ძირითადი მახასიათებლები

მსოფლიოში მოწინავე უსაფრთხოების, კომფორტისა და აუდიოსისტემის დიზაინის საშუალებით, სრულად ელექტრო XC40 Recharge ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

დაკავშირებული გამოცდილება []

Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

მოიცავს ყველა მონაცემს

მოიცავს რა ყველა მონაცემს, ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი უზრუნველყოფს თქვენი, სრულად ელექტრო XC40 Recharge-ისა და თქვენი ციფრული ცხოვრების ჰარმონიზაციას.

ჩაშენებული Google-ი

მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.

აპი Volvo Cars

მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.

ციფრული მომსახურებების პაკეტი

სრულად ელექტრო C40 Recharge-ს მოყვება ციფრული მომსახურების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

კომფორტი და ტექნიკა []

* Volvo Cars-ის აპის დისტანციური სერვისები ჩართულია ციფრული მომსახურების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

აღსაქმელად ლამაზი ხმა

აღნიშნული პრემიუმ-კლასის არჩევითი აუდიო სისტემა დახვეწილ ხმას მთელ სალონში გთავაზობთ. ჟანრის მიუხედავად, ის ჩაგითრევთ და საშუალებას მოგცემთ მგზავრობის ყოველი წამით ისიამოვნოთ.

ჩაიძირეთ მუსიკაში

სისტემა იკვებება 600 ვტ ციფრული გამაძლიერებლით და მაღალი ხარისხის 13 დინამიკით, მათ შორის ჰაერით ვენტილირებადი საბვუფერითაა აღჭურვილი. თქვენ Volvo-ს სალონის აკუსტიკაზე მორგებული, მძლავრი, ყოვლისმომცველი ხმის გამოცდილება გელოდებათ.

დინამიკის ოპტიმიზებული მუშაობა

ხმის დამუშავების უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა – Dirac® Unison Tuning – ახდენს როგორც თითოეული ცალკეული დინამიკის ისევე სისტემის პასუხის ოპტიმიზირებას, რაც შესრულების დროს მათ სრულყოფილ ჰარმონიას უზრუნველყოფს.

Harman Kardon Premium Sound-ის სისტემა

Volvo XC40 Recharge-ის კარში ჩამონტაჟებული Harman Kardon-ის დინამიკის დეტალური გამოსახულება

დამატებითი უსაფრთხოება []

* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას, შესაძლოა, შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია ობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.

გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.

Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.