Volvo Cars app. აღმოაჩინეთ ავტომობილის ყველა შესაძლებლობა.

Volvo Cars app და Volvo EX90-ის ხედი ზემოდან

დაასკანირეთ Volvo Cars app-ის ჩამოსატვირთად

ან დააინსტალეთ ის

App Store-ის ლოგო.
Google Play-ს ლოგო.
აპის ჩამოტვირთვის ლოგო.

გამარტივებული კონტროლი დაგეხმარებათ ავტომობილის მშვიდად მართვაში.

მოკლე სტატისტიკა

ყველა ფუნქცია ერთ აპლიკაციაში.

 

Google Maps

მოძებნეთ მარშრუტი ნაცნობი მეთოდით.

Google Maps. გამგზავრებამდე აირჩიეთ დანიშნულების ადგილი.

მარტივი ძებნა

ცენტრალური ეკრანის ნაცვლად გამოიყენეთ ინტეგრირებული Google Maps. ეს არის კონკრეტული ადგილის, რესტორნების, დამუხტვის სადგურების და სხვა მრავალი ლოკაციის რამდენიმე შეხებით მარტივად და სწრაფად მოძებნის ნაცნობი მეთოდი.

უპრობლემო ინტეგრაცია

იცით სად მიემგზავრებით? გადააგზავნეთ დანიშნულების ადგილი ავტომობილში და იხილეთ დეტალური მითითებები ცენტრალურ ეკრანზე.

დისტანციური დაბლოკვა და განბლოკვა

გადაამოწმეთ უკან მიბრუნების გარეშე.

დისტანციური დაბლოკვა და განბლოკვა. მარტივი გამოსავალი გულმავიწყებისთვის.

დისტანციური მართვა

ერთი შეხებით დისტანციურად დაბლოკეთ და განბლოკეთ Volvo-ს ავტომობილი. თუ გასაღები დაგრჩათ, აღარ დაგჭირდებათ ნერვიულობა ან დროის დაკარგვა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეხსენებები

დაგავიწყდათ ავტომობილის ჩაკეტვა? თქვენ მიიღებთ შეხსენებას, თუ პარკირების შემდეგ ავტომობილის ჩაკეტვა დაგავიწყდათ.

ღია ფანჯრის შესახებ გაფრთხილება

თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას, თუ ავტომობილის ჩაკეტვის შემდეგ ფანჯარა ღია დაგრჩათ.

ავტომობილის მაძიებელი

მიიღეთ დახმარება, თუ თქვენს ავტომობილს ვერ პოულობთ.

ავტომობილის მაძიებელი. დაზოგეთ დრო – და ძალისხმევა.

მონიშნეთ ადგილი რუკაზე

Google Maps-ზე შეგიძლიათ სწრაფად ნახოთ, თუ ბოლოს სად იყო თქვენი მანქანა გაჩერებული.

მოძებნეთ ის სწრაფად

შეიძლება რთული იყოს გადატვირთულ ავტოსადგომებზე ავტომობილის ღამით მოძებნა. მის მოსაძებნად, აანთეთ ფარები.

გაააქტიურეთ ხმოვანი სიგნალი

არ გახსოვს სად გააჩერეთ ავტომობილი? მის მოსაძებნად, გაააქტიურეთ ავტომობილის ხმოვანი სიგნალი.

დაწყება

მოახდინეთ ავტომობილის კონფიგურაცია მის მიღებამდე.

დაწყება. მოემზადეთ მგზავრობისთვის.

დააყენეთ თქვენი პრეფერენციები

სანამ ავტომობილს მიიღებთ, გაააქტიურეთ თქვენი ავტომობილის ინტერნეტთან კავშირი, დააყენეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები და Google-ის ანგარიშის მეშვეობით დააყენეთ Google-ის აპლიკაციები და სერვისები. ამ ყველაფრის გაკეთება სავარძლიდან წამოდგომის გარეშე შეგიძლიათ.

თვალყური ადევნეთ თქვენს შეკვეთას

შეუკვეთეთ Volvo-ს ახალი ავტომობილი ონლაინ და თვალყური ადევნეთ მას, დაწყებული მისი შექმნის პროცესით და დამთავრებული თქვენს კარამდე მოყვანით. მოლოდინის პერიოდში, თქვენ მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას, ასე რომ მზად იყავით თქვენი ავტომობილის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის პირველივე დღიდან.

დამატებითი კომფორტი ღილაკზე ერთი შეხებით.

ავტომობილის კლიმატ-კონტროლი

სალონის იდეალური პირობების შექმნა ერთი დაწკაპუნებით.

ავტომობილის კლიმატ-კონტროლი. კომფორტი ნებისმიერ ამინდში

დააყენეთ ტემპერატურა

ავტომობილში ჩაჯდომამდე, გაათბეთ სალონი ცივ ამინდში და გააგრილეთ ცხელ ამინდში.

წინასწარ გაათბეთ სავარძელი

გაათბეთ თქვენი ავტომობილის წინა სავარძლები და საჭე კომფორტული მართვისთვის.

დაგეგმეთ წინასწარ

უკვე მიემგზავრებით? აირჩიეთ თქვენი გამგზავრების დრო და როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით, სალონის ტემპერატურა მითითებულ ნიშნულზე დაგხვდებათ.

პროგრამის რუტინები

წინასწარ დაგეგმეთ თქვენი ყოველდღიური და ყოველკვირეული მოგზაურობის რუტინა, რათა ყოველი მგზავრობა დაიწყოს და დასრულდეს კომფორტულად.

ჰაერის გაწმენდა

დაიწყეთ ყოველი დღე სუფთა ჰაერით.

ჰაერის გაწმენდა. გააუმჯობესეთ ჰაერის ხარისხი გამგზავრებამდე.

ჰაერის ხარისხის დისტანციური შემოწმება

ავტომობილში ჩაჯდომამდე შეამოწმეთ სალონში ჰაერის ხარისხი.

ჰაერის სწრაფი გაწმენდა

ჩართეთ ხუთ წუთიანი გაწმენდის ციკლი სალონის ვენტილაციისთვის და შეცვალეთ დახუთული ჰაერი ახალი, სუფთა ჰაერით.

CleanZone ტექნოლოგია

გამგზავრების წინ ჰაერის გაწმენდის ფუნქცია უზრუნველყოფილია CleanZone ტექნოლოგიით. მგზავრობის დროს, CleanZone უზრუნველყოფს ჰაერის მაღალ დონეზე გაწმენდას, აშორებს მტვრის ნაწილაკებს და ქიმიკატების სუნს. ჰაერში მავნე ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში, ის ასევე ბლოკავს სავენტილაციო ხვრელებს.

ავტომობილის დისტანციური მაძიებელი და სიგნალიზაცია

იყავით ახლოს, სადაც არ უნდა იყოთ.

ავტომობილის მაძიებელი და დისტანციური სიგნალიზაცია. მიიღეთ შეტყობინება, სადაც არ უნდა იყოთ.

ადგილმდებარეობის რუკა

მთავარ ეკრანზე იხილეთ თქვენი ავტომობილის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის მისამართი და რუკაზე მონიშნული ბოლო პარკირების ადგილი.

სიგნალიზაციის შესახებ შეტყობინებები

შეიტყვეთ თქვენი ავტომობილის სიგნალიზაციის გააქტიურების შესახებ, სადაც არ უნდა იყოთ.

გაუმჯობესებული დამუხტვა ელექტრო ავტომობილის შეუფერხებელი მართვისთვის.

დამუხტვის სადგურის მოძებნა

შეცვალეთ ავტომობილის დამუხტვის გრაფიკი.

დასამუხტი სადგურის მოძებნა. ელექტრომობილის უპრობლემო მართვა.

აირჩიეთ დამუხტვის სადგური

იხილეთ დამუხტვის სადგურები თქვენს სიახლოვეს და აირჩიეთ მოცემული სიიდან.

გაფილტრეთ ძიების შედეგები საუკეთესო ვარიანტის ასარჩევად

გამოიყენეთ ფილტრი სწრაფი დამუხტვის სადგურების მოსაძებნად. გაფილტრეთ ძიების შედეგები, რათა მოძებნოთ ამჟამად ხელმისაწვდომი სადგურები და პარტნიორი ქსელების სადგურები, სადაც Volvo-ს მძღოლები შეძლებენ ისარგებლონ ფასდაკლებებით.

გადაიხადეთ მარტივად

შეინახეთ თქვენი არჩეული გადახდის მეთოდი, რათა უფრო სწრაფად შეძლოთ ანგარიშსწორება შერჩეულ დამუხტვის სადგურებზე. ეს აპლიკაცია ასევე ინახავს ქვითრებს, რაც დაგეხმარებათ დამუხტვის ხარჯების კონტროლში.

დაგეგმეთ წინასწარ

მოძებნეთ თქვენი დანიშნულების ადგილის სიახლოვეს არსებული დამუხტვის სადგურები გამგზავრების წინ. ეს დაგეხმარებათ დამუხტვის პროცესი მოარგოთ თქვენი დღის გრაფიკს.

აკუმულატორის სტატუსი და სასვლო მარაგი

გაიგეთ, რა მანძილის გავლას შეძლებთ.

აკუმულატორის სტატუსი და სასვლო მარაგი. თქვენი მგზავრობის გასამარტივებლად.

დამუხტვის დონე

მარტივად შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის დამუხტვის დონე და გაიგეთ, დაახლოებით რამდენი ელექტრო მილის გავლას შეძლებთ არსებული მუხტით.

რეალური სასვლო მარაგი

სავარაუდო სასვლო მარაგი გამოითვლება თქვენი მართვის სტილის და არა ტესტირების ზოგადი მონაცემების საფუძველზე.

საწვავის დონე და მილაჟი

Plug-in ჰიბრიდის მძღოლებს შეუძლიათ ნახონ, რა მანძილის გავლას შეძლებენ ელექტრო მოტორით და ბენზინის ძრავით.

დამუხტვის გრაფიკის ფუნქცია Volvo Cars app-ში

დამუხტვის გრაფიკები

დააყენეთ რუტინები, რაც რესურსების დაზოგვაში დაგეხმარებათ.

დამუხტვის გრაფიკები. დაზოგეთ დრო და ფული ეკრანზე რამდენიმე შეხებით.

დაგეგმეთ დამუხტვა პიკის საათების გარეთ

ყოველთვის დამუხტეთ თქვენი ავტომობილი ეკონომიურად, რისთვისაც აირჩიეთ დროები, როდესაც ელექტროენერგიის ტარიფები ყველაზე დაბალია. ჩვეულებრივ, დაბალი ტარიფები ხელმისაწვდომია ღამის პერიოდში, ამიტომ ეკონომიის მიზნით, დამუხტვა დაგეგმეთ სახლში ყოფნის დროს.

შეინახეთ დამუხტვის სადგურების ადგილმდებარეობები

შეინახეთ რამდენიმე დამუხტვის სადგურის ადგილმდებარეობა და დააყენეთ თითოეული მათგანზე დამუხტვის დროის გრაფიკი. დააყენეთ გრაფიკი სახლიდან ან სამსახურიდან, რაც საშუალებას მოგცემთ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ავტომობილი ყოველთვის მზად იქნება გასამგზავრებლად.

მიიღეთ დამუხტვის შეხსენებები

არასოდეს გამოტოვოთ დამუხტვის შანსი. მიიღეთ დამუხტვის ავტომატური შეხსენებები დამახსოვრებულ დამუხტვის სადგურებთან გაჩერებისას.

დაიწყეთ დამუხტვა ეკრანზე ერთი შეხებით

გეგმები შეგეცვალათ? ღილაკზე ერთი შეხებით, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ დამუხტვის გრაფიკი და ავტომობილის დამუხტვა დაიწყოთ დამმუხტველთან დაკავშირებისთანავე. თუმცა ეს არ წაშლის თქვენს დაყენებულ პროგრამას. მომდევნო დღეს ეს გრაფიკი კვლავ გააქტიურდება.

დამუხტვის სტატუსი

დააკავშირეთ დამმუხტველთან და დაივიწყეთ.

დამუხტვის სტატუსი. იყავით 100%-ით დარწმუნებული, რომ თქვენი ავტომობილი 100%-ით მზადაა.

დამუხტვის დადასტურება

ეკრანზე ერთი შეხედვით შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ თქვენი ავტომობილი დაკავშირებულია დამმუხტველთან და აქტიურად იმუხტება. დატოვეთ ავტომობილი და იყავით დარწმუნებული, რომ დაბრუნებისას ავტომობილი მზად დაგხვდებათ.

პროგრესის მონიტორინგი

ეფექტურად გამოიყენეთ თქვენი დრო და სწრაფად შეამოწმეთ დამუხტვის პროგრესი და გაიგეთ, თუ რამდენი დროა საჭირო ავტომობილის არჩეულ დონემდე დამუხტვისთვის.

სწრაფი მხარდაჭერა ნებისმიერ დროს.

ტექ. მომსახურების შემოწმებების ხატულა Volvo Cars app-ში

ტექ. მომსახურების შემოწმებები და გაფრთხილებები

დაგეგმეთ ტექ. მომსახურება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ტექ. მომსახურების შემოწმებები და გაფრთხილებები. ავტომობილის მოვლა სტრესის გარეშე.

სტატუსის შემოწმებები

მარტივად შეამოწმეთ საბურავის წნევა, ნათურების და სითხეების მდგომარეობა.

სერვისის შეხსენებები

დროულად დაჯავშნეთ თქვენი ავტომობილის ყოველწლიური სერვისი ჩვენგან შეტყობინების მიღების შემდეგ.

სერვისის დაჯავშნის ხატულა Volvo Cars app-ში

სერვისის დაჯავშნა

მარტივად დაგეგმეთ თქვენი ყოველწლიური სერვისი.

სერვისის დაჯავშნა. ავტომობილის რეგულარული მოვლის მარტივი გზა.

ადგილობრივი სახელოსნოების სია

აირჩიეთ ადგილობრივი სახელოსნოების სიიდან და იხილეთ ხელმისაწვდომი თარიღები და დროები გეგმიური სერვისისთვის.

მოსახერხებელი შეხსენებები

დაგეგმეთ შეხსენებები და კალენდრის ღონისძიებები, რათა მარტივად მართოთ თქვენი ავტომობილის სერვისის დაჯავშნის პროცესები.

საგზაო დახმარების icon-ი Volvo Cars app-ში

გზაში დახმარება

მიიღეთ დახმარება 24/7 რეჟიმში ერთი შეხებით.

გზაში დახმარება. მარტივი დახმარება.

დახმარების მიღება მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერით

გამოიძახეთ საგზაო დახმარების სერვისი ღილაკზე ერთი შეხებით. თქვენ ავტომატურად დაუკავშირდებით ადგილობრივ ოპერატორს, რომელიც დახმარებას გაგიწევთ.

იხილეთ თქვენი დეტალური ინფორმაცია

დახმარების მარტივად მისაღებად, იხილეთ თქვენი სარეგისტრაციო ნომერი და ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მოცემულია გამოძახების ღილაკის ზემოთ.

კლიენტთა მხარდაჭერის ხატულა Volvo Cars app-ში

კლიენტთა მხარდაჭერა

პირდაპირ დაუკავშირდით კლიენტთა მხარდაჭერას.

კლიენტთა მხარდაჭერა. დახმარების მარტივად მიღება.

კლიენტთა მხარდაჭერის საკონტაქტო მონაცემები

დარეკეთ, გააგზავნეთ ელ. წერილი ან ჩატის შეტყობინება პირდაპირ აპლიკაციიდან. პროცესის გასამარტივებლად, კლიენტთა მხარდაჭერის საკონტაქტო მონაცემები ერთ ეკრანზე განვათავსეთ.

