E.V.A. ინიციატივა

ავტომობილმა უნდა დაიცვას ყოველი ადამიანი.

გზებზე ზოგიერთ ადამიანი სხვაზე ნაკლებად დაცულია. ამიტომაც, დროა, გაგიზიაროთ უსაფრთხოებისადმი მიდგომის ჩვენი 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილება – გავხადოთ ავტომობილი ყველასათვის უსაფრთხო, არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანისთვის.

დაგვეხმარეთ, გავხადოთ ყველა ავტომობილი თანაბრად უსაფრთხო

როდესაც ქალბატონი ავტომობილის საჭესთან ჯდება, მას ჰგონია, რომ იგი უსაფრთხოდაა. 2019 წელსაც კი, ზოგიერთი ავტომობილის მწარმოებელი ისევ უშვებს ავტომობილებს, რომლებიც ექსკლუზიურად ეყრდნობა ავარიაზე გამოცდის მამაკაცი-მანეკენის მონაცემებს. ამის გამო, ქალბატონები დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მამაკაცები.

მაგრამ Volvo-ში ეს ასე არ არის. უბედური შემთხვევების კვლევის ჩვენმა გუნდმა შეაგროვა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მთელი მსოფლიოს რეალური მონაცემები, იმის უკეთესად აღქმისათვის, თუ რა ხდება შეჯახების დროს. რასაც Volvo ხედავს, არის ის, რომ ქალბატონო და მამაკაცი ამ მონაცემებში თანაბრად მონაწილეობენ. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი გამოცდის დროს. E.V.A. Initiative-ით, ჩვენ გიზიარებთ 40 წელზე მეტი ხნის კვლევებს. რადგანაც ყველას აქვს ჩამოტვირთვის საშუალება, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ავტომობილს უფრო უსაფრთხოდ ვაქცევთ. ამიტომაც Volvo-ში, ჩვენ ადამიანს მუდამ პირველ ადგილას ვაყენებთ.

“მსოფლიოს რეალური მონაცემების შეგროვებით, შესაძლებელი გახდა, დაგვედგინა, რა სახის დაზიანებებს აქვს ადგილი სხვადასხვა ავარიებში მამაკაცების, ქალბატონების და ბავშვების შემთხვევაში.”



says Dr. ლოთთა იაკობსონი, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი ტექნიკოსი.

40 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგი

1970 წელს ჩამოყალიბდა Volvo-ს საგზაო შემთხვევების კვლევის გუნდი. მას შემდეგ გუნდმა შეაგროვა და გაანალიზა 40,000-ზე მეტი ავტომობილის და 70,000 მგზავრის მონაცემები.ამის შედეგია მრავალი ინოვაციური სისტემა, რომელიც დღეს ჩვენს ავტომობილებში გაგვაჩნია.

სავარძელი, რომელიც ნახევრამდე ამცირებს ქალა-ტვინის ტრავმის რისკს

ქალბატონები ქალა-ტვინის ტრავმის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მამაკაცები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული ანატომია და სხეულის სიძლიერე. მაგრამ არა Volvo-ს სავარძელზე. ჩვენი უკნიდან დარტყმისგან დაცვის სისტემა, WHIPS, რომელიც აერთიანებს თავის უნიკალურ მყარ საყრდენს სავარძლის ტექნიკურად სრულყოფილ კონსტრუქციასთან, რათა თავიც და ხერხემალიც დაცული იყოს, ჩვენ აღარ ვხვდებით ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის სხვაობას ქალა-ტვინის დაზიანების რისკის მხრივ.

ტექნიკურად სრულყოფილი აქტიური უსაფრთხოების სისტემა

გულმკერდის ანატომიის და სიძლიერის სხვაობის გამო, საავტომობილო ავარიის დროს ქალბატონები უფრო ხშირად განიცდიან გულმკერდის დაზიანებას ვიდრე მამაკაცები.

ოპტიმალური დაცვისთვის, ჩვენ მუდმივად ვხვეწავთ ჩვენი ავტომობილის სტრუქტურას, უსაფრთხოების ღვედს და გვერდითა საჰაერო ბალიშებს, რათა მინიმუმამდე შევამციროთ დარტყმა მგზავრებზე. Volvo-ს ინოვაცია, SIPS (გვერდითა დარტყმისგან დამცავი სისტემა), ეყრდნობა ტექნიკურად სრულყოფილ კონსტრუქციას, სრული უსაფრთხოების ხელშესაწყობად. ფაქტობრივად, SIPS, გვერიდთა დარტყმის საჰერო ბალიშთან ერთად, 50%-ზე მეტით ამცირებს გულმკერდის სერიოზულ დაზიანებას ყველა მგზავრისთვის.

იცავს თითოეული ადამიანის თავს

ქალბატონებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული დაცვა, ასევე გვერდიდან დარტყმებისგან. რაც უფრო დაბალია ადამიანი, ავტომობილში მით უფრო დაბლა და საჭესთან ახლოს ზის - რაც გასაბერ ფარდას, რომელიც მთელ ფანჯარას ფარავს, უსაფრთხოების გადამწყვეტ მახასიათებლად აქცევს.

SIPS-ს გარდა, ავარიისას ავტომატურად გასაბერი ფარდა დაახლოებით 75%-ით ამცირებს თავის დაზიანების რისკს. იგი იბერება 1/25 წამში და იცავს თავს ავტომობილის გარეთ მდებარე საგნების და სხვა ელემენტების დარტყმისგან. ეს იყო უსაფრთხოების ბალიშის პირველი სისტემა, რომელმაც შემოგვთავაზა გაუმჯობესებული დაცვა როგორც წინ, ასევე უკან მსხდომი მგზავრებისთვის და გვერდითი დარტყმისგან დაცვა ერთი ნაბიჯით წინ წასწია.

სიცოცხლის ყველაზე ეფექტური დამცავი მგზავრობის დროს

ავტოსაგზაო შემთხვევა ყველას შეეძლია შეემთხვას. ამდენად, ჩვენმა უსაფრთხოების ღვედმა 1 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა. იგი იცავს ყველას - თქვენი ზომების, სქესის, ან სხეულის ფორმის მიუხედავად. თუმცა, ერთი ჯგუფი მეტად ყოვლისმომცველი საფრთხის წინაშეა: ორსული ქალბატონები.

როგორც საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება, ჩვენი უსაფრთხოების ღვედი ყველა ტიპის ავარიის დროს მნიშვნელოვნად გიცავთ. დედისა და მისი ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ჩვენ შევიმუშავეთ მსოფლიოში პირველი ტესტი ავარიაზე საშუალო ზომის ორსული მანეკენით. ეს არის კომპიუტერული მოდელი, რომელიც შესაძლებელს ხდის, სხვებთან ერთად გამოვიკვლიოთ, თუ როგორ მოძრაობს მგზავრი და როგორ მოქმედებს უსაფრთხოების ღვედი და უსაფრთხოების ბალიში ქალბატონსა და ნაყოფზე.

“ავტომობილებს ადამიანები მართავენ. შესაბამისად, ყველაფრის წამყვანი პრინციპი, რასაც ჩვენ Volvo-ში ვქმნით, არის, და მუდამ უნდა იყოს, უსაფრთხოება.”



გუსტავ ლარსონი, Volvo-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი

გაიგეთ მეტი ვოლვოს უსაფრთხოების ინოვაციებზე

როგორ ხდის უბედური შემთხვევები ავტომობილებს ყველასათვის უფრო უსაფრთხოს

1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გამოვიკვლიეთ 43,000-ზე მეტი ავტომობილი 72,000 მგზავრით რეალურ ავტო-საგზაო შემთხვევებში, რისი შედეგიცაა დიდი წვლილი მრავალ ინოვაციურ სისტემაში, როგორიცაა WHIPS, SIPS, და ბავშვთა უსაფრთხოების მთელი რიგი პროდუქტები. ჩვენ ახლა გვაქვს 100-ზე მეტი კვლევითი ნაშრომი, რომელთა ჩამოტვირთვაც ყველასათვის ხელმისაწვდომია. ვიმედოვნებთ, რომ ამის შედეგი იქნება ყველასათვის უსაფრთხო ავტომობილები - მიუხედავად ზომისა და სქესისა.

E.V.A. - ყველასათვის თანაბარი ავტომობილები

ხშირად დასმული კითხვები

  • როდიდან გამოიცდება Volvo საავარიო ტესტირებაში ქალი-მანეკენით?

    ჩვენ ვატარებთ გამოცდას ქალი-მანეკენით 1995 წლიდან, დავიწყეთ მცირე ზომის ქალი-მანეკენის წინიდან დატყმაზე გამოცდით, HIII მე-5 პროცენტი. 2001 წელს ჩვენ ჩავრთეთ მცირე ზომის გვერდიდან დარტყმის ტესტი, SID2s. როგორც მსოფლიოში პირველი საშუალო ზომის ქალი-მანეკენის ავარიაზე ტესტი, ჩვენ შევიმუშავეთ ორსული ქალის ვირტუალური მოდელი 2000 წელს. ათი წლის შემდეგ, ჩვენ გავაფართოვეთ მანეკენზე საავარიო ტესტის ოჯახი საშუალო ზომის ქალი მანეკების საავარიო ტესტით ქალა-ტვინის ტრავმის შეფასებით უკნიდან დარტყმისას, როგორც ერთადერთმა ორიგინალურმა ავტომობილის მწარმოებელმა, EvaRID-ის თანაგანვითარებაში.

  • როგორ აუმჯობესებს Volvo Cars უსაფრთხო ავტომობილებს მსოფლიოს რეალური მონაცემების საფუძველზე?

    მონაცემები Volvo-ს ავტომობილების შესახებ შვედეთში გროვდება და ინახება Volvo Cars-ის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემთა ბაზებში 1970-იანი წლებიდან. მიზანია მზა ხელმისაწვდომი მონაცემების დიდი რაოდენობის უზრუნველოფა დაზიანების ტიპების შესახებ, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას კონკრეტულ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით. შემდეგ შესაძლებელია დასკვნების გამოყენება. კარგი ამბავი არის ის, რომ ჩვენ ერთი და იმავე გზით შევაგროვეთ მონაცემები მრავალი წლის განმავლობაში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, შეგვედგინა ჩვენი პროგრესის რუკა და წლების განმავლობაში გაგვეუმჯობესებინა ჩვენი წარმატების ტემპი.

  • რამდენი ავარიიდან მიიღო Volvo Cars-მა შეგროვილი მონაცემები?

    წინასწარი კვლევების დროს 1967 წელს, ჩვენ დავიწყეთ 28,000 შემთხვევით. 1970 წლიდან მოყოლებული,ჩვენს სტატისტიკურ მონაცემთა ბაზებს დავამატეთ 43,000 ავტომობილი 72,000 მგზავრით რეალური ავტოავარიებიდან. გარდა ამისა, როდესაც ვატარებთ ანალიზს, ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა გლობალური მონაცემთა ბაზების მონაცემებს.

  • რა ცოდნისგან შედგება E.V.A. Initiative?

    ცოდნა, რომელზეც გექნებათ წვდომა და ჩამოტვირთავთ ამ პროექტის საშუალებით, არის 100-ზე მეტი კვლევით ნაშრომის კოლექცია. ეს არის ზოგიერთი კვლევის კოლექცია Volvo Cars-ში უსაფრთხოების ინოვაციების შემუშავების მიღმა 1950-იანი წლების შემდეგ.

  • კიდევ მომიწევს უსაფრთხოების ღვედის ტარება Volvo-ში?

    დიახ, უსაფრთხოების ღვედი ჯერ ისევ ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა სიცოცხლის დასაცავად და დაზიანებების შესამცირებლად ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. იგი ასევე სავალდებულოა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. Volvo-ს უსაფრთხოების ღვედები ასევე მუდმივად იხვეწება, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება.

უსაფრთხოება, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა

ჩვენ დავიწყეთ ავტომობილების წარმოება, რადგან გვწამდა, რომ სხვა ვერავინ შექმნის მას შვედეთის გზებისთვის საკმარისად უსაფრთხოს. წლების განმავლობაში ჩვენ გავაერთიანეთ უსაფრთხოებისადმი ეს თავდადება რეალური შემთხვევებიდან მიღებულ ცოდნასთან. ამის შედეგია უსაფრთხოების უნიკალური ინოვაციები - SIPS, WHIPS და IC – რომელიც ახლა უკვე სტანდარტია Volvo-ს შედარებით ახალ მოდელებში.