ბეტონის კონსტრუქციასთან გაჩერებული Volvo S90-ის ფართო კუთხით გამოსახულება მარცხენა მხრიდან.

გქონდეთ მეტის მოლოდინი. მიიღეთ სიახლე და აკონტროლეთ მოგზაურობა. გაიცანით ჩვენი ლუქს-კლასის სედანი ინტეგრირებული Google-ით.

ბეტონის კონსტრუქციასთან გაჩერებული Volvo S90-ის ფართო კუთხით გამოსახულება მარცხენა მხრიდან და ნაწილობრივ წინა ნაწილის ხედი.
Bowers & Wilkins-ის დინამიკის ახლო გამოსახულება Volvo S90-ში.
შემცირებული გამონაბოლქვი

ჩვენი მსუბუქი ჰიბრიდები აღადგენს ენერგიას, რომელიც გამომუშავდება დამუხრუჭებისას და გროვდება 48ვ-იან აკუმულატორში. ამ ენერგიის გამოყენებისას მცირდება საწვავის ხარჯვა და გამონაბოლქვი აირების გამოყოფა.

დახვეწილი მობილურობა

S90 მსუბუქი ჰიბრიდი შექმნილია რბილი დაძვრისა და დახვეწილი აჩქარებისთვის, რაც ავტომობილის მართვას უფრო სასიამოვნოს ხდის როგორც ქალაქში, ასევე მაგისტრალზე.

საწვავის დაზოგვა

საწვავის თითოეული შენახული წვეთი საჭიროა – ჩვენს ჰიბრიდებში კი, მსუბუქი ჰიბრიდული ძრავის წყალობით, თქვენ ღებულობთ საწვავის ნაკლებ ხარჯვას, რაც ზეგავლენას არ ახდენს წარმადობაზე.

ჰაერის გამწმენდი
ჩაშენებული Google-ი
'Bowers & Wilkins-ის აუდიოსისტემა
უხილავი ზონების მონიტორინგის სისტემა
360° კამერა
მძღოლის დახმარების ტექნოლოგია

რისი ცოდნა გსურთ S90 სედანის შესახებ?

რომელი Google-ის აპები და სერვისებია ინტეგრირებული S90-ში?

S90-ში ინტეგრირებულია Google Maps, Google Assistant და Google Play.

აქვს თუ არა Volvo S90-ს Apple CarPlay?

დიახ, Apple CarPlay შედის S90-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში.*

* Apple CarPlay-ს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ iPhone 5-თან ან უფრო ახალ მოდელებთან კომბინაციაში. Apple CarPlay და iPhone წარმოადგენს Apple Inc-ის სავაჭრო ნიშნებს.

არის თუ არა ციფრული მომსახურებები აბონემენტის ფორმით?

დიახ, გათვალისწინებულია სერვისთან წვდომა ოთხი წლის განმავლობაში. სურვილისამებრ, შემდგომ შეგიძლიათ განაგრძოთ ყველა სერვისის გამოყენება სერვისის გაგრძელების გამოწერის შეძენით.

როდის იწყება ციფრული მომსახურების აბონემენტი და რამდენ ხანს გრძელდება?

გამოწერა გრძელდება მაქსიმუმ ოთხ წლამდე. თუ ავტომობილი ახალია, ეს პერიოდი მისი მიწოდების თარიღიდან იწყება. გამოწერა ავტომობილთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში, გამოწერის დარჩენილი დრო შემდეგ მფლობელს/მომხმარებელს გადაეცემა.

ამაში შედის თუ არა ყველა მონაცემი, რომლებიც აუცილებელია ციფრულ მომსახურებათა პაკეტის გასაშვებად?

არა. ამ სერვისებზე წვდომისთვის მოგიწევთ საკუთარ მოწყობილობის Bluetooth-მოდემის სახით გამოყენება და თქვენი პერსონალური მობილური მონაცემების გადაცემის სატარიფო გეგმის გამოყენება.

გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.

Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.