დამხმარე სახელმძღვანელოების ხატულა Volvo Cars app-ში

დამხმარე სახელმძღვანელოები ძიების ფუნქციით

მარტივად იპოვეთ პასუხები.

დამხმარე სახელმძღვანელოები ძიების ფუნქციით. დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი.

ავტომობილის სახელმძღვანელოები ძიების ფუნქციით

თქვენი ავტომობილის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პირდაპირ აპიზე. კონკრეტული ინფორმაციის მოსაძებნად გამოიყენეთ ძიების ველი.

პერსონალიზებული შეტყობინებების ხატულა Volvo Cars app-ში

პერსონალიზებული შეტყობინებები

პატარა შეტყობინებები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ.

პერსონალიზებული შეტყობინებები. გააკეთე ნაკლები. მიიღე მეტი.

სიახლეები დამუხტვის შესახებ

დამუხტვის მიმდინარეობის ან დასრულების დადასტურების შეტყობინებები და სიახლეები გეხმარებათ დამუხტვასა და გზის გაგრძელებაში.

ახალი ფუნქციები

გაეცანით სიახლეებს ახალი პროგრამული ფუნქციების, აქსესუარების და პროდუქტების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს თქვენი ავტომობილით სარგებლობის გამოცდილებას.

დამხმარე ხელი

ჩვენ გამოგიგზავნით სასარგებლო ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს თქვენი ავტომობილის ჩაკეტვის ან დამუხტვის შეხსენება. ჩვენ გამოგიგზავნით ყოველწლიური სერვისის დროის მოახლოების ან სერვისის დაჯავშნის შეხსენებას. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით Volvo Cars app-ის შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში.

გაიგეთ მეტი Volvo Cars app-ის შესახებ

რისთვის არის საჭირო Volvo Cars აპი?

Volvo Cars app წარმოადგენს უფასო აპლიკაციას, რაც Volvo-ს ავტომობილების მძღოლებს ეხმარება მართვის გამოცდილების გაუმჯობესებაში. კონტენტი და ფუნქციები ოპტიმიზებულია თქვენი ავტომობილის და პროგრამაზე დაფუძნებული სერვისების შესაბამისად.

რა შედის Volvo Cars აპში?

Volvo Cars app გთავაზობთ პრაქტიკულ და ინტუიციურ ფუნქციებს, რაც გეხმარებათ გაიუმჯობესოთ თქვენი Volvo-ს მართვის გამოცდილება.

ის გთავაზობთ დისტანციური მართვის ფუნქციებს, რაც გეხმარებათ თქვენი ავტომობილის დაცვაში და კაბინაში სასურველი კლიმატის წინასწარ შექმნაში. მისი ფუნქციები გეხმარებათ თქვენი Volvo-ს სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრუდული ავტომობილების უფრო ეკონომიურად დამუხტვაში. გარდა ამისა, ავტომობილის სახელმძღვანელოებს დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც კითხვებზე პასუხების სწრაფად მოძებნაში დაგეხმარებათ. ასევე შეგიძლიათ კლიენტთა მხარდაჭერას პირდაპირ აპლიკაციიდან დაუკავშირდეთ.

აპლიკაციის მახასიათებლები, ფუნქციები და კონტენტი დამოკიდებულია თქვენი ავტომობილის მოდელზე და თქვენს რეგიონში სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

შემიძლია თუ არა ჩემი ავტომობილის კონტროლი Volvo Cars app-ის მეშვეობით?

Volvo Cars app გთავაზობთ დისტანციური მართვის ფუნქციებს, რაც გეხმარებათ თქვენი ავტომობილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და თქვენი კომფორტის გაუმჯობესებაში. მაგალითად, დისტანციურად დაბლოკეთ და განბლოკეთ ავტომობილი, ავტომობილში ჩაჯდომამდე გაათბეთ ან გააგრილეთ სალონი იდეალურ ტემპერატურამდე. ვერ პოულობთ ავტოსადგომზე გაჩერებულ თქვენს ავტომობილს? მის მოსაძებნად დისტანციურად აანთეთ ფარები ან გაააქტიურეთ ხმოვანი სიგნალი.

ჩაანაცვლა თუ არა Volvo Cars app-მა Volvo On Call app?

დიახ, Volvo On Call app ჩაანაცვლა Volvo Cars app-მა. ამ აპლიკაციის ფუნქციები მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება.

მოახდენს თუ არა ჩემი ძველი Volvo Cars app-ის გამოწერაზე გავლენას აპლიკაციის სახელის შეცვლა? (ანუ Volvo On Call-ის გამოწერაზე)

არა, ის აქტიური რჩება და არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. მან მხოლოდ სახელი შეიცვალა.

უფასოა თუ არა Volvo Cars app და როგორ ჩამოვტვირთო?

Volvo Cars app-ი უფასოა. ჩამოტვირთეთ ეს აპი თქვენს სმარტფონზე მისი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ზოგიერთი ციფრული სერვისის გამოყენებისთვის საჭიროა დამატებითი თანხის გადახდა.

როგორ მოვძებნო აპლიკაციაში კონკრეტული მოდელის ავტომობილი სახელმძღვანელო?

ავტომობილის ჩანართში გამოჩნდება შეტყობინება „გახსენით სახელმძღვანელო“ (open the manual). აქ შეგიძლიათ მოძებნოთ პასუხი თქვენს კითხვაზე.

ვის დავუკავშირდე აპის მხარდაჭერის მისაღებად?

აპლიკაციას აქვს სპეციალური მხარდაჭერის ჩანართი, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ აპლიკაციით სხვადასხვა გზით მიიღოთ დახმარება.

რა არის Volvo ID და როგორ იქმნება Volvo ID?

Volvo ID არის თქვენი უნიკალური ანგარიში Volvo Cars-ში. ის წარმოადგენს თქვენს რეკვიზიტებს, რაც საჭიროა პროდუქტებთან და სერვისებთან წვდომისთვის და საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ თქვენი, როგორც ჩვენი კლიენტის და აპლიკაციის მომხმარებლის იდენტიფიკაცია. Volvo ID შექმნა შეგიძლიათ აპლიკაციის ინსტალაციის შემდეგ, მისი პირველად გახსნისას.

დამავიწყდა ავტორიზაციის დეტალები/ვერ ვახერხებ ავტორიზაციას. როგორ მოვიქცე?

დაგავიწყდათ პაროლი? პაროლის აღსადგენად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.

Volvo Cars-ის ვებ-საიტის მეშვეობით:

1. პაროლის შეცვლა შეგიძლიათ პირდაპირ Volvo Cars-ის ვებ-საიტზე
2. თქვენი Volvo ID-ის მართვის პარამეტრების ნახვა შეგიძლიათ ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ მენიუში
3. შეიყვანეთ თქვენი Volvo ID-ის მომხმარებლის სახელი (ელ. ფოსტის მისამართი/მობილურის ნომერი).

მიიღებთ შეტყობინებას ბმულით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი პაროლის დასაყენებლად.

Volvo Cars app-ში:

1. გახსენით Volvo Cars app
2. აირჩიეთ „ავტორიზაცია“
3. დააჭირეთ ღილაკს „დაგავიწყდათ პაროლი?“ და მიჰყევით ინსტრუქციებს.

ავტორიზაციასთან დაკავშირებით დამატებითი დახმარების მისაღებად, მიმართეთ Volvo-ს ადგილობრივ დილერს ან Volvo Cars-ის კლიენტთა მხარდაჭერას.

Volvo Cars app-ის ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბაზარზე და ყველა მოდელისთვის და ისინი შეიძლება მომავალში დაემატოს. აღწერილი მომავლის ტექნოლოგია და მისი საბოლოო შესაძლებლობები შეიძლება განსხვავებული იყოს.
Google Maps არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშანი.