საქალაქო ავტომობილები

პატარა ავტომობილები, დიდი თავგადასავლები, უსაზღვრო შესაძლებლობები.

Volvo-ს საქალაქო ავტომობილები შექმნილია დასახლებულ ზონებში მარტივად მოძრაობისთვის. ეს ავტომობილები შესანიშნავია მანევრირებისას, ვიწრო ქუჩებზე და დატვირთულ გზებზე მოძრაობისას და რთულ ზონებში პარკირებისას. მათი კომპაქტური ზომა და მაღალი დონის ფუნქციები გთავაზობთ პრაქტიკულ და მოსახერხებელ გზებს ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

პატარა ავტომობილები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

Volvo-ს კომპაქტურ SUV-ებს გააჩნია ეფექტური, თვალისმომჭრელი ექსტერიერის დიზაინი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დიდ ყურადღებას იპყრობს. ამ SUV-ებში გაერთიანებულია სტილი და მუშაობის ეფექტურობა, რაც დახვეწილი დეტალების, ფერებში შეხამებული დამცავი პანელების, ელეგანტური ბორბლების და გვერდითა სარკეების დამსახურებაა.

კომფორტული მართვა ქალაქში

ჩვენი ავტომობილები აღჭურვილია ქალაქში მოძრაობაზე მორგებული მრავალი პრაქტიკული ფუნქციით, რაც მოიცავს მძღოლის დახმარების მაღალი დონის ტექნოლოგიას, რაც გთავაზობთ ავტომობილის უფრო კომფორტულად მართვის გამოცდილებას. მისი მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილებთან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება სიჩქარის რეგულირებისა და საჭის პოზიციის მცირე შესწორებების მეშვეობით, ზოლებში მაღალი სიზუსტით მოძრაობის მიზნით. გარდა ამისა, ის საკმაოდ ეფექტურია ნელა მოძრავ საცობებში, რა დროსაც ის აგზავნის დროულ შეტყობინებებს ავტომობილების ნაკადის მოძრაობის დაწყების შესახებ.

კარის გაღების ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემა

დაემშვიდობეთ ხმაურიან ქალაქში კარის შემთხვევით გაღებით გამოწვეულ ინციდენტებს. Volvo EX30-ში ინტეგრირებულია კარის გაღების შეტყობინებების ჭკვიანი სისტემა. ეს მაღალი დონის სისტემა მოიცავს აუდიო და ვიზუალურ სიგნალებს, რომელიც შეგატყობინებთ კარის გაღებისას ველოსიპედისტის ან სხვა მძღოლის მოახლოების შესახებ.

დაიპყარით ქალაქის პარკინგი თქვენი მცირე ზომის ავტომობილით

ავტომობილების, ველოსიპედისტების და ფეხით მოსიარულეთა სიმრავლის გამო, ქალაქში ავტომობილის პარკინგი შესაძლოა დიდ გამოწვევად იქცეს. სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე ქალაქის კომპაქტური ავტომობილები. ამ ავტომობილებით ბევრად მარტივია ვიწრო ადგილებში სხვადასხვა მანევრის შესრულება. გარდა ამისა, Park Pilot Assist ფუნქციის მეშვეობით, კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ მანქანის სასურველ ადგილას დაყენება. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ გასაჩერებელი ადგილის მოძებნაში და თქვენი Volvo-ს გაჩერებაში. ამასთან, თქვენ გათავისუფლდებით პარკირებასთან დაკავშირებული ყოველგვარი სტრესისგან.

ქალაქის 360°-იანი ხედი

Volvos 360°-იანი კამერის სისტემის მეშვეობით, ქალაქში ავტომობილის მართვა წარმოუდგენლად მარტივი ხდება. ეს სისტემა გაძლევთ შესაძლებლობას, დაინახოთ თქვენი ავტომობილი ზედა ხედით და უკეთ აღიქვათ გარშემო არსებული სიტუაცია. ეს ამარტივებს პარალელურ პარკირებას, გეხმარებათ ბორდიურების დანახვაში და გიადვილებთ ნავიგაციას მჭიდრო სივრცეში. არ აქვს მნიშვნელობა ხალხმრავალ გზაჯვარედინზე იმყოფებით თუ ვიწრო ზოლში, ჩვენი 360°-იანი კამერა უზრუნველყოფს ქალაქში მოძრაობის უსაფრთხო და მშვიდ გამოცდილებას.

გზაზე მოძრაობისას არ მოადუნოთ ყურადღება

ავტომობილის ქალაქში მართვისას, უმნიშვნელოვანესია თვალყური ადევნოთ ველოსიპედისტებს, ქვეითად მოსიარულეებს, საგზაო ნიშნებს და გზას. Volvo-ს პროექციული ეკრანი ამ ყველაფერს ამარტივებს თქვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებით, როგორიცაა თქვენი მოძრაობის სიჩქარე, მიმართულებები და სხვა. ეს ინფორმაცია გამოისახება პირდაპირ თქვენს საქარე მინაზე, შესაბამისად, არ არსებობს გზიდან თვალის მოშორების საჭიროება.

Volvo-ს სალონში მოთავსებულ ბავშვის უსაფრთხო სავარძელში მჯდომი ბავშვის სურათი.

ბავშვების უსაფრთხოება ქალაქში მოძრაობისას

Volvo Cars-ის სწრაფვა მაქსიმალური უსაფრთხოებისკენ ვრცელდება მცირეწლოვან მგზავრებზეც. მაგალითად, ჩვენ გთავაზობთ კარგად გააზრებული დიზაინის მქონე საბავშვო სავარძლებს და ბალიშებს, რომლითაც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ჩვილობიდან 10 წლამდე. ეს სავარძლები გთავაზობთ უსაფრთხოების ოპტიმალურ დონეს თქვენი შვილებისთვის და იდეალურად ერგება თქვენი ავტომობილის დიზაინს.

დამტენ კაბელთან დაკავშირებული ლურჯი Volvo C40-ის ხედი გვერდიდან.

Volvo C40

გაიცანით ჩვენი ელექტრო კროსოვერი.

კარგად გააზრებული დიზაინი

ზოგადად, საქალაქო ავტომობილები კომპაქტურია, თუმცა Volvo-ს ავტომობილების კარგად გააზრებული დიზაინი უზრუნველყოფს საკმარის სივრცეს როგორც მგზავრებისთვის, ისე ბარგისთვის. მინიმალისტური დიზაინის თითოეული ასპექტი ზედმიწევნით არის გააზრებული, იქნება ეს ფართო საბარგული ამაღლებული კიდეების გარეშე, სალონის ბარგის კომფორტული განყოფილება და ფეხებისთვის განკუთვნილი დიდი სივრცე, რასაც ალბათ არავინ ელის მცირე ზომის ავტომობილისგან.

ვრცელი განყოფილება ბარგისთვის

ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი სივრცე ავტომობილში ბარგის მოსათავსებლად, იქნება ეს დიდი თუ მცირე ზომის ავტომობილი. აუცილებლად წასაღები ნივთების სია შესაძლოა უსასრულო იყოს და მოიცავდეს როგორც სურსათს, ისე შაბათ-კვირის დასვენებისთვის განკუთვნილ ბარგს ან ეტლებს.  Volvo XC40, კომპაქტური ზომის მიუხედავად, საკმაოდ ტევადია. ის მოიცავს შესანიშნავ, ბრტყელი ზედაპირის მქონე სატვირთო განყოფილებას, რაც ამარტივებს ბარგის მოთავსებას და გამოღებას, იატაკქვეშა საბარგულს, და კომფორტულ სათავსოებს ისეთი ნივთებისთვის, როგორიცაა წყლის ბოთლები და მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, საჭიროებისამებრ შეგიძლიათ საბარგულის კარის ხელების გარეშე, მხოლოდ უკანა ბამპერის ქვეშ ფეხის მოძრაობით გაღება.

განახლებადი მასალები ელეგანტური ელფერით

საქალაქო ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა ავტომობილის ტევადობა და კომფორტი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს დიზაინს. დღეისათვის ჩვენი ყველაზე მცირე ზომის SUV, EX30, წარმოდგენილია ინტერიერის რამდენიმე განსხვავებული დიზაინით: Breeze, Mist, Pine და Indigo. თითოეული დიზაინი შთაგონებულია სკანდინავიის ბუნების სილამაზით და გვთავაზობს ინოვაციური ოსტატობის პროდუქტებს, რომლებშიც გამოყენებულია განახლებადი და გადამუშავებული მასალები.

მშვიდი, კომფორტული მგზავრობა

Volvo C40-ის სტანდარტული, ფიქსირებული პანორამული ჭერი დამზადებულია ლამინირებული, დაბურული მინისგან, რომელიც ეფექტურად გიცავთ ზედმეტი სინათლისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან. ჭერის ამ უნიკალური დიზაინის მეშვეობით, სალონში შენარჩუნებულია ბუნებრივი განათება. გარდა ამისა, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ტემპერატურის რეგულირების, კომფორტული შიდა კლიმატის შენარჩუნების და ხმაურის შემცირების მხრივ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს მართვის მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გამოცდილებას.

Volvo EX30-ის უკანა სამი მეოთხედი ხედი გვერდით სკამით

სულ ახალი EX30

ნახეთ, რა ჯდება ამ კომპაქტური სრულად ელექტრო ჯიპის საბარგულში

ქალაქში ელექტრო ავტომობილით მოძრაობის უპირატესობები

დასახლებული რაიონები ხშირად გამოირჩევა დაბინძურებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოწვევებით. ელექტრო ავტომობილებზე გადასვლა გახლავთ ეფექტური გამოსავალი, რომელიც ხელს უწყობს ქალაქებში სისუფთავისა და სიმწვანის შენარჩუნებას. Volvo Cars-ის თვალსაზრისით, სწორედ ეს გახლავთ ავტომობილების ინდუსტრიის მომავალი. ჩვენი გეგმაა 2030 წლისთვის გადავიდეთ მხოლოდ ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე.

ელექტრო ან Plug-in ჰიბრიდული ავტომობილის დამუხტვა

დამუხტვის სადგურების მზარდი ქსელის წყალობით, Volvo-ს ავტომობილის ქალაქში დამუხტვა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. ამ სადგურების პოვნა თქვენი ავტომობილის ცენტრალური ჭკვიანი ეკრანის მეშვეობით შეგიძლიათ. Volvo Cars app გამოგიგზავნით შეხსენებებს და მითითებებს უახლოესი დამუხტვის სადგურისკენ მიმავალი მარშრუტის შესახებ. ასე შეძლებთ მარტივად დამუხტოთ თქვენი ავტომობილი ნებისმიერი მიმართულებით მგზავრობისას, იქნება ეს ხანგრძლივი თუ მოკლე მანძილზე მოგზაურობა.

გამართული აკუმულატორი ბედნიერი მგზავრობის საწინდარია

აკუმულატორის წინასწარი კონდიცირება სასარგებლო ფუნქციაა, რომლითაც Volvo-ს მრავალი ელექტრო ავტომობილია აღჭურვილი. მისი მეშვეობით ხდება ავტომობილის აკუმულატორის ოპტიმალურ ტემპერატურამდე მიყვანა. ეს აუმჯობესებს თქვენი ერთ ჯერზე დამუხტული აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობას, ზრდის დამუხტვის სიჩქარეს და ხელს უწყობს აკუმულატორის ექსპლუატაციის პერიოდის გახანგრძლივებას. შესაბამისად, ასე შესაძლებელი ხდება უფრო დიდი მანძილის გავლა, აკუმულატორის უფრო სწრაფად დამუხტვა და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

დამუხტვის კაბელთან დაკავშირებული მონაცრისფრო მწვანე Volvo XC40-ის ხედი გვერდიდან.

Volvo XC40

გაიცანით ჩვენი სრულად ელექტრო კომპაქტური SUV.

ჭკვიანი, დაკავშირებული საქალაქო ავტომობილები

ტექნოლოგია და საინფორმაციო-გასართობი სისტემები საქალაქო ავტომობილების წამყვანი ელემენტებია, რომლებიც გთავაზობთ არა მხოლოდ კომპაქტურობას, არამედ დაკავშირებისა და ჭკვიანი ფუნქციების გამოყენების უსაზღვრო შესაძლებლობებს. ეს გახლავთ მოხერხებულობისა და გართობის იდეალური კომბინაცია ქალაქის ქუჩებში მოძრავი მძღოლებისთვის.

მგრძნობიარე სენსორული ეკრანი

ჩვენი პლანშეტი ითავსებს მძღოლის ინტერფეისის, ცენტრალური ეკრანის ფუნქციას და ერთ ეკრანზე გამოსახავს მძღოლისთვის საჭირო ძირითად ინფორმაციას და თქვენი პრეფერენციების შესაბამისად შერჩეულ კონტროლის საშუალებებს. სენსორული ეკრანი გვთავაზობს ზუსტ, მაღალი გარჩევადობის მკვეთრ კადრებს, მინიმალური ანარეკლებით. მისი მგრძნობიარობის დონე თითქმის უკონკურენტოა, რაც უზრუნველყოფს მიღებული ბრძანებების შესრულების მაქსიმალურ სისწრაფეს.

ავტომობილში ინტეგრირებულ აპლიკაციებზე წვდომა

თქვენს Volvo-ში, Google ინტეგრირებულია მართვის გამოცდილებასთან, რაც განიჭებთ წვდომას Google Play-ზე და ავტომობილში ინტეგრირებული აპლიკაციების ასორტიმენტზე, რისი საშუალებითაც შეძლებთ კავშირის შენარჩუნებას გზაზე მოძრაობისას.

წამყვანი პოზიცია ნავიგაციის საკითხში

Volvo-ს ავტომობილებში Google Maps-ის ინტეგრაციით ხდება ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სმარტფონის ინტერფეისის მაღალი დონის პრემიუმ ფუნქციებთან გაერთიანება. ნავიგაცია ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.

