Bowers & Wilkins

ექსკლუზიური საავტომობილო აუდიოსისტემა

ბგერის ვნება

ერთგული და წამახალისებელი ხმოვანი რეპროდუქცია

Bowers & Wilkins-ის აუდიო სისტემა გიქმნით ჭეშმარიტად მაღალი ხარისხის მოსმენის განცდას, უმაღლესი ხარისხის და უახლესი აუდიო ტექნოლოგიით, დასაწყისიდანვე. სისტემა შემუშავდა Bowers & Wilkins-ის ინჟინრების და Volvo Cars-ის; საკუთარი აუდიო ექსპერტების მჭიდრო თანამშროლობით, როგორც სალონის დიზაინის განუყოფელი ნაწილი, ზუსტად განლაგებული უახლესი დინამიკებით.

Bowers & Wilkins წარმოადგენს ამჟამად ხელმისაწვდომი საავტომობილო აუდიო სისტემის უმაღლეს დონეს, ქმნის სრულყოფილ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს. ტექნოლოგიის, ინოვაციის და ტექნიკისადმი ვნება, დაწყვილებული დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებასთან, არის ის, რაც Bowers & Wilkins-ს ასე განსაკუთრებულად აქცევს. ჩვენ გთავაზობთ Bowers & Wilkins-ის სისტემას ჩვენს 90 და 60 სერიის ავტომობილებში.


ჭეშმარიტი ბგერა

ჩვენი Bowers & Wilkins-ის აუდიო სისტემა შექმნილია ყველაზე რეალისტური და ყოვლისმომცველი ხმოვანი შთაბეჭდილებებისთვის, იგი თქვენს მუსიკას განსხვავებულ მკაფიოობას და რეალიზმს მატებს – სადაც არ უნდა იჯდეთ. ეს აუდიო სისტემა ციფრებს სცდება. ჩვენი ხმის ინჟინრები დაჟინებით ეძებენ აუდიოფილურ სრულყოფილებას. ეს ნიშნავს სრულყოფილ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს და მსმენელის მიერ ჩანაწერის რეალურ შეგრძნებას. ეს არის მუსიკა, რომელსაც შეიგრძნობთ, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ხმის განცდით, რომელიც ჭეშმარიტ ბგერებს გადმოსცემს. ხმოვანების სამი მოდელი საშუალებას გალევთ აღადგინოთ კონკრეტული გარემოს აკუსტიკა თქვენს Volvo-ში, მუსიკასთან კიდევ უფრო მიახლოებით.

დამატებით მაღალი სიხშირეების დინამიკი

რიცხვები შთამბეჭდავია: ერთი 12-არხიანი გამაძლიერებელი, გასაოცარი 1400W გამომავალი სიგნალი და 19-მდე ინდივიდუალური უმაღლესი ხარისხის დინამიკი, ორი საავტომობილო ინოვაციის ჩათვლით: უნიკალური ღია ცის ქვეშა საბვუფერი და დამატებით მაღალი სიხშირეების დინამიკის ცენტრალური სპიკერი, მიპყრობილი მგზავრებისკენ, ხმისთვის, რომელიც დეტალური და ნამდვილად ცოცხალია. მთლიანი განცდა ხაზს უსვამს ხარისხს და ოსტატობას.