s90 ფლაგინ ჰიბრიდის დამუხტვა

ყველა ახალი ვოლვო ფლაგინ ჰიბრიდს მოყვება

ერთი წელი უფასო ელექტროენერგია

შეამცირეთ ნახშირბადის კვალი ახალი ფლაგინ ჰიბრიდით და ჩვენ აგინაზღაურებთ გამოყენებულ ელექტროენერგიას.*

ვოლვო ფლაგინ ჰიბრიდი დაკავშირებული ელექტრო ენერგიასთან

მართე ელექტრო

წახალისების მიზნით, ახალი ვოლვო ფლაგინ ჰიბრიდის შეძენისას ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგია გათვალისწინებულია. თქვენი ანაზღაურება მოხდება აქსესუარებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ვაუჩერებით, რომელთა ღირებულებაც გამოანგარიშდება თქვენს მიერ გახარჯული კილოვატ საათებით, რაც დაითვლება პირველი სერვისით სარგებლობისას.

  • ძალაშია 2019 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში მიღებულ შეკვეთებზე.
  • ანაზღაურებადი ვაუჩერები მოქმედებს Volvo– ს ოფიციალური აქსესუარებისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის.
  • თქვენ პასუხისმგებელი ხართ პოტენციური საგადასახადო სარგებელის შედეგებზე.
  • შეამცირეთ თქვენი გამონაბოლქვი

    ჩვენი მიზანია 2040 წლისთვის ვიყოთ კლიმატ ნეიტრალურები. ვოლვო ფლაგინ ჰიბრიდის შეძენისას უფასო ელექტროენერგიის ჩათვლით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვახერხებთ ენერგიის ეფექტურ გამოყენებას და ყოველდღიური გადაადგილებისთვის მხოლოდ ელექტროენერგიას გამოვიყენებთ.

    აღმოაჩინეთ ჩვენი Plug-in ჰიბრიდი
    მანქანის ეკრანზე ნაჩვენები სუფთა რეჟიმი.

    რა გსურთ იცოდეთ ელექტროენერგიის უფასო შეთავაზების შესახებ?

    • რა შედის ელექტროენერგიის უფასო შეთავაზებაში?

      კამპანიის შეთავაზება მოქმედებს Volvo– ს ფლაგინ ჰიბრიდული მანქანებისთვის, რომელსაც მომხმარებელმა შეუკვეთა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ აგინაზღაურდებათ ელექტროენერიის ის ხარჯი, რომელიც გამოგიყენებიათ თქვენი მანქანის დასატენად, სანამ პირველ მომსახურებას მიიღებთ. ანაზღაურება მოხდება Volvo-ს ოფიციალური აქსესუარებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ვაუჩერების საშუალებით. ვაუჩერი ძალაშია მისი გაცემის დღიდან 30 დღის განმავლობაში.

    • რამდენი ხანი მოქმედებს ამ შეთავაზება?

      კამპანიის შეთავაზება მოქმედებს Volvo– ს ფლაგინ ჰიბრიდული მანქანებისთვის, რომელსაც მომხმარებელმა შეუკვეთა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში

    • არსებობს რაიმე შეზღუდვა შეთავაზებისთვის?

      ვაუჩერს აქვს წინასწარგანსაზღვული ღირებულება. გთხოვთ, სთხოვეთ ადგილობრივ დილერს დამატებითი ინფორმაციისთვის. მხოლოდ ფლაგინ ჰიბრიდულ მანქანებზე მოქმედებს ეს შეთავაზება.

    • როგორ გამოითვლება ანაზღაურება ?

      ანაზღაურება გამოითლვება კლიენტის მიერ გამოყენებულ კვტ.სთ-ს ოდენობით, პირველ მომსახურებაზე.

    • შეთავაზება განსაზღვრულია ყველა ტიპის ბიზნესისთვის?

      არა, შეთავაზება არ არის განსაზღვრული მანქანის დაქირავებისთვის. თქვენს ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება არსებობდეს დამატებითი გამონაკლისები, ამიტომ გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს.

    *შეთავაზება მოიცავს ავტომობილს მომხმარებლისთვის ავტომობილის მიღებიდან პირველ სერვიასმდე პერიოდს. დეტალური პირობებისთის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ დილერს, რადგან ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს.