ძირითადი მახასიათებლები

აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია დაკავშირების, კომფორტისა და უსაფრთხოების მახასიათებლებს განსაზღვრონ S60 Recharge-ის ხასიათი.

ჩაშენებული Google-ი

საუკეთესო ნავიგაცია

S60 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.

Google Assistant

ესაუბრეთ Google-ს S60 Recharge-ში ხმამაღლა მოლაპარაკე კავშირის დახმარებით. იხილეთ მიმართულებები, გაერთეთ და შეინარჩუნეთ კავშირი მეგობრებთან, ოჯახთან და კოლეგებთან – ამისათვის, უბრალოდ თქვით „Hey Google“.

Google Play

დარჩით კავშირზე თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან. Google Play თქვენს S60 Recharge-ში საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ აპებითა და სერვისებით, რომელთაც შეუძლია ყოველი მოგზაურობა უფრო საინტერესო და მოსახერხებელი გახადოს.

საუკეთესო ნავიგაცია

S60 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.

Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

მოიცავს ყველა მონაცემს

ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი ყველა მონაცემს მოიცავს და უზრუნველყოფს S60 Recharge-ის და თქვენი ციფრული ცხოვრების კომფორტულ ურთიერთქმედებას.

ჩაშენებული Google-ი

მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.

აპი Volvo Cars

მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.

S60 Recharge-ს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

კომფორტი და ტექნიკა

Volvo S60 Recharge გაუმჯობესებული შასით.სიამოვნება, რომელიც აღაფრთოვანებს

ზუსტი, მკვეთრი რეაქციები და დინამიური, მშვიდი მგზავრობა. მოწინავე შასის საშუალებით, თქვენ მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ ისიამოვნოთ შესანიშნავი მგზავრობით.

Volvo S60 Recharge-ის მაღალი დონის ჰაერის გამწმენდი სისტემა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს ისუნთქოთ უკეთესი და უფრო ჯანსაღი ჰაერით..უფრო სუფთა ჰაერი სალონში

მაღალი დონის და მსოფლიო კლასის ჰაერის გამწმენდი სისტემა აკავებს და სალონში არ უშვებს საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტს. ეს თქვენ და თქვენს მგზავრებს საშუალებას გაძლევთ ისუნთქოთ უკეთესი და ჯანსაღი ჰაერით, გარე პირობების მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ავტომობილის გარეთ არსებული ნაწილაკებისა და მტვრის დონეს.

Volvo S60 Recharge მძღოლის დახმარების და all-wheel drive მოწინავე ტექნოლოგიით.აკონტროლეთ

მოძრაობის მხარდამჭერი და AWD სისტემები კომბინაციაში ქმნის გამოცდილების მაღალი ხარისხის შეგრძნებას. წვიმაში თუ მზიან ამინდში, თოვლიანი წვიმაში თუ თოვლში — S60 Recharge-ით ნებისმიერ ადგილას მიხვალთ.

დამხმარე ხელი

ჩვენი მოწინავე, მძღოლის დახმარების ტექნოლოგია უფრო კომფორტული მართვის საშუალებას გაძლევთ. იგი დაგეხმარებათ უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაში, სიჩქარის რეგულირების მეშვეობით და ზოლის ფარგლებს გარეთ გასვლის საშუალებას არ მოგცემთ, საჭის მართვის კორექტირების მეშვეობით. ის აგრეთვე სასარგებლოა პიკის საათებშიც და შეჩერების შემდეგ, თქვენს გარეშე შეგატყობინებთ მიიწევს თუ არა მოძრაობის ნაკადი წინ.

