IntelliSafe Assist

მძღოლის ასისტანსის სისტემები

დახმარების ხელი, როდესაც თქვენ ეს გჭირდებათ

შთაგონებული მართვა

IntelliSafe Assist არის მახასიათებლების ნაკრები, რომელიც გთავაზობთ მაღალი დონის თანამშრომლობას, მოხერხებულ და გონივრულ დახმარებას ყოველდღიური მოძრაობის სიტუაციაში, რომელიც შექმნილია კოგნიტური დატვირთვის შესამცირებლად, რათა ავტომობილის მართვაზე იყოთ მთლიანად ფოკუსირებული. მახასიათებლები მოიცავს რეგულირებად კრუიზ-კონტროლს, პილოტ-ასისტანსს, მრუდი სიჩქარის რეგულირებას და დისტანციის შემცირების გამაფრთხილებელ სიგანლს. შეიტყვე მეტი ქვემოთ


პილოტ-ასისტნსი

პილოტ ასისტენტი შექმნილია ერთობლივი, გონივრული და მიმართულებითი დახმარებისთვის, სადაც მძღოლი ყოველთვის ინარჩუნებს კონტროლს. პილოტ-ასისტანსი ამცირების მძღოლის დაძაბულობას მოსაწყენ მოძრაობაში. სისტემა უზრუნველყოფს დისტანციის შენარჩუნებას და ხაზში სწორი მდებარეობის შენარჩუნებას. როდესაც გააქტიურებულია, სისტემას ასევე გააჩნია პოზიტიური ეფექტი, თუ არსებობს კონფლიქტის საფრთხე - საჭის მართვის ავარიული სისტემა და მუხრუჭების ფუნქცია უმჯობესდება.

პილოტ-ასისტანსი მუშაობს 130კმ/სთ სიჩქარემდე და განსაკუთრებით სასარგებლოა ავტომაგისტრალზე, ეხმარება მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისთვის საჭირო ძალისხმევის შემცირებას. ევროკავშირსა და აშშ-ში პილოტ-ასისტანსი უკავშირდება ნავიგაციის სისტემას და გააჩნია ‘ელექტრონული ჰორიზონტი’ფუნქცია, რომელიც ზრდის სიზუსტეს მრუდი მოძრაობისას. დასავლეთი ევროპის ბაზები სარგებლობენ სიჩქარის რეგულირება მოხვევისას-ის ფუნქციით, რომელიც იყენებს რუკის მონაცემებს და გარდაქმნის კრუიზის სიჩქარეს მრუდებად, კომფორტულ დონეზე.

პილოტ-ასისტანსის გამოყენებისას ხელები უნდა გეწყოთ საჭეზე და თვალები მუდმივად გზაზე გქონდეთ მიპყრობილი.

რეგულირებადი კრუიზ-კონტროლი

გეხმარებათ შეინარჩუნოთ წინა ავტომობილთან წინასწარ დაყენებული დისტანცია 200 კმ/სთ-მდე ნებისმიერ სიჩქარეზე. რეგულირებადი კრუიზ-კონტროლი დამხმარე პარტნიორია კიდევ უფრო მშვიდი მართვისთვის, ამცირებს რა მძღოლის დაძაბულობას მოსაწყენი მოძრაობის დროს. იგი ასევე ინარჩუნებს სათანადო დაშორებას მანქანიდან წინ.

აირჩიეთ მხოლოდ სასურველი სიჩქარე და დროის დაშორება წინა ავტომობილთან. როდესაც რადარის სენსორი ამოიცნობს წინ შედარებით ნელა მიმავალ ავტომობილს, სიჩქარე ავტომატურად მოერგება ამ ავტომობილს. ხოლო როდესაც გზა სუფთაა, ავტომობილი აღადგენს შერჩეულ სიჩქარეს. როცა გნებავთ, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული კრუიზ-კონტროლი.

დისტანციის შემცირების შეტყობინების სისტემა

თუ რეგულირებადი კრუიზ-კრონტროლი არ არის მოქმედებაში და წინმიმავალ ავტომობილს ძალიან მიუახლოვდით, დაშორების შემცირების შესახებ გამაფრთხილებელი სიგნალი გეხმარებათ დაიჭიროთ შესაბამისი დისტანცია. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ავტომობილებში, რომლებიც აღჭურვილნი არიან საქარე მინაზე გამოტანილი ხელსაწყოების პანელით(HUD).