აქსესუარები უფრო მარტივი ცხოვრებისთვის


გაანებივრეთ თქვენი მანქანა
ჩვენი აქსესუარები ხშირად შემუშავებულია მდგრადობის პრინციპის გათვალისწინებით, გამოცდილია, ტესტირებულია და სპეