კავშირი

გაიმარტივე ცხოვრება

სერვისები, ნავიგაცია და აუდიო სისტემა

კავშირი, რომელიც დროს უკან გიბრუნებს.

ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის წელიწადში ერთი კვირის ძვირფასი დრო უკან დავაბრუნოთ ახალი Volvo-ს ავტომობილების საშუალებით.

ჩვენ ამას მივაღწევთ ტექნოლოგიის, როგორც უკეთესი და სრულყოფილი ცხოვრების ხელშემწყობი იარაღის გამოყენებით. ტექნოლოგია უნდა გვემსახუროს, დაგვეხმაროს, გაგვახალისოს და გვიხელმძღვანელოს. ეს არის ჩვენი საწყისი წერტილი.

დაკავშირებული ავტომობილი

ჩვენს დაკავშირების სერვისებს, ნავიგაციას, ავტომობილის შიდა გართობის და აუდიო სისტემას ვუწოდებთ ინოვაციის სფეროს შეგრძნებას. იგი შექმნილია, რათა თქვენს ხელში იყოს სრული კონტროლი, ჩვენი სენსორულ-პანელიანი ინტერფეისის, ლოგიკური ოპერაციების და მარტივი გამოყენების წყალობით. უახლესი ხმით მართვა და სმარტფონის ერთობლივი ფუნქციონირება CarPlay და Android Auto-ს საშუალებით უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ მუდამ კავშირზე რჩებით. შეიტყვე მეტი ქვემოთ.

Sensus Navigation

Sensus Navigation არის სრულად ინტეგრირებული, დაკავშირებული სანავიგაციო სისტემა, რომელიც გეხმარებათ, გაიგოთ, როგორ შეიძლება იოლად წახვიდეთ იქ, სადაც თქვენ გსურთ. სასარგებლო თვისებები მოიცავს: Send to Car, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი დანიშნულების ადგილი გაუგზავნოთ თქვენს ავტომობილს თქვენი ბრაუზერიდან ან Volvo On Call აპლიკაციის საშუალებით. Sensus Navigation ასევე გაძლევთ წვდომას ნავიგაციასთან დაკავშირებულ სერვისებსა და აპლიკაციებზე, რაც გეხმარებათ, იპოვოთ ახალი შთაბეჭდილებები და ახალი ადგილები ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე.

აუდიო სისტემები

ფუფუნების ტკბილი ხმები. Volvo Cars თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან აუდიო ბრენდთან, რათა შექმნას ბაზარზე უდავოდ საუკეთესო ავტომობილის შიდა აუდიო სისტემა.

IntelliSafe უსაფრთხოების დამხმარე სისტემა

შეკვეთით ხელმისაწვდომი IntelliSafe უსაფრთხოების დამხმარე სისტემის პაკეტი მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ მეტად კონტროლირებადი და მოდუნებული მართვისთვის - განსაკუთრებით ავტომაგისტრალზე. IntelliSafe უსაფრთხოების დამხმარე სისტემა მოიცავს თვითრეგულირებად კრუიზ-კონტროლს, პილოტ ასისტენსს, წინ მიმავალ ავტომობილთან დისტანციის შემცირების შეტყობინების სისტემას (კომბინირებულს საქარე მინაზე გამოტანილ დისპლეისთან).
წაიკითხე მეტი

აღმოაჩინე ჩვენი სხვა ინოვაციები

შთაგონებულები თითქმის საუკუნოვანი მსოფლიოს გარდამტეხი ინოვაციებით, ჩვენ მუდამ ვქმნით მანქანებს, სადაც ადამიანი პირველ ადგილზე დგას.