
Harman Kardon
ავტომობილის მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა
კვალის დატოვების თავისუფლება
ულამაზესი ხმის რეპროდუაცია
Harman Kardon-ის პრემიუმ ხარისხის ხმა გამოსცემს ლამაზად დაბალანსებულ და ძლიერ ბგერებს, რომლებიც გრძნობებს ატყვევებს. ეს ყოვლისმომცველი განცდა ხელმისაწვდომია 14 უმაღლესი ხარისხის დინამიკით, ვენტილირებული საბვუფერის ჩათვლით, რომელიც წარმოქმნის ბასებს, და მას თქვენს სხეულში გრძნობთ. Harman Kardon-ს გადაჰყავხართ სხვა სამყაროში, ყოვლისმომცველი და ჟრუანტელისმომგვრელი ვნებებით.
ვენტილირებადი საბვუფერი
ეს შეუმჩნევლად ინტეგრირებული საბვუფერი საშუალებას გაძლევთ, განიცადოთ უნაკლო ბასების სიღრმე თქვენს Volvo-ში. ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, იგი პულსირებს ჰაერის ძალიან დიდი რაოდენობით, უკანა ბორბლის ნიშის ხვრელიდან ძალიან დაბალი და გამოუთქმელი ბასების ტონებით. სივრცის დაზოგვისთვის, საბვუფერი არის თხელი და ინტეგრირებულია ავტომობილის არქიტექტურაში.

ეს მაღალი კლასის აუდიო სისტემა შექმნილია სპეციალურად Volvo Cars-თვის Harman Kardon-ის გამოცდილი სპეციალისტების მიერ დამატებითი მრავალარხიანი გამაძლიერებელი 650 ვატამდე გამომსვლელი სიგნალით, 14 დინამიკი მორგებულია შენი Volvo-ს შიგნით არსებულ აკუსტიკას და გიქმნის ძლიერ, დამატყვევებელ ბგერების განცდას. ხმის დამუშავების უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა – Dirac® Unison Tuning – ხვეწს თითოეული ინდივიდუალური დინამიკის რეაქციას, ასევე კომბინირებულ გამომავალ სიგნალს, უნაკლო ჰარმონიის უზრუნველსაყოფად.