Volvo-ს ავტომობილში მოთავსებული Harmon Kardon-ის დინამიკის ახლო ხედი

მაღალი დონის აუდიო სისტემები

ჩვენ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა ავტომობილის ქალაქში მართვისას. კარგად შერჩეულმა პოდკასტმა ან პლეილისტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს საცობებით გამოწვეული დისკომფორტი. სწორედ ამიტომ, ავტომობილებისთვის უმაღლესი დონის ხმის სისტემის შესაქმნელად, ჩვენ ვთანამშრომლობთ Bower & Wilkins-თან და Harmon Kardon-თან. ამ ბრენდების მთავარ პრიორიტეტს დაუვიწყარი აუდიო გამოცდილების შემოთავაზება წარმოადგენს, რაც ბევრად სცდება სტანდარტით განსაზღვრულ ნორმებს და საზღვრებს.

სმარტფონში გახსნილ Volvo Cars app-ში მოცემულია დამუხტვის სტატუსი.

ერთი აპლიკაცია თქვენი ყველა საჭიროებისთვის

Volvo Cars app-ის მეშვეობით, შეძლებთ მარტივად აკონტროლოთ ავტომობილის დამუხტვის პროცესი და შეარჩიოთ განრიგი რათა საჭიროებისამებრ შეძლოთ თქვენი ავტომობილის წინასწარ გახურება. გარდა ამისა, შეგიძლიათ დისტანციურად ჩაკეტოთ ან გააღოთ თქვენი ავტომობილი და დაჯავშნოთ ვიზიტები სერვის-ცენტრში - და ეს ყველაფერი ერთი მოსახერხებელი აპლიკაციის საშუალებით.

ხშირად დასმული შეკითხვები

რით განსხვავდება ავტომობილის ქალაქში მართვა ქალაქგარეთ მართვისგან?

ავტომობილის ქალაქში მართვის პროცესი მოიცავს ისეთ ელემენტებსა და დაბრკოლებებს, როგორიცაა საცობი, პარკირება, ქვეითად მოსიარულეები, ხოლო ქალაქგარეთ მართვა ასოცირებულია შედარებით დიდ მანძილებთან და მაღალ სიჩქარესთან. საქალაქო ავტომობილები შექმნილია ქალაქისთვის დამახასიათებელი, ზემოთ მოყვანილი გამოწვევების მარტივად დასაძლევად და გთავაზობთ სისწრაფეს, კომპაქტურობას და უსაფრთხოების მაღალი დონის ფუნქციებს.

რომელი ფუნქციებია ინტეგრირებული საქალაქო ავტომობილში?

ჩვენი საქალაქო ავტომობილები აღჭურვილია უსაფრთხოებასთან და კომფორტთან დაკავშირებული მრავალი სხვადასხვა ფუნქციით, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააუმჯობესოს თქვენ მიერ ავტომობილის ქალაქში მართვისას მიღებული გამოცდილება. ეს ფუნქციები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს ბაზრის და ავტომობილის მოდელის მიხედვით, რაც მოიცავს კარის გაღების უსაფრთხოების სისტემას, ფუნქციას Park Pilot Assist, 360-გრადუსიანი კამერის სისტემას და პროექციულ ეკრანს. გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებელზე ორიენტირებული საინფორმაციო-გასართობი სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია საცობებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიღება, რაც დაგეხმარებათ ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზების არჩევაში.“

არის თუ არა რომელიმე SUV განკუთვნილი ქალაქში გადაადგილებისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ SUV-ები ძირითადად დაკავშირებულია off-road თავგადასავლებთან, Volvo გთავაზობთ შედარებით მცირე ზომის SUV-ებს, რომლითაც კომფორტულად შეძლებთ ქალაქში მოძრაობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქალაქი და მასთან დაკავშირებული ინდივიდუალური მოთხოვნები განსხვავებულია. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში ქალაქის გარემოს შესაძლოა მოერგოს შედარებით დიდი ზომის SUV-იც კი, როგორიცაა მაგალითად EX90. დაათვალიერეთ ჩვენი მოდელების ასორტიმენტი და აღმოაჩინეთ თქვენი საჭიროებების შესაბამისი მოდელი.

ზემოთ აღწერილი უკვე არსებული და მომავალში შემუშავებული ტექნოლოგიები, ფუნქციები და მახასიათებლები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ბაზარზე და არ იყოს აღიარებული სტანდარტად ყველა ბაზარზე ან ყველა მოდელისთვის. Google-ის ინტეგრირებული ფუნქციები შესაძლოა არ იყოს შეტანილი ყველა სტანდარტულ კომპლექტაციაში ან არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა მოდელისთვის, სტილისთვის და ძრავის ტიპისთვის. Google Assistant არ არის ხელმისაწვდომი ყველა ენაზე და ბაზარზე. Google, Google Play, Google Maps და YouTube Music არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშნები.