360c
მომავალი არის ელექტრო, ავტონომიური და დაკავშირებული.
რატომ ვიფრინოთ, როდესაც შეგვიძლია ავტომობილით ვიმგზავროთ?
წარმოიდგინეთ, რომ შეხვედრა გაქვთ დილით ადრე მეზობელ ქალაქში. თქვენ ორი ვარიანტი გაქვთ იქ მოსახვედრად — გადაფრენა ადგილობრივი აეროპორტიდან ან სრულად ავტონომიური და ელექტრო ავტომობილით მგზავრობა, რომელიც პირდაპირ შეხვედრის ადგილას მიგიყვანს, რეგისტრაციის, რიგში დგომის, რეისის დაგვიანების, დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების და თვითმფრინავით მგზავრობის თანმხლები ყველა პროცედურის გარეშე. რომელს აირჩევდით?
რატომ ვიფრინოთ, როდესაც შეგვიძლია ავტომობილით ვიმგზავროთ?
წარმოიდგინეთ, რომ შეხვედრა გაქვთ დილით ადრე მეზობელ ქალაქში. თქვენ ორი ვარიანტი გაქვთ იქ მოსახვედრად — გადაფრენა ადგილობრივი აეროპორტიდან ან სრულად ავტონომიური და ელექტრო ავტომობილით მგზავრობა, რომელიც პირდაპირ შეხვედრის ადგილას მიგიყვანს, რეგისტრაციის, რიგში დგომის, რეისის დაგვიანების, დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების და თვითმფრინავით მგზავრობის თანმხლები ყველა პროცედურის გარეშე. რომელს აირჩევდით?
პერსონალური, კომფორტული, მოსახერხებელი
არც თუ ისე შორეულ მომავალში ჩვენ ვხედავთ სამყაროს, სადაც სრულად ავტონომიური ელექტრო მანქანები აკმაყოფილებენ პირადი გადაადგილების საჭიროებებს. ჩვენ შევქმენით 360c, რათა გაგვეცოცხლებინა მომავლის ჩვენეული ხედვა. ინდივიდუალური გადაადგილების მოთხოვნები ვითარდება. გადაწყვეტილებები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ პერსონალური და კომფორტული მოგზაურობის გამოცდილებას.
უსაფრთხოება, რომელსაც გთავაზობთ Volvo
360c ასევე წარმოადგენს შემოთავაზებას სტანდარტიზებული, ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების საკომუნიკაციო სისტემის შესახებ, რომელიც დაეხმარება სხვა საგზაო მოძრაობის მომხმარებლებს და ავტონომიურ ავტომობილებს მიხვდნენ, რის გაკეთებას აპირებს 360c მომავალში. გვჯერა, რომ ამგვარი სტანდარტიზებული სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ავტონომიური ავტომობილით უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაურობის უზრუნველყოფაში.
მშვიდი მგზავრობა
360c გთავაზობთ ხედვას, როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი მოგზაურობა სტაბილური. სრულად ელექტრო და ავტონომიური 360c ავტომობილები ადამიანებს შეუფერხებელ და უპრობლემო მგზავრობას სთავაზობენ. დაივიწყეთ რეისის დაყოვნება ან ბარგის შემოწმება. 360c-ის მიზანია უზრუნველყოს თქვენი A-დან B პუნქტამდე გადაადგილება.
ურბანული დიზაინი
გადაადგილების მოთხოვნების ცვალებადი ხასიათი იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა დავფიქრდეთ, როგორ არის მოწყობილი ჩვენი ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქალაქები შექმნილი. მოთხოვნით გადაადგილების საშუალებების ზრდასთან ერთად ქალაქის ცენტრში პარკირების საჭიროება შემცირდება, ეს კი ხელს შეუწყობს საცხოვრებელი, კომერციული და მოსასვენებელი ადგილების გათავისუფლებას.
მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი დრო
360c გთავაზობთ მრავალფეროვან გამოცდილებას თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით
ისიამოვნეთ
360c გთავაზობთ განწყობის რამდენიმე პარამეტრს, რომელიც დაგეხმარებათ, დაისვენოთ ან გაერთოთ თქვენი მოგზაურობისას ყველანაირი კომფორტული დეტალის გათვალისწინებით.
მუშაობა
მობილური, კავშირის საშუალებებით სრულად აღჭურვილი შეხვედრის და სამუშაო ადგილი ნიშნავს რომ, სანამ გზაში ხარ, მრავალი საქმის მოგვარება შეგიძლია.
ძილი
მთელი ღამით გიწევთ მგზავრობა დილით დაგეგმილი შეხვედრისთვის? რატომაც არ უნდა შეუკვეთო ავტომობილი დასაძინებელი ადგილით, რომელიც საბოლოო დანიშნულების ადგილას დასვენებულს მიგიყვანთ?