გაიცანით ახალი სრულად ელექტრო SUV
ლიდარით უზრუნველყოფილი უსაფრთხო სივრცითი ტექნოლოგია
7 ადგილი, დიდი საბარგული და მზადაა ნებისმიერი თავგადასავლისთვის
მუდმივი გაუმჯობესება უსადენო განახლებების მეშვეობით
Volvo EX90 ახალი შვიდ ადგილიანი სრულად ელექტრო EX90 SUV - რომელმაც მიაღწია Volvo-ს სტანდარტული უსაფრთხოების უმაღლეს დონეს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
მონაცემები წინასწარია და ეფუძნება Volvo Cars-ის მიერ EX90-ისთვის შესრულებულ შეფასებებსა და გამოთვლებს და ეს შედეგები არ არის გარანტირებული. მართვის დიაპაზონი და ენერგიის მოხმარება რეალურ პირობებში განსხვავდება მართვის მანერისა და სხვა გარე ფაქტორების მიხედვით. დამუხტვის დრო შეიძლება განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა გარე ტემპერატურა, აკუმულატორის ტემპერატურა, დამუხტვის მოწყობილობა, აკუმულატორის მდგომარეობა და ავტომობილის მდგომარეობა. მიმდინარეობს ავტომობილის სერტიფიკაცია.
ჩვენს ახალ EX90 SUV-ს აქვს შვიდი კომფორტული და ზრდასრული ზომის სავარძელი.
სრული ამძრავი და ერთპედლიანი ამძრავი თითოეულ მგზავრობას საინტერესოსა და მშვიდს ხდის.
EX90 გთავაზობთ Bowers & Wilkins-ის მიერ შექმნილი 3D სივრცითი ხმის ჟღერადობის უჩვეულო გამოცდილებას.
ლაიდარის სისტემითა და სალონში მგზავრის აღქმის სენსორით, EX90 აღწევს Volvo-ს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტულ დონეს, რაც კი ოდესმე ყოფილა.
7
1964 მმ
1744 მმ
5037 მმ
1 915 ლ-მდე
2 200 კგ
20.9 kWh/100km
111 კვტ/სთ
ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს. ამრიგად, თუ ყურადღება გაეფანტებათ, ჩვენ აქ ვართ თქვენი უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი ნულოვანი შეჯახების ხედვით და ახალი EX90-ით ჩვენ უსაფრთხოების ახალ ეპოქას მივეკუთვნებით.
ორი შიდა სენსორი და მძლავრი საჭე მძღოლის შესახებ ინფორმაციას გადასცემს ალგორითმს, რომელიც ასევე დაუკავშირდება ავტომობილის გარე სენსორებს. მძღოლის დამხმარე სისტემას შეუძლია დააფიქსიროს ხომ არ მოადუნეთ ყურადღება ან ხომ არ გეძინებათ და როდის შეიძლება გახდეს საჭირო მისი ჩარევა თქვენ დასახმარებლად.
ახალი მგზავრის აღქმის სენსორული სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ ვინმეს უნებლიედ უყურადღებოდ დატოვება პოტენციურად სახიფათო გარემოებაში. ავტომობილი გაგაფრთხილებთ, თუ შეამჩნევს, რომ ავტომობილში შემთხვევით კეტავთ მძინარე ბავშვს ან ძაღლს, ხოლო ავტომობილის კლიმატის კონტროლის სისტემა ასევე შესაძლოა დაგეხმაროთ, მაგალითად, ჰიპოთერმიისა და სითბური დარტყმის რისკის მინიმუმამდე შემცირებაში.
ზოლის გადაკვეთისას მძღოლის დამატებით დასახმარებლად, EX90 არა მხოლოდ რეაგირებს საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილებზე მარცხნივ მოხვევისას, არამედ ის ასევე ატყობინებს მძღოლს გვერდითა მხრიდან არსებულ პოტენციურ საფრთხეებზე გზაჯვარედინის პირდაპირ გადაკვეთისას. საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილი ავტომატურად ამუხრუჭებს.
ლაიდარისა და უსაფრთხო განლაგების ტექნოლოგია
ექსტერიერის დახვეწილი სტანდარტული სენსორების ნაკრებს, რომელიც მოიცავს რადარებს, კამერებსა და ულტრაბგერით სენსორებს და რომლითაც აღჭურვილია EX90 დამატებული აქვს ლაიდარი, რომელიც განუწყვეტლივ ასკანერებს ავტომობილის წინ არსებულ გარემოს, რაც შესაძლებელს ხდის ობიექტების ფორმისა და ზომის მაღალი სიზუსტით შეფასებას გარემოს სამგანზომილებიან ჭრილში აღქმით. სალონს მიღმა გარემოსა და მძღოლის მდგომარეობის აღქმის კომბინაციით, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, როდის სჭირდება მძღოლს დამატებითი მხარდაჭერა და მივიღოთ კონტრზომები უსაფრთხოების ზღვრების შესანარჩუნებლად.
Pilot Assist — მძღოლის დამხმარე ტექნოლოგია
EX90-ის მძღოლის დამხმარე ტექნოლოგია თქვენს მგზავრობას უფრო მშვიდს და სასიამოვნოს ხდის. ავტომობილი დაგეხმარებათ, თვალი ადევნოთ საგზაო მოძრაობისა და ზოლის მონიშვნებს, ასევე, უზრუნველყოფს თქვენი სიჩქარისა და დისტანციების ადაპტირებას არსებული მოძრაობის პირობების გათვალისწინებით. მას შეუძლია აკონტროლოს სიჩქარე მკვეთრ მოსახვევებში და საჭის მართვა სავალი ზოლების შეცვლისას. თუ ავტომობილი დააფიქსირებს მძღოლის ურეაქციო მდგომარეობის რაიმე ნიშანს, მას შეუძლია, დაამუხრუჭოს და გააჩეროს ავტომობილი ზოლში.
EX90-ის ახალი მთავარი კომპიუტერი საინფორმაციო-გასართობ სისტემას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის, ვიდრე ეს ოდესმე იყო. მისი ინტუიციური და ადაპტირებული ინტერფეისით თქვენი პრეფერენციები შეინახება და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ახალ კონტექსტურ ზოლზე ხელის ერთი შეხებით.
Google სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
ჯერ არა. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ უახლესი ამბების მისაღებად და ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც EX90 ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ შეკვეთისთვის თქვენს რეგიონში.
დიახ.
გადაადგილების დიაპაზონი დამოკიდებულია ისეთ სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა მართვის სტილი და გარე ტემპერატურა, ამინდი, ქარი, ტოპოგრაფია და გზები. სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს დიაპაზონზე მოიცავს ელექტროენერგიის მოცულობას, რომელსაც იყენებთ ავტომობილის ფუნქციებისთვის, როგორიცაა ავტომობილის გათბობა ან გაგრილება. გადაადგილების დიაპაზონის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა თქვენი ავტომობილის წინასწარი მომზადება (კონდიციონირება) დამუხტვის დროს, რათა ის სასურველ ტემპერატურაზე იყოს, როცა ავტომობილით სვლას დაიწყებთ.
ელექტროენერგიის ღირებულება დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე მდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ის ხშირად შეიძლება იყოს დაბალი, ვიდრე საწვავის ღირებულება ეკვივალენტური მანძილის გასავლელად. საწვავის შემცირებული ფასი ელექტრომობილებზე გადასვლის კიდევ ერთი მიზეზია. ღირებულების კიდევ უფრო შესამცირებლად, შეგიძლიათ წინასწარ დააყენოთ თქვენი EX90 დასამუხტად იმ დროს, როდესაც ტარიფები ყველაზე დაბალია, ხშირად ღამით.
თქვენ იპოვით ყველაზე სწრაფი დამუხტვის პუნქტს გზის გასწვრივ DC სწრაფი დამუხტვის სადგურზე. შეძლებისდაგვარად სწრაფად დასამუხტად, გირჩევთ 80 პროცენტამდე შეამციროთ ავტომობილის დამუხტვის დონე. ეს ხელს უწყობს დამუხტვის დროის შემცირებას, რადგან დამუხტვის პროცესის ბოლო 20 პროცენტს ყველაზე მეტი დრო სჭირდება. შესაბამისად, აკუმულატორის 10-80 პროცენტამდე დამუხტვას 250კვტ DC სწრაფი დამტენით, შეიძლება 30 წუთზე ნაკლები დასჭირდეს.
* მაგრამ თუ დამუხტვა საჭიროა დანიშნულების ადგილამდე ან შემდეგ დამტენ სადგურამდე მისასვლელად, შეგიძლიათ ავტომობილის ცენტრალურ ეკრანზე მოცემულ პარამეტრებში აირჩიოთ აკუმულატორის 100 პროცენტამდე დამუხტვა.
* დამუხტვის დრო შეიძლება განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა გარე ტემპერატურა, აკუმულატორის ამჟამინდელი ტემპერატურა, დამუხტვის მოწყობილობა, აკუმულატორის მდგომარეობა და ავტომობილის მდგომარეობა.
არა. ტყავის ნაცვლად, ჩვენ შევიმუშავეთ საკუთარი Nordico მასალა, რომელიც მიიღება გადამუშავებული პოლიეთილენის ტერეფთალატის (PET) ბოთლებისგან, შვედეთისა და ფინეთის ტყეების ბიოლოგიური ხასიათის მასალებისგან და გადამუშავებული ღვინის საცობებისგან მიღებული ქსოვილებისგან. Nordico 70%-ით ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი ტყავის ინტერიერი. 2030 წლისთვის, Volvo-ს ყველა ახალი სრულად ელექტრო ავტომობილი გაფორმებული იქნება არატყავის მასალით.
იმ ქვეყნებში, სადაც Google Maps მოიცავს დასამუხტ სადგურებს, თქვენ ნახავთ საზოგადოებრივ დასამუხტ სადგურებს რუკაზე ან სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით.
დიახ.
დიახ.*
* Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ განახლებას აირჩევთ, ახალი პირობები და ტარიფები იმოქმედებს.
Volvo Cars პასუხისმგებელია სრულ მიკვლევადობაზე. გვსურს, რომ ჩვენი მომხმარებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მართავენ Volvo-ს, რომლის აკუმულატორის ნედლეულის მოპოვებაც პასუხისმგებლობით ხდება. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის მიკვლევადობის შესაძლებლობას ჩვენი კონტროლის მიწოდების ქსელში. ბლოკჩეინი, სამთო ობიექტების დათვალიერებასთან, GPS ტრეკინგთან, შესვლისა და გასვლის სკანირებასთან, დამტკიცებული ლოჯისტიკის პროვაიდერებთან, სახის ამოცნობასთან, ID შემოწმებასთან და დროის კონტროლთან ერთად, იძლევა მასალის მიკვლევადობის შესაძლებლობას მაღაროდან ავტომობილების ქარხნამდე.
მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მომწოდებლებთან, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების სტაბილურობა. ჩვენ ვიღებთ მინერალებისა და ლითონების მოპოვების ვალდებულებას და სრულად ვუჭერთ მხარს OECD-ის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს მინერალების მომარაგების ქსელებს კონფლიქტით დაზარალებული და მაღალი რისკის მქონე ზონებიდან.
მომწოდებლების შეფასებისა და შერჩევისას ჩვენთვის მთავარია მუშაობის სტაბილურობის მაჩვენებელი. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ არსებულ მომწოდებლებს და ვაკვირდებით მესამე მხარის შემოწმებებს. აკუმულატორების მომწოდებლებისგან ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ნახშირბადის გამონაბოლქვი წარმოების დროს, განახლებადი ენერგიის გამოყენების ჩათვლით. ყველა ჩვენი მომწოდებელი უნდა დაეთანხმოს Volvo Cars-ის ბიზნესპარტნიორების ქცევის კოდექსს, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებებისა და შრომის კანონმდებლობის შეფასებას.
უსაფრთხოება ჩვენს გენშია. ჩვენი უსაფრთხოების გრძელვადიანი ხედვის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ შეჯახების ალბათობა გზებზე ჩვენი ახალი Volvo-ს ავტომობილით. ეს არჩევანი არის ჩვენი ურყევი ვალდებულების მტკიცებულება, მუდმივად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება. ლაიდარის ფუნქციითა და AI-ზე მომუშავე სუპერკომპიუტერის სტანდარტით აღჭურვილი EX90, გარე და შიდა სენსორების მძლავრ კომპლექტთან ერთად, Volvo-ს ავტომობილის სტანდარტული უსაფრთხოების უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს. თუ გსურთ გაიგოთ მეტი ჩვენი უსაფრთხოების მემკვიდრეობის შესახებ, ეწვიეთ საიტს https://www.volvocars.com/ge/v/discover/heritage-car-models
მომავალი ტექნოლოგია და ფუნქციები აღწერილია და შესაძლებლობები შეიძლება განსხვავდებოდეს. ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბაზარზე და არ იქნება სტანდარტული ყველა ბაზარზე ან ყველა მოდელისთვის.
Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშნები.