Volvo-ს ელექტრო ავტომობილები

ყველაფერი, რაც მოგწონთ ავტომობილში. არავითარი გამონაბოლქვი.

სრულად ელექტრო დიზაინი. მზად არის მართვის მომავალი ტენდენციებისთვის

ელექტრო ავტომობილების მართვის გაუმჯობესებული გამოცდილება

ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმაზე, რომ შეგვექმნა ავტომობილები, რომელთაც ელექტრიფიკაცია სულ სხვა დონეზე გადაჰყავს. უბრალოდ წინა მოდელების ადაპტირების მაგივრად, ჩვენ შევქმენით ისეთი ელექტრო ავტომობილები, რომლებიც გზაზე მოძრაობისას კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებენ.

ელექტრო ავტომობილების გამორჩეული ექსტერიერი

Volvo-ს ელექტრო ავტომობილის ექსტერიერს ჩვენი სკანდინავიური დიზაინი ახალ დონეზე გადაჰყავს. ექსტერიერი მკვეთრი, თანამედროვე ელემენტებითაა შექმნილი, გლუვი, ფერებით კოორდინირებული ფარებით, აეროდინამიკულად ოპტიმიზებული ბორბლებით და ფრთის სარკეებით. ეს ყოველივე უზრუნველყოფს მეტ ეფექტურობას.

განახლებადი და გადამუშავებული მასალები

ჩვენს ელექტრო ავტომობილის ინტერიერში რბილი გადასაკრავისთვის და დეკორისათვის გამოყენებულია განახლებადი და გადამუშავებული მასალები, რაც სალონს ელეგანტურ იერს სძენს. პრემიუმ ხარისხის მასალებად გარდაქმნილი ზემოხსენებული განახლებადი და გადამუშავებული მასალები ამდიდრებს ჩვენი ავტომობილების სალონის მინიმალისტურ ინტერიერს.

ინოვაციური აკუმულატორები. ელექტროენერგიის უახლესი ტექნოლოგიები.

აკუმულატორის უსაფრთხოების მოწინავე სტანდარტები

ჩვენ მიერ ნაკისრი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება ელექტრო ავტომობილების აკუმულატორებზეც ვრცელდება. სწორედ ამიტომ ვამუშავებთ და ვქმნით აკუმულატორების ნაკრებებსა და სისტემებს, რომლებიც გამოყენებულია ჩვენი სრულად ელექტრო ავტომობილების ასორტიმენტში. აკუმულატორის მართვის სისტემების გამოყენებით ჩვენ აგრეთვე ვაკვირდებით და ვარეგულირებთ აკუმულატორების ფუნქციონირებას მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმში.

აკუმულატორების წარმოება და გადამუშავება

აკუმულატორები ჩვენი ელექტრო ავტომობილების ნახშირბადის ყველაზე ინტენსიურად გამომყოფი კომპონენტია. წარმოების ღირებულების ჯაჭვისა და გადამუშავების პროცესების მართვით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აკუმულატორების წარმოება რაც შეიძლება ცირკულარული პროცესი იყოს და თავიდან ავიცილოთ მათი გადაყრა მათი ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აკუმულატორის 8-წლიანი გარანტია

Volvo-ს ახალი ელექტრო ავტომობილების აკუმულატორებს უფრო ხანგრძლივი გარანტია აქვთ - რვა წლიანი ან 160 000 კმ-ს გავლამდე (რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება). გარანტიის მოქმედების პერიოდში ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ აკუმულატორის ტევადობის ინდიკატორი 70 პროცენტს არ ჩამოცდეს. აღნიშნული ნიშნავს წარმადობის მაღალი დონის გარანტიას.

ილუსტრაციაზე ასახულია Volvo Cars-ის სენსორების ტექნოლოგიის მეშვეობით გადასასვლელზე ქვეითის დაფიქსირების მომენტი.

მაღალი დონის უსაფრთხოების ფუნქციები

იმის ცოდნა, რომ თქვენი ელექტრო ავტომობილი აღჭურვილია მოწინავე ინოვაციური სისტემებით, რომლებიც გზაზე თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, დაგეხმარებათ მშვიდად იგრძნოთ თავი ავტომობილის მართვის დროს.

სმარტფონის ეკრანის ახლო ხედი, რომელიც უჩვენებს Volvo-ს მძღოლს მისი ავტომობილის დამუხტვის სტატუსს Volvo Cars app-ში.

დამუხტვისას იხელმძღვანელეთ მხოლოდ დაზუსტებული ფაქტებით

Volvo Cars app-ის მეშვეობით აღარ მოგიწევთ დამუხტვაზე ღელვა. მარტივი ეკრანები და კონტროლის ღილაკები გეხმარებათ საზოგადოებრივი დამუხტვის სადგურის პოვნაში, დამუხტვის სტატუსის შემოწმებაში, დამუხტვის გრაფიკის დაგეგმვასა და სხვა საკითხებში. გაიგეთ მეტი აპლიკაციის დროის დამზოგველი ფუნქციების შესახებ.

რა გსურთ იცოდეთ Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილების შესახებ?

როგორ მუშაობს ელექტრო ავტომობილები?

ელექტრო ავტომობილი იყენებს აკუმულატორს, რომელიც იმუხტება ელექტროენერგიით და გადასცემს ამ ენერგიას ელექტრო მოტორს. ეს მოტორი ელექტროენერგიას გარდაქმნის ბორბლების მუშაობისთვის საჭირო ენერგიად. ელექტრო ავტომობილებს ენერგიის მისაღებად საწვავი არ სჭირდება. ამის მაგივრად, ისინი იღებენ ელექტროენერგიას დამუხტვის და რეკუპერაციული დამუხრუჭების მეშვეობით.

როგორ დავმუხტო ელექტრო ავტომობილი სახლში?

ჩვენ გირჩევთ Volvo Cars-ის კედელზე დასამაგრებელ დასამუხტ მოწყობილობას. ის უფრო სწრაფად და ეფექტურად მუხტავს აკუმულატორს, ვიდრე კედლის სტანდარტული როზეტი.

კედელზე დასამაგრებელ დასამუხტ მოწყობილობებს აქვს ინტეგრირებული კაბელის დამჭერი და 5-მეტრიანი დასამუხტი კაბელი Type 2 როზეტით (IEC 62196), რისი წყალობითაც ისინი თავსებადია Volvo-ს ყველა სრულად ელექტრო ავტომობილთან.

კედელზე დასამაგრებელი დასამუხტი მოწყობილობის დამონტაჟება შეგიძლიათ როგორც შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ის წყალგამძლეა და შეგიძლიათ შეიძინოთ სადგამი, რომელზეც დააყენებთ კედელზე დასამაგრებელ დასამუხტ მოწყობილობას ისეთ სივრცეში, სადაც კედელი არ არის.

თქვენი სმარტფონის, კომპიუტერის ან პლანშეტის გამოყენებით დააკავშირეთ კედელზე დასამაგრებელი დასამუხტი მოწყობილობა Wi-Fi-სთან და იხილეთ დამუხტვის სტატუსი, გრაფიკი და სხვა ინფორმაცია.

კედელზე დასამაგრებელი დასამუხტი მოწყობილობის წინა მხარეს არსებული სხვადასხვა ფერის დინამიური LED განათება საშუალებას გაძლევთ ერთი თვალის შევლებით შეამოწმოთ დამუხტვის სტატუსი.

გაიგეთ მეტი ავტომობილის სახლში დამუხტვის შესახებ.

რა დრო სჭირდება ავტომობილის სახლში დამუხტვას?

დამუხტვის დრო დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის თქვენ მიერ გამოყენებულ დასამუხტ მოწყობილობაზე, აკუმულატორის დამუხტვის საწყის დონესა და იმ დონეზე, სადამდეც გსურთ მისი დამუხტვა.

გირჩევთ არ დაელოდოთ აკუმულატორის დამუხტვის დონის 20 პროცენტზე დაბლა ჩამოსვლას და დამუხტოთ ის მხოლოდ 90 პროცენტამდე. ამ მეთოდით შეგიძლიათ დამუხტვის დროის შემცირება (0-დან 10%-მდე და 90-დან 100%-მდე დამუხტვას ყველაზე დიდი დრო სჭირდება) და აკუმულატორის ექსპლუატაციის პერიოდის გახანგრძლივება.

გამოიყენეთ Volvo Cars-ის კედელზე დასამაგრებელი დასამუხტი მოწყობილობა და ისიამოვნეთ სწრაფი და ეფექტური დამუხტვით სახლის პირობებში. დაამონტაჟეთ თქვენი კედელზე დასამაგრებელი დასამუხტი მოწყობილობა შენობაში ან ღია სივრცეში და გამოიყენეთ Volvo Cars app დამუხტვის დროის არაპიკურ პერიოდში დასაყენებლად, როდესაც ელექტროენერგიის ტარიფები უფრო დაბალი შეიძლება იყოს.

რა ჯდება სრულად ელექტრო ავტომობილის სახლში დამუხტვა?

ელექტრო ავტომობილის დამუხტვის ხარჯები შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი საცხოვრებელი ადგილისა და იმის მიხედვით, თუ სად მუხტავთ მას. თუმცა სრულად ელექტრო ავტომობილით შეგიძლიათ საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვა, ვინაიდან ელექტროდენით დამუხტვა, როგორც წესი, ბენზინსა და დიზელზე იაფი ჯდება.

შეამცირეთ ავტომობილის ყოლასთან დაკავშირებული ხარჯები მისი სახლში დამუხტვით ისეთ დროს, როცა ელექტროენერგიის ტარიფები ყველაზე დაბალია.

Volvo-ს ავტომობილების მძღოლები ბევრ ბაზარზე სარგებლობენ ექსკლუზიური ფასდაკლებებით საზოგადოებრივი დამუხტვის სადგურებზე. გაიგეთ მეტი თქვენი Volvo-ს ავტომობილის დამუხტვის შესახებ.

მოქმედებს თუ არა ფასდაკლებები საზოგადოებრივი დამუხტვის სადგურებზე Volvo-ს ავტომობილების მძღოლებისთვის?

Volvo-ს ავტომობილების მძღოლები ბევრ ბაზარზე სარგებლობენ ფასდაკლებებით პარტნიორი ქსელების საზოგადოებრივი დამუხტვის სადგურებზე. გაიგეთ მეტი საზოგადოებრივ დამუხტვის სადგურებზე მოქმედი ფასდაკლებების შესახებ

აქვს თუ არა Volvo Cars-ს საკუთარი დამუხტვის სადგურები?

Volvo Car-ის ზოგიერთ საცალო მოვაჭრეს ახლა უკვე აქვს სწრაფი დამუხტვის სადგურები. აირჩიეთ Volvo-ს დამუხტვის სადგური და ისარგებლეთ ფასდაკლებული ტარიფებით.

როგორ მეხმარება მანქანა უახლოესი დამტენი სადგურის პოვნაში?

Google Maps-ში ახლომდებარე დამუხტვის სადგურების მოსაძებნად გამოიყენეთ ცენტრალური კონსოლი ან Volvo Cars app. გაფილტრეთ ძებნის პარამეტრები ხელმისაწვდომობის, დამუხტვის სიჩქარის, დამუხტვის ქსელის და ფასის მიხედვით. როდესაც დანიშნულების ადგილას აარჩევთ, მიიღებთ ნავიგაციის დეტალურ ინსტრუქციებს.

ავტომობილების ზოგიერთ მოდელში შეგიძლიათ წინასწარ ნახოთ, თუ რა დონეზე იქნება აკუმულატორის მუხტი დანიშნულების ადგილზე მისვლისას და ავტომატურად მოხდება თქვენი ავტომობილის აკუმულატორის პრეკონდიცირება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მოხდება აკუმულატორის კონდიცირება ეფექტური დამუხტვისთვის საჭირო ოპტიმალურ ტემპერატურამდე.

ხელმისაწვდომია Google-ის სერვისების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

Volvo-ს რომელ ელექტრო ავტომობილს აქვს ყველაზე დიდი სასვლო მარაგი?

EX90, ჩვენს სრულად ელექტრო, 7-ადგილიან SUV-ს აქვს ყველაზე დიდი სასვლო მარაგი - 600 კმ-მდე.*

*წინამდებარე მონაცემები წინასწარია და ეფუძნება Volvo Cars-ის მიერ Volvo EX90-ისთვის შესრულებულ შეფასებებსა და გამოთვლებს და ამ გამოთვლების სიზუსტე არ არის გარანტირებული. სასვლო მარაგი და ენერგიის მოხმარება რეალურ პირობებში შეიძლება განსხვავდებოდეს მართვის სტილისა და სხვა გარე ფაქტორების მიხედვით. დამუხტვის დრო შეიძლება განსხვავდებოდეს და ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა გარემოს ტემპერატურა, აკუმულატორის ტემპერატურა, დასამუხტი მოწყობილობა, აკუმულატორის მდგომარეობა და ავტომობილის მდგომარეობა. მიმდინარეობს ავტომობილის სერტიფიკაცია.

ვრცელდება თუ არა გარანტია Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილების აკუმულატორებზე?

Volvo-ს ახალი, სრულად ელექტრო ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, მის აკუმულატორზე იმოქმედებს გარანტია 8 წლის მანძილზე ან 160 000 კმ-ს გავლამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება, იმ პირობით, რომ ავტომობილისა და აკუმულატორის მართვა და შენახვა Volvo Cars-ის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება.

შესაძლებელია ბატარეის გამოცვლა?

აკუმულატორის და აკუმულატორის მოდულების შეცვლა ნებისმიერი სხვა მანქანის ნაწილის შეცვლის მსგავსად შეგიძლიათ.

როგორ მოქმედებს ბატარეა უსაფრთხოებაზე შეჯახებისას?

აკუმულატორი დაახლოებით 500 კგ-თი ზრდის ჩვენს სრულად ელექტრო ავტომობილების წონას. ეს ცვლის იმ ზემოქმედებას, რაც შეჯახებას შეიძლება ქონდეს ავტომობილის მგზავრებსა და შეჯახებაში მონაწილე სხვა ავტომობილებზე. აკუმულატორები უნდა იყოს დაცული, რათა შეჯახების შემდეგ სახიფათო სითხის გაჟონვა თავიდან აიცილოთ. უსაფრთხოების ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვით, Volvo Cars-ის ინჟინრებმა შექმნეს სრულად ელექტრო ავტომობილები, რომლებიც ზემოხსენებულ გამოწვევებს გაუმკლავდება.

რა ტექ-მომსახურება და სერვისი ესაჭიროება Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილს?

ჩვენს სრულად ელექტრო ავტომობილების ელექტრო მოტორები სრულად ჰერმეტულადაა დამონტაჟებული. არ გიწევთ ძრავის ნაწილების გამოცვლა ან რაიმე სითხის შევსება, მათ არანაირი ტექ-მომსახურება არ სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით, Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილებს გაცილებით ნაკლები ტექ-მომსახურება ესაჭიროება.

ნაკლებია თუ არა სრულად ელექტრო Volvo-ს ნახშირბადის ნაკვალევი, ვიდრე ტრადიციული შიდა წვის ძრავის ავტომობილი?

ავტომობილის ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში, სრულად ელექტრო ავტომობილის (BEV) ნახშირბადის კვალი ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილისა (ICE). თუმცა მანძილი, რომელიც BEV-მა უნდა გაიაროს იმისათვის, რომ გახდეს ICE ავტომობილთან შედარებით ნახშირბადის ნაკლებად ინტენსიური გამომყოფი ავტომობილი, მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიმუშავებს ის ელექტროენერგიას, რომელსაც ავტომობილი იყენებს.

თუ თქვენ დამუხტავთ თქვენს BEV-ს განახლებადი ელექტროენერგიით, თქვენ მოგიწევთ ნაკლების გავლა ამ წერტილამდე მისაღწევად, ხოლო თუ იყენებთ წიაღისეული საწვავისგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას, მაშინ შედარებით მეტი მანძილის გავლა მოგიწევთ. ჩვენ გირჩევთ თქვენი ელექტრო ავტომობილი განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიით დამუხტოთ.

ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ინფორმაცია ჩვენი ელექტრო ავტომობილების ნახშირბადის ემისიის შესახებ. ექსპლუატაციის პერიოდის ანალიზი (LCA) ხელმისაწვდომია ჩვენი ზოგიერთი სრულად ელექტრო ავტომობილისთვის. ეწვიეთ პროდუქტის აღწერის გვერდს მეტი ინფორმაციის მისაღებად Volvo-ს იმ სრულად ელექტრო ავტომობილის შესახებ, რომლითაც დაინტერესებული ხართ.

საიდან უნდა ვიცოდე, რომ ავტომობილის აკუმულატორი წარმოებულია ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის დაცვით?

Volvo Cars ორიენტირებულია აკუმულატორის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეულის მიწოდების ჯაჭვზე, რათა პასუხისმგებლიანად აარჩიოს აღნიშნული მასალების მიღების წყარო. 2019 წელს ჩვენ გამოვუშვით ბლოკჩეინი, რომელიც იძლეოდა ჩვენს აკუმულატორებში გამოყენებული კობალტის მიკვლევადობის შესაძლებლობას - მაღაროდან ჩვენს ავტომობილამდე. მას შემდეგ მასალების ჩამონათვალს დავამატეთ ნიკელი, ლითიუმი და დავნერგეთ ნახშირბადის ემისიაზე თვალის დევნების სტრატეგია.

ჩვენ ასევე გვაქვს აუდიტის პროგრამა, რომელიც ვრცელდება აკუმულატორებისთვის გამოსაყენებელი მიწოდების ჯაჭვის მიმწოდებლებზე. აუდიტები ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონფლიქტით დაზარალებული და მაღალი რისკის ადგილებიდან მინერალების მიწოდების პასუხისმგებლიანი ჯაჭვისათვის გაწერილი სათანადო შესწავლის სახელმძღვანელო მითითებებსა და პასუხისმგებლიანი სამთო სამუშაოების უზრუნველყოფის ინიციატივის (IRMA) პასუხისმგებლიანი სამთო სამუშაოების საწარმოებლად არსებითი მოთხოვნებისა ან მაღაროებისთვის ეკვივალენტური სქემებისთვის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად.

მომწოდებლების შეფასებისა და შერჩევისას ეკოლოგიური მდგრადობის მაჩვენებელი ჩვენთვის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ არსებული მომწოდებლების მუშაობის ეფექტურობას და ვმუშაობთ მათთან იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების ეკოლოგიური მდგრადობის დონე.

გაეცანით დამატებით ინფორმაციას აქ: Volvo Car Group-ის ბიზნეს-პარტნიორთა ქცევის კოდექსი and Volvo Car Group Annual and Sustainability Report (pages 172 to 17).

Volvo XC60 გაჩერებულია ვრცელ, ინდუსტრიულ გარემოში მზის ჩასვლის იისფერი და ვარდისფერი ტონების ფონზე.

ალტერნატიული მარშრუტი  

აირჩიეთ plug-in ჰიბრიდი, რომელიც არის ელექტრო ავტომობილი, რომელშიც ასევე დამონტაჟებულია შიდაწვის ძრავა, როგორც სათადარიგო საშუალება.