Polestar Engineered & ოპტიმიზირებული

Polestar Engineered

Volvo-ში ჩვენ გვესმის, თუ რა გმართავთ თქვენ. ჩვენ გვესმის, რომ ხანდახან გსურთ მეტი სიჩქარე, სწრაფი რეაქცია და ძალიან ბევრი ელექტრონული სიმძლავრე. ამიტომაც ჩვენ Polestar-თან ერთად შევქმენით Polestar Engineered კომპლექტაცია, რომელიც მოიცავს ძრავის პროგრამულ ოპტიმიზაციას ჩვენი ახალი მოდელებისთვის.

შექმნილი პერფორმანსისთვის

როგორ ვაუმჯობესებთ ავტომობილის მართვის, უკვე არსებულ შთამბეჭდავ შეგრძნებას T8 - ძრავის, ელექტრoფიკაციის გადაპროგრამირებით და მისი სრულყოფით. ძლიერი შენადნობის მასალების გამოყენებით იდეალური პერფორმანსის მისაღწევად.

აირჩიეთ გრძელი გზა სახლისკენ

ჩვენს, Polestar-ის მიერ დაპროექტებულ ავტომობილებში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ძლიერი ნაწილები ყველაზე სანდო და ლიდერი მიმწოდებლებისგან. ყველა კომპონენტი მორგებულია და შექმნილია იმისათვის, რომ შეწყობილად იმუშაონ, რათა ავტომობილის მართვისგან უფრო მეტი სიამოვნება მიიღოთ. მართვის კარგად კონტროლირებადი და ინტუიტიური მახასიათებლები, მძლავრ ელექტრო-ქსელიდან დამუხტვად ჰიბრიდული გაწევის ტექნოლოგიასთან ერთად, უზრუნველყოფს მიმზიდველ, ელექტროფიცირებულ მართვის გამოცდილებას, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ გაგრძნობინოთ თუ როგორია ნამდვილი სპორტული ავტომობილის მართვა.

Polestar - მა შეიუმაშავა Brembo - ს ფირმის მუხრუჭები უკეთესი პერფორმანსისთვის

Polestar - მა შეიმუშავა Öhlins შასი ინტუიტიური და მარტივად კონტროლირებადი მართვისთვის.

Polestar Engineered - ძრავის ოპტიმიზაცია

Polestar Engineered - ოპტიმიზაცია ტრადიციას განაგრძობს და თქვენს Volvo-ს მატებს Polestar-ის არომატს, ძალური აგრეგატების პროგრამული უზრუნველყოფით. ჯამში თქვენ იღებთ მეტ სიმძლავრეს, ნაკლებ აჩქარების დროს , სიჩქარეთა კოლოფის სწრაფ რეაგირებას და AWD სისტემის ოპტიმიზაციას უკეთესი მართვისთვის. Polestar-ის ოპტიმიზაცია შესაძლოა დაემატოს Volvo-ს ახალ და არსებულ მოდელებს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს დილერს.

იპოვე შენი სადილერო სააგენტო