწვევა?

    Volvo Cars-მა დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ პრობლემა უსაფრთხოების ღვედის წინა ჩამკეტში იყო, რომელიც დამონტაჟებულია სავარძლის გარეთა ნაწილზე. წინა სარტყლის დამაგრების კაბელმა შეიძლება დროთა განმავლობაში განიცადოს გარკვეული ძალის შემცირება.

  • რომელ ავტომობილებს ეხება ეს?

    ეს შეეხება წინა თაობის ავტომობილებს, რომლებიც გამოშვებულია 2007-დან 2020 წლებში. მოდელები - S60, S60 Cross Country, V60, V60 Cross Country, XC60, V70, XC70 და S80.

  • ჩემი ავტმობილი გადაადგილებისთვის უსაფრთხოა? როგორ მოვიქცე თუ მაღელვებს უსაფრთხოების ღვედის საკითხი?

    ჩვენთან არ ფიქსირდება არცერთი ინციდენტის შემთხვევა ამ გაწვევასთან დაკავშირებით.

    სანამ თქვენს ავტომობილს შევაკეთებთ, როგორც მძღოლს ასევე მგზავრს გირჩევთ, დარწმუნდეთ, რომ ღვედის შესაკრავი ვერტიკალურ პოზიციაში და არ იხრება სავარძლის ბალიშისკენ. ჩვენ შევამცირებთ ღვედის შესაკრავის დაზიანების რისკებს.

    ამის მაჩვენებელია დაზიანებული რეზინა, რომელშიც კაბელია განთავსებული. სანამ ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევამოწმოთ ყველა ავტომობილი, თუ თქვენ რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ, შეგიძლიათ ვიზუალური შემოწმებისთვის  დილერს დაუკავშირდეთ.

  • ვინ გადაიხდის მომსახურების საფასურს, თუ ჩემს ვოლვოს სერვისცენტრში მივიყვან?

    Volvo Car საქართველო დაფარავს ყველა ხარჯს, რაც ავტომობილის უკან გაწვევასთან იქნება დაკავშირებული.