მედიის მცირე, თუმცა მძლავრი შეფასებები: აი რას ფიქრობს მსოფლიოს მედია EX30-ის შესახებ

შეფასება მიღებულია! გასული კვირების განმავლობაში, ბარსელონაში გაიმართა ღონისძიება, სადაც მოწვეულ იქნენ ავტომობილების და ცხოვრების სტილის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან, რომელთაც საშუალება მიეცათ გამოეცადათ ჩვენი ახალი EX30, მცირე ზომის SUV. მათ ის მოეწონათ, ძალიან მოეწონათ!

ღია ცის ქვეშ გაჩერებული Volvo EX30 ავტომობილები.

EX30 ავტომობილები მზად არის საერთაშორისო მედიის მიერ შეფასებისთვის.

ჩვენ უამრავ ტესტ-დრაივს ვატარებთ მედიისთვის ესპანეთში და სხვა მსგავს რეგიონებში და ამას თავისი მიზეზი აქვს. შვედეთში ზამთრის დღეები ბნელი და ცივია, ბარსელონა კი კვლავ ნათელ და მზიან კლიმატს გვთავაზობს. ეს იდეალური პირობებია იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს გავაცნოთ Volvo EX30 – ჩვენი ახალი, სრულად ელექტრო, მცირე ზომის SUV.


რამდენიმე კვირის განმავლობაში, თითქმის 550 მედია წარმომადგენელი ესტუმრა ბარსელონას EX30-ის შესაძლებლობების გამოსაცდელად. EX30-მა ჯერ კიდევ ტესტ-დრაივების დაწყებამდე მიიღო ბრიტანული გაზეთების, Sunday Times-ის და The Sun-ის მიერ დაწესებული რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო. ბევრმა ჟურნალისტმა გაიზიარა მათი მოსაზრება მას შემდეგ, რაც თავად გამოსცადეს ამ ავტომობილის მართვა.


ყველაზე მეტი დადებითი კომენტარი ეხებოდა დიზაინს და ფასს; ბევრ ჟურნალისტს არც კი სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო Volvo-ს ელექტრო ავტომობილის ამ ფასად შეძენა. მათ ასევე მოეწონათ მისი პრაქტიკულობა და მართვის დინამიკა, ხოლო ბევრმა ყურადღება მის სასვლო მარაგზე გაამახვილა.

ახლახან, EX30-მა გაიმყარა „ჯილდოების მაგნიტის“ წოდება მას შემდეგ, რაც Carwow Car-მა ის ასობით ავტომობილს შორის გამოარჩია და აღიარა 2024 წლის საუკეთესო ავტომობილად. გარდა ამისა, მცირე ზომის, თუმცა მძლავრი EX30 გახდა TopGear.com-ის 2023 წლის კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის ეკომებრძოლი“.

ბევრ ჟურნალისტსა და ინფლუენსერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა EX30-ის ეკოლოგიურობის მაჩვენებლებმა. მათ მოეწონათ სხვადასხვა ბუნებრივი და გადამუშავებული მასალით დამზადებული ინტერიერის დიზაინის ელემენტები და ავტომობილის ნახშირბადის კვალის დაბალი მაჩვენებელი.


მოდით გავეცნოთ რამდენიმე საუკეთესო შეფასებას:

  • ბრიტანული გამოცემა Stuff ამ ავტომობილს ხუთი ვარსკვლავით აფასებს და ასკვნის, რომ EX30 არის „თითქმის იდეალური“ ავტომობილი: „მიუხედავად იმისა, რომ Volvo-ს ახალი EX30 მცირე ზომის ელექტრო ავტომობილია, მასში გაერთიანებულია ამ სკანდინავიური ბრენდის ყველა საუკეთესო მახასიათებელი.“


  • მათი ბრიტანელი კოლეგები Auto Express-იდან აღნიშნავენ, რომ EX30 არის „სასურველი ელექტრომობილი“ და „ბრწყინვალე ელექტრო ავტომობილი, განსაკუთრებით მისი ფასის გათვალისწინებით“.

  • გერმანული Autobild თვლის, რომ EX30 „ნამდვილი ლიდერია“ ამ სეგმენტში. „ის არის იდეალური სამართავი, მოხერხებული, სწრაფი და უსაფრთხო და „გაზრდილი მანძილის რეჟიმში“ თითქმის 500 კილომეტრს გადის.“


  • „გაზვიადებულ კომპლიმენტად ხომ არ ჩამეთვლება იმის თქმა, რომ EX30 ყველაზე სასიამოვნო Volvo ავტომობილია, რაც კი ოდესმე მიტარებია?“ წერს ტესტ-დრაივერი webCG იაპონიიდან.


  • ნიდერლანდური გამოცემა Autoweek ასკვნის, რომ EX30 „დიდწილად ამართლებს მოლოდინებს“ და აღნიშნავს, რომ ის არის „ელექტრო SUV, რომელიც ფასის გათვალისწინებით უამრავ უპირატესობას გვთავაზობს და დიზაინის, ინტერიერის და მართვის დინამიკის მხრივ უამრავი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა“.


  • ამერიკული გამოცემა Digital Trends სხვა ავტომწარმოებლებს აფრთხილებს, რომ „Volvo-მ ელექტრომობილებისთვის ახალი სტანდარტები დააწესა”. EX30 „შესანიშნავი ავტომობილია, რომელიც გვთავაზობს დაბალ საბაზისო ფასს (…) და მაღალი დონის კომპლექტაციას და სრულად ცვლის თამაშის წესებს“.


  • „ეს პატარა და საყვარელი ავტომობილი არის კომფორტული, კომპეტენტური და მომხიბვლელი, რაც გამოიხატება გზაზე მოძრაობის მანერაში და ინტერიერის გონივრულად შერჩეულ ელემენტებში.“ წერს ამერიკული ვებსაიტი Autoblog.

  • Motor Trend თვლის, რომ EX30 არის „წარმოების ჰიტი“ და აცხადებს, რომ EX30-ს „ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ელექტრომობილების ბაზარი შტურმით აიღოს“.


რა თქმა უნდა, გარკვეული კრიტიკაც იყო. ზოგიერთ მიმომხილველს გარკვეული დრო დასჭირდა იმისათვის, რომ შეჩვეოდა სენსორული ეკრანის ინტერფეისის გამოყენებას, ზოგი ტესტერი კი საჭის უკან სტანდარტულ ინსტრუმენტების პანელს ამჯობინებდა.


მიუხედავად იმისა, რომ კომენტარებს შორის კრიტიკაც გვხვდება, ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ შეფასებების 95 პროცენტი დადებითი იყო. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს პროდუქტის ექსპერტებს, რომლებმაც უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის განემარტათ ავტომობილის დაპროექტების და შემუშავების ყველა ასპექტი.


მედიის დადებით შეფასებებს დაემატა ისიც, რომ ახლახან EX30-მა გაიმყარა „ჯილდოების მაგნიტის“ წოდება მას შემდეგ, რაც Carwow Car-მა ის ასობით ავტომობილს შორის გამოარჩია და აღიარა [2024 წლის საუკეთესო ავტომობილად] (https://www.media.volvocars.com/uk/en-gb/media/pressreleases/321733/volvo-ex30-excels-as-carwow-car-of-the-year). გარდა ამისა, მცირე ზომის, თუმცა მძლავრი EX30 გახდა TopGear.com-ის 2023 წლის კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში [„წლის ეკომებრძოლი“].(https://www.media.volvocars.com/uk/en-gb/media/pressreleases/321702/all-new-fully-electric-volvo-ex30-is-topgearcoms-eco-warrior-of-the-year), რითაც მოხდა ჩვენი პერსპექტიული გეგმების და ძალისხმევის აღიარება, რისი შედეგიცაა ის, რომ შეიქმნა Volvo-ს ავტომობილებს შორის ნახშირბადის კვალის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ავტომობილი.*


ჩვენი EX30-ის დადებითი შეფასებები ამ მცირე ზომის SUV-ის ცხოვრების შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ ველით, რომ მომდევნო წლებში ის გახდება ბესტსელერი, რისი ნიშნების უკვე არსებობს, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი ათასი კლიენტისგან მივიღეთ შეკვეთა. EX30-ის წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ზრდის გეგმებისთვის, ასევე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესისთვის. ბარსელონაში ორგანიზებული ტესტ-დრაივის ღონისძიების შეფასებისას, შეგვიძლია ვთქვათ: ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.


* ნახშირბადის კვალის მაჩვენებლები, რომელიც შეადგენს 30 ტონაზე ნაკლებს 200 000კმ-ის გავლისას, ეფუძნება ელექტროენერგიის გამოყენებას EU27 ელექტროენერგიის მოხმარების სტანდარტის შესაბამისად. დღეისათვის, Volvo-ს ნებისმიერ ავტომობილის ნახშირბადის კვალის უმცირესი მაჩვენებელი ეფუძნება გლობალურად ხელმისაწვდომი პროდუქტების მიერ 200 000კმ-ის გავლისას გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობას.

გაზიარება