ვოლვოს კაპოტის მოკლე კადრი

მსუფუქი ჰიბრიდი ავტომობილები

ინტეგრირებული სტარტერ გენერატორი ეხმარება ავტომობილის ბენზინის ან დიზელის ძრავას რომ მგზავრობა გახდეს უფრო რბილი და ეკონომიური.

უფრო რბილი მოძრაობა

მსუბუქი პიბრიდის ტექნოლოგია წარმოქმნის უფრო დახვეწილ მართვას. ძრავი ახლდება მომენტალურად და გგვრის სიამოვნებას თავისი სიმსუბიქით.

საწვავის დაბალი მოხმარება

ინტეგრირებული სტარტერ გენერატორი ამცირებს ძრავის დატვირთვას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საწვავის მოხმარებაზე, განსაკუთრებით ქალაქში მართვისას.

მეტი ძალა

განახლებული ელექტროენერგიის სისტემით, ჩაშენებული სტარტერ გენერატორი აძლიერებს ძრავს და ზრდის აჩქარებას.

როგორ მუშაობს მსუბუქი ჰიბრიდი?

ჩვენი მსუბუქი ჰიბრიდი ავტომობილები აღადგენენ ენერგიას ელემენტისთვის დამუხრუჭებისას. ინტეგრირებული სტარტერის გენერატორი იყენებს ამ ენერგიას, რომ შეუფერხებლად მიაწოდოს ენერგია შიდა წვის ძრავს. შედეგად, თქვენ იღებთ უფრო ეკონომიურ და რბილ მართვას.

რა გინდა იცოდე მსუბუქი ჰიბრიდი ავტომობილის შესახებ ?

  • რა არის მსუბუქი ჰიბრიდი?

    მსუბუქი ჰიბრიდი ავტომობილები მიჩნეულია ელექტროფიცირებულ ავტომობილად. მსუბუქი ჰიბრიდები იყენებენ ორივე - შიდა წვის და ელექტრო ძრავებს, რაც აუმჯობესებს საწვავის ეკონომიას. ეს ხდება იმ ენერგიის გამოყენებით, რომელსაც 48 ვოლტიანი ელემენტი წარმოქმნის დამუხრუჭებისას.

  • არის თუ არა ელექტრული ძრავი მთავარი გამწევი მექანიზმი მსუბუქ ჰიბრიდში?

    არა. ელეტქრული ძრავი წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე ძრავს, რომ გაუმარტივოს მეორე ძრავს მუშაობა.

  • რა არის მსუბუქი ჰიბრიდის მთავარი სარგებელი?

    მსუბუქი ჰიბრიდი ამცირებს საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვს. მსუბუქი ჰიბრიდები ასევე გვეხმარება რბილ დაძვრაში და არის უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე სრული ჰიბრიდი ან plug-in ჰიბრიდი.

  • რა განსხვავებაა მსუბუქ ჰიბრიდსა და plug-in ჰიბრიდს შორის?

    მსუბუქი ჰიბრიდი იყენებს ელექტრულ ძრავს რომ დაეხმაროს შიდა წვის ძრავს. სრულიად ჰიბრიდს აქვს უფრო დიდი ელექტრო ძრავა და ელემენტი ვიდრე მსუბუქ ჰიბრიდს. სრულიად ჰიბრიდს შეუძლია უზრუნველყოს გადაადგილება მოკლე მანძილზე მხოლოდ ელექტრო ძრავის მეშვეობით და აღიდგინოს ენერგია რეგენერაციული მუხრუჭების მეშვეობით. Plug-in ჰიბრიდი შესაძლოა დაიმუხტოს დენიწ წყაროსთან შეერთებით სახლში ან საჯარო ადგილას, სადაც დამონტაჟებულია ელექტრო დამტენები. plug-in ჰიბრიდი გვთავაზობს უფრო დიდ ელექტრულ დიაპაზონს უფრო დიდი ძრავის და ელემენტის მეშვეობით.

სხვა ელექტრიფიცირებული

დამუტვადი სრულად ელექტრო

რულიად ელექტრო - ჩუმი, მძლავრი და 0 ემისიის მართვით

დამუტვადი Plug-In ჰიბრიდი

სუფთა ელექტრო რეჟიმით მოძრაობისას, ელექტროძრავისა და ბენზინის ძრავის კომბინაციის გამოყენებით, გამონაბოლქვი ნულოვანია, ისევე როგორც გრძელ მარშრუტზე საწვავ-ეფექტური ჰიბრიდ რეჟიმით მოძრაობისას.