Volvo-ს ხედი ზემოდან აბსტრაქტულ თეთრ გარემოში.
Volvo-ს ხედი ზემოდან აბსტრაქტულ თეთრ გარემოში.
Volvo-ს რკინის ლოგო.

Volvo Cars App

Volvo-ს ყველა ფუნქცია ერთ App-ში.

Volvo On Call App-ს ახლა Volvo Cars ეწოდება.

აღმოაჩინეთ სერვისები*, რომლებიც უზრუნველყოფს Volvo-ს მოსახერხებელ და სასიამოვნო გამოყენებას.

დამუხტვის კონტროლი

თვალყური ადევნეთ დამუხტვის დონეს და ელექტროენერგიის მოხმარებას თქვენს სრულად ელექტრო ან Plug-in ჰიბრიდ Volvo-ზე.

ჩაკეტვა და გახსნა

გამოიყენეთ თქვენი ტელეფონი Volvo-ს დისტანციურად ჩაკეტვისა და გახსნისათვის და იყავით დარწმუნებული უსაფრთხოებაში.

მხარდაჭერის მიღება

ერთიანი რესურსი საჭირო ინფორმაციით, სახელმძღვანელოებითა და მასალებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, სრულად გამოიყენოთ თქვენი Volvo-ს პოტენციალი.

Volvo-ს ხედი ზემოდან აბსტრაქტულ თეთრ გარემოში.
Volvo-ს ხედი ზემოდან აბსტრაქტულ თეთრ გარემოში.
Volvo-ს რკინის ლოგო.

გამოსცადეთ მეტი

დაასკანირეთ QR-კოდი Volvo Cars აპის მობილურ ტელეფონში მისაღებად.

ჩამოტვირთეთ Volvo Cars აპი თქვენს მობილურ ტელეფონში.

App Store-ის ლოგო.

ხელმისაწვდომია:

App Store-ის ლოგო.Google Play-ს ლოგო.
App Store-ის ლოგო.

ხშირად დასმული კითხვები

Volvo Cars აპი არის სერვისი, რომელიც ამარტივებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და გეხმარებათ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი Volvo. შიგთავსი და ფუნქციები ოპტიმიზირებულია კონკრეტული ავტომობილისა და სერვისებისთვის. აპში ხელმისაწვდომია ინფორმაცია, სახელმძღვანელოები, მხარდაჭერის სამსახური, მომსახურების დაჯავშნის ფუნქცია და დაკავშირებული ავტომობილებისთვის, ავტომობილის სტატუსი, მისი სასარგებლო ფუნქციები და დისტანციური მართვა.

დიახ, აპმა Volvo On Call შეიცვალა სახელი და ახლა მას ჰქვია Volvo Cars. აპი მუდმივად უმჯობესდება და იხვეწება. მომავალში დავამატებთ მასში ბევრ საინტერესო და სასარგებლო ფუნქციას და ინფორმაციას.

Volvo Cars აპი შეიცავს ინფორმაციას და სახელმძღვანელოებს თქვენი ავტომობილისთვის, საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას და ტექმომსახურების დაჯავშნის მალსახმობებს. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გამოწერილი აქვთ სერვისი „დაკავშირებული მანქანა“/Volvo Cars, ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვა დისტანციური ფუნქცია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპის შიგთავსი და ფუნქციები დამოკიდებულია ავტომობილზე და თქვენს რეგიონში არსებულ სერვისებზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ Volvo-ს ადგილობრივ დილერს.

აპი Volvo Cars უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია აპების შეძენის სერვისებიდან. ზოგიერთ ციფრულ სერვისს თანხის დამატება სჭირდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს Volvo-ს დილერს.

არა, ის ჩვეულებრივად გრძელდება და არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. მხოლოდ სახელი შეიცვალა.

კონკრეტული ავტომობილის ჩანართში ნახავთ განყოფილებას „სახელმძღვანელოს გახსნა“. აქ შეგიძლიათ, იპოვოთ პასუხი თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად.

აპს აქვს სპეციალური განყოფილება, საიდანაც შეგიძლიათ, პირდაპირ მიმართოთ მხარდაჭერის სამსახურს.

Volvo-ს ID არის თქვენი უნიკალური ანგარიში Volvo Cars-ში. ის გამოიყენება თქვენი ავტორიზაციის მონაცემების სახით ყველა პროდუქტსა და სერვისზე წვდომისას. მისი მეშვეობით შეგვიძლია, გავიგოთ, კლიენტი ხართ თუ მომხმარებელი. Volvo-ს ID შექმნა შეგიძლიათ აპის დაყენების შემდეგ მისი პირველი გახსნისას.

** დაგავიწყდათ პაროლი?** პაროლის აღსადგენად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

Volvo Cars-ის ვებსაიტზე
1. შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი პაროლი პირდაპირ Volvo Cars-ის ვებსაიტზე 2. Volvo-ს ID-ის მართვის ელემენტები ხელმისაწვდომია გვერდის ზედა მარჯვენა მენიუში 3. შეავსეთ მომხმარებლის სახელი თქვენი Volvo-ს ID-სთვის (ელფოსტის მისამართი/მობილურის ნომერი) - ამის შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას ბმულით, რომელიც შეგიძლიათ, გამოიყენოთ პაროლის შესაცვლელად

Volvo Cars აპში
1. გახსენით აპი Volvo Cars 2. დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“ 3. დააჭირეთ ღილაკს „დაგავიწყდათ პაროლი?“ და მიჰყევით ინსტრუქციას

ავტორიზაციასთან დაკავშირებით დამატებითი დახმარების მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ Volvo-ს დილერს ან Volvo Cars-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.

* Volvo Cars-ის აპში ხელმისაწვდომი სერვისები დამოკიდებულია ავტომობილის მოდელსა და გამოყენების ქვეყანაზე. ავტომობილის მოდელსა და გამოყენების ქვეყნებზე დამატებითი მონაცემების მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ Volvo-ს დილერს ან Volvo Cars-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.

Google Play არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშანი.