ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ ᲐᲠᲘᲡ

უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა

ვოლვო ქარსის მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფილმის ქავერის ფოტო.

"მდგრადი განვითარება ჩვენთვის ახლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოება."

Håkan Samuelsson, CEO Volvo Cars

ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით ადამიანთა სიცოცხლის დაცვის ხელშეწყობას როგორც ჩვენს მანქანებში ასევე მათ გარეთ. 

ჩვენ გაჩვენებთ იგივენაირ თავდადებას იმისთვის, რომ დავიცვათ პლანეტა.

ჩვენ პრობლემის ნაწილი ვართ, ასე რომ გადაწყვეტილების ნაწილიც უნდა ვიყოთ.

ვოლვო ქარს ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვის გაზრდას ისახავს მიზნად.
მუშაობა კლიმატ-ნეიტრალურობის მიმართულებით

ჩვენი ამბიციაა, 2040 წლისთვის გავხდეთ კლიმატ-ნეიტრალური კომპანია. თუმცა, ჩვენი ავტოპარკის ელექტროფიცირება არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ გამონაბოლქვთან დაკავშირებული საკითხები ჩვენი ღირებულებების ჯაჭვის ფარგლებში. ეს მოიცავს უფრო მეტი კლიმატ-ნეიტრალური ენერგიის მოხმარებას როგორც ჩვენს საკუთარ ოპერაციებში და ჩვენს მიმწოდებლებს შორის, ასევე მასალებითა და კომპონენტებით უკეთეს სარგებლობას. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, ვიმოქმედოთ ახლა. ამგვარად, ჩვენ მიზნად ვისახავთ, 2025 წლისთვის 40 პროცენტით შევამციროთ მთლიანი გამონაბოლქვის ოდენობა ერთ ავტომობილზე.

ვოლვო ქარს ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვის გაზრდას ისახავს მიზნად.
სრულად ელექტრო 2030 წლისთვის

ელექტროფიცირებულ ავტომობილებზე გლობალური გადასვლა არსებითი მნიშვნელობისაა, რამდენადაც მსოფლიო ისწრაფვის, მიაღწიოს ნულოვან გამონაბოლქვს 2050 წლისთვის, და შეზღუდოს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა. 2025 წლისთვის, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი გაყიდვების 50% იყოს სრულად ელექტრო ავტომობილები, და 2030 წლისთვის ჩვენ მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილებს გამოვუშვებთ.

ვოლვო ქარს ტრანსფორმაციული ონლაინ შოურუმის გაშვებას იწყებს.
ტრანსფორმაციული ონლაინ შოურუმი.

ჩვენი ახალი ფლაგმანი შოურუმი სწორედ აქ იქნება, ამ გვერდზე. ჩვენი ამბიციაა უფრო მეტი ონლაინ შეთავაზებების და სერვისების მიწოდება, რაც ისევე ადვილი იქნება, როგორც გამონაბოლქვის გარეშე ავტომობილის შერჩევა.

ინიციატივები, რომლებიც ქმნის განსხვავებას

fjord ლურჯი ვოლვო V317 დაპარკინგებულია მუქ ლურჯ სივრცეში.

კლიმატ-ნეიტრალური წარმოება

2025 წლისთვის ვოლვო ქარს მიზნად ისახავს, რომ ჰქონდეს კლიმატ-ნეიტრალური საწარმოო ოპერაციები მთელს მსოფლიოში. 2025 წლისთვის ვოლვო ქარს მიზნად ისახავს, რომ ჰქონდეს კლიმატ-ნეიტრალური საწარმოო ოპერაციები მთელს მსოფლიოში. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ. ევროპაში მდებარე ჩვენი ყველა ქარხანა 2008 წლიდან განახლებად ელექტროენერგიაზე მუშობს, ხოლო 2020 წელს მთელს მსოფლიოში არსებული ჩვენი ქარხნების 51%-ს კლიმატ-ნეიტრალური ენერგია მიეწოდებოდა. ჩენგდუში მდებარე ჩვენმა ყველაზე დიდმა ქარხანამ უზრუნველყო კლიმატ-ნეიტრალური ელექტროენერგიით 100 პროცენტიანი მომარაგება.

გადამუშავების მაქსიმალური ზრდა

ახალი ნაწილების წარმოებასთან შედარებით, ნაწილების გადამუშავებისას 85 პროცენტით ნაკლები ნედლეული და 80 პროცენტით ნაკლები ენერგია გამოიყენება. ამჟამად ჩვენ გადავამუშავებთ 50 სხვადასხვა ნაწილს, მათ შორისაა ძრავები, გადაცემათა კოლოფები, ტურბო კომრესორები და ქუროები. 40,000-ზე მეტი ნაწილის გადამუშავებით 2020 წელს ჩვენ თვიდან ავირიდეთ 3,000 ტონა CO2.

კობალტის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის და გაკონტროლების შესაძლებლობის გასაზრდელად ვოლვო ქარსი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს
კობალტის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის და გაკონტროლების შესაძლებლობის გასაზრდელად ვოლვო ქარსი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს

წარმოების ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა

2020 წელს ჩვენი მსოფლიო წარმოების ნარჩენების 95 პროცენტი იქნა გადამუშავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ავირიდეთ ნახშირორჟანგის დამატებითი გამოყოფა, არამედ ჩვენ შევძელით, მიმოქცევაში დაგვეტოვებინა ღირებული მასალა და შეგვემცირებინა წარმოებისათვის საჭირო პირველადი მასალის რაოდენობა. ჩვენ მიერ გადამუშავებული ნარჩენების დიდი უმრავლესობა არის ფოლადი. 2020 წელს ჩვენ 176,000 ტონაზე მეტი გადავამუშავეთ, რითიც თავიდან ავიცილეთ დაახლოებით 640,000 ტონა CO2-ის გამოყოფა.

საცალო მოვაჭრეთა კოორდინირებული ქსელი

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საცალო მოვაჭრეებთან, რათა 2040 წლისთვის ჩვენი მთლიანი ქსელი იყოს კლიმატ-ნეიტრალური. ეს მოიცავს ავტომობილის მართვის ეფექტურობის ღონისძიებებს და განახლებადი ენერგიის უფრო ფართოდ გამოყენების უზრუნველყოფას მათი ბიზნესის თითოეულ ნაწილში. მთელ რიგ ჩვენს საცალო მოვაჭრეებს მთელს მსოფლიოში უკვე ადგილზე აქვთ საკუთარი განახლებადი ენერგიის მომარაგება.

კობალტის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის და გაკონტროლების შესაძლებლობის გასაზრდელად ვოლვო ქარსი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს
კობალტის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის და გაკონტროლების შესაძლებლობის გასაზრდელად ვოლვო ქარსი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს

კობალტის კეთილსინდისიერად მოპოვება

კობალტი სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია ელექტრო ავტომობილების აკუმულატორების წარმეობაში. ზოგიერთ შემთხვევაში კობალტის მოპოვება ადამიანთა უფლებებზე ახდენს ზემოქმედებას.

ჩვენი კობალტის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის და გაკონტროლების შესაძლებლობის გასაზრდელად ჩვენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მასალის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია უკონტროლოდ ვერ შეიცვლება. ჩვენ რამდენიმე სხვა პროცესს ვიყენებთ, ჩვენს მიმწოდებლებთან ერთად, მოპოვების ადგილების ინსპექტირებისა და GPS თრექინგის ჩათვლით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს აკუმულატორებში არსებული კობალტი სათანადო პასუხისმგებლობით არის მოპოვებული.

fjord ლურჯი ვოლვო V317 დაპარკინგებულია მუქ ლურჯ სივრცეში.

მოსალოდნელი სიახლე

C40 არის ჩვენი პირველი Volvo, რომელიც გამოვიდა მხოლოდ როგორც ელექტრო მოდელი, რომელიც შექმნილია გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. შიგნით ტყავისგან თავისუფალი ინტერიერი წარმოადგენს ფუფუნების ახალ ინტერპრეტაციას, ხოლო ჩვენი დამამშვიდებელი უსაფრთხოების მახასიათებლები კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გაიგეთ მეტი C40 Recharge-ის შესახებ

შექმნილია მიზანმიმართულად

აღმოაჩინეთ XC40 Recharge – ჩვენი სრულად ელექტრო კომპაქტური SUV, შექმნილია თანამედროვე ურბანული ცხოვრებისთვის და არა მხოლოდ.
ვერცხლისფერი ვოლვო XC40 Recharge ელექტრო SUV იმუხტება ვარდისფერ გარემოში.
მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მასალები

მდგრადი მასალების მზარდი გამოყენება მხოლოდ ერთი გზაა, რომლის საშუალებითაც XC40 Recharge გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს.

ნულოვანი კომპრომისი

ორმაგი ელექტრო ძრავა ნიშნავს ნულოვან გამონაბოლქვს, თქვენი ავტომობილის მართვის შეძლებისდაგვარად სრულყოფილ სისუფთავეს.

სივრცე სიცოცხლისათვის

XC40 Recharge-ის ფართო ინტერიერში კომფორტულად შეგიძლიათ განთავსდეთ თქვენ, თქვენი ცხოვრება და ყველაფერი, რის გაზიარებასაც ისურვებთ.

ავტომობილის გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ იყოს სტანდარტული ან არ შეესაბამებოდეს ყველა მოდიფიკაციასა და ძრავის ტიპს.