IntelliSafe Surround

ტექნოლოგია, რომელიც იცავს

სიტუაციაში ორიენტირების გასაღები

უსაფრთხოება 360°

IntelliSafe Surround შედგება მთელი რიგი ჰაი-ტექ მახასიათებლებისგან, რომელიც შექმნილია თქვენს დასაცავად. მოხვევის ასისტანსის უზრუნველყოფით მუხრუჭების მხარდაჭერით, როდესაც ის აუცილებლად გჭირდებათ, უსაფრთხოების ზომების ეს კომპლექტი უზრუნველყოფს დამატებით დაზღვევას და სულიერ სიმშვიდეს.

BLIS (მკვდარ წერტილში ხედვის სისტემა) მოხვევის მხარდაჭერით

BLIS გეხმარებათ უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად შეიცვალოთ მოძრაობის ხაზი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, რადგან თქვენ გარშემო არსებულ მოძრაობის სხვა მონაწილეების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაწვდით. ეს ინოვაცია იყენებს რადარის სენსორებს უკნიდან, მარცხენა ან მარჯვენა ხაზიდან მოახლოებული ავტომობილების აღმოსაჩენად და შემდეგ გატყობინებთ მათი არსებობის შესახებ.

BLIS აღმოაჩენს უკნიდან მარცხენა ან მარჯვენა ზოლში მოახლოებულ ავტომობილს, იმავე მხარეს კარის ნათურა ინთება თქვენს გასაფრთხილებლად და რჩება ანთებული, სანამ მკვდარი წერტილი ხილული არ გახდება. თუ მიუთითებთ, რომ იცვლით მოძრაობბის ზოლს მოახლოებული ავტომობილის ზოლში, ნათურა ციმციმებს.ეს ტექნოლოგია გეხმარებათ, გქონდეთ ინფორმაცია კრიტიკული მომენტის შესახებ და თავიდან აირიდოთ შეჯახება ავტომობილების გადასწრების დროს. BLIS ახლა უკვე ხელმისაწვდომია მოხვევის ასისტანსით და გიწვდით დახმარების ხელს, როდესაც თქვენ ეს გჭირდებათ.

Cross Traffic Alert (გადამკვეთი მოძრაობის განგაში) ავტომუხრუჭით

Cross Traffic Alert (გადამკვეთი მოძრაობის განგაში) გაწვდით დამატებით ინფორმაციას თქვენ უკან არსებული მოძრაობის პოტენციური მონაწილეების შესახებ ზუსტად მაშინ, როდესაც გამოდიხართ პარკირების ადგილიდან. მას შეუძლია ამოიცნოს მოტოციკლეტისტები, ქვეითები და ავტომობილები, და გეხმარებათ უსაფრთხოდ მანევრირებაში — მაშინაც კი როდესაც ხილვადობა მანქანის უკან შეზღუდულია. რადარები ავტომობილის უკანა ბამპერზე ამოიცნობენ ავტომობილის უკან 30 მეტრამდე მარჯვნიდან და მარცხნიდან მოახლოებულ ავტმობილებს, რომლებიც თქვენს უკან გავლას აპირებენ. მოტოციკლისტები და ქვეითები იდენტიფიცირებადია უფრო მოკლე დისტანციაზე. მარცხენა და მარჯვენა დინამიკებიდან მძღოლს ესმის გამაფრთხილებელი სიგნალი საფრთხის ადგილმდებარეობის შესაბამისად, ხოლო დისპლეის ცენტრზე ჩანს ვიზუალური გაფრთხილება.

Rear Collision Warning (უკნიდან შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა)

თუ უკნიდან გიახლოვდებათ ავტომობილი და სისტემა აღმოაჩენს, რომ არსებობს შეჯახების რისკი, იგი მძღოლს ატყობინებს უკნიდან ავტომობილის მოახლოების შესახებ საფრთხის მანიშნებელი ნათურის მაღალი სიხშირით ციმციმით. და თუ შეჯახება მაინც ვერ იქნება თავიდან არიდებული

ჩვენი უსაფრთხოების ღვედები წინასწარ ფიქრობენ

ჩვენი უსაფრთხოების ღვედები გთავაზობთ ელექტრო რევერსულ დამჭიმავებს, რომლებიც წინა სავარძელზე მსხდომი მგზავრების პოზიციას შეჯახებამდე უწყობს ხელს. ეს სპეციალური შეკვეთით ხელმისაწვდომი ფუნქცია მუშაობს დამჭიმი ძალის მგზავრების მხრებს ზემოთ დაძაბვით და შემდგომ გაძლიერებულია თუ საჭიროა პიროტექნიკური ღვედის დამჭიმავის გამოსაყენებლად. თუ ავარია თავიდან არის აცილებული ღვედის დაჭიმულობა ავტომატურად მოეშვება.