Volvo S60 Recharge გაუმჯობესებული შასით.
Volvo S60 Recharge-ის მაღალი დონის ჰაერის გამწმენდი სისტემა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს ისუნთქოთ უკეთესი და უფრო ჯანსაღი ჰაერით..
Volvo S60 Recharge მძღოლის დახმარების და all-wheel drive მოწინავე ტექნოლოგიით.
სიამოვნება, რომელიც აღაფრთოვანებს

ზუსტი, მკვეთრი რეაქციები და დინამიური, მშვიდი მგზავრობა. მოწინავე შასის საშუალებით, თქვენ მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ ისიამოვნოთ შესანიშნავი მგზავრობით.

ხმის შესანიშნავი რეპროდუქცია

შექმნილია მათთვის, ვინც ჟღერადობაში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ეს ოპციური 1400 ვტ-ის სიმძლავრის აუდიო სისტემა უზრუნველყოფს ხმის განსაკუთრებულ სისუფთავეს და მუსიკის ჟღერადობის რეალურობას, ხოლო დეტალიზაციისა და გარჩევადობის ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა მოვისმინოთ კომპოზიცია იმ სახით, რა სახითაც ეს შემსრულებელმა ჩაიფიქრა.

გააცოცხლეთ თქვენი მუსიკა

ზუსტად დარეგულირებული მაღალი ხარისხის 15 დინამიკი და ინოვაციური საბვუფერი, რომელიც თქვენი Volvo-ს არქიტექტურასთანაა ადაპტირებული, უზრუნველყოფს მოცულობით ჟღერადობას, მიუხედავად იმისა, რომელ სავარძელზე ზიხართ. მუსიკის სრულყოფილი გამოცდილება, რომელიც რეალურად შეგიძლია შეიგრძნო.

აირჩიეთ თქვენი სივრცე

უნიკალური „ოთახის გარდაქმნის“ ტექნოლოგია ქმნის კონკრეტული გარემოს აკუსტიკას. აირჩიეთ „ოთახის რეჟიმებიდან“ ოთხი განსხვავებული ვარიანტი: „სტუდიო“, „ინდივიდუალური სცენა“, „საკონცერტო დარბაზი“ და „ჯაზ კლუბი“.

დამატებითი უსაფრთხოება

თავდაჯერებულად იმოძრავეთ უკანა მიმართულებით

ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*

მომავალი საგზაო მოძრაობის გადაკვეთის მხარდაჭერა

ჩვენს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნოლოგიას შეუძლია დაგეხმაროთ მომავალი საგზაო მოძრაობისას მობრუნებაში ავტომატური სამუხრუჭე სისტემით, თუ არსებობს შეტაკების საშიშროება.

თავიდან აიცილეთ შეჯახებები

დღისით თუ ღამით, ჩვენი Safety Assistance ინტელექტუალური ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა ავტომობილების, ქვეითების, ველოსიპედების და დიდი ცხოველების აღმოჩენაში და მათთან შეჯახების თავიდან აცილებაში. სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს, შემდეგ ავტომატურ მუხრუჭებს იყენებს, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ვერ მოახდენს რეაგირებას.**

შეიმსუბუქეთ სტრესი დატვირთული საგზაო მოძრაობისას

ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.

აღმოაჩენს და აკორექტირებს კურსიდან გადახრას

თუ ცენტრალური ხაზიდან გადახვევას იწყებთ, არსებობს მომავალ ავტომობილთან შეჯახების რისკი. თქვენს ავტომობილს შეუძლია ამის დადგენა და საჭის კორექტირება, რაც დაგეხმარებათ უსაფრთხო გზაზე დაბრუნებაში. ***

360°-იანი ხედი გაჩერებისთვის

ოთხი კამერით, რომლებიც 360°-იან ხედებს გთავაზობთ, და ფლანგის სენსორებით, რომლებიც ზრდის ავტომობილის გვერდით მდებარე საგნების შესახებ ინფორმირებულობას, ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ, ვიწრო სივრცეებშიც კი თავდაჯერებულად გააჩეროთ ავტომობილი.

თავდაჯერებულად იმოძრავეთ უკანა მიმართულებით

ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*

* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.

გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.

Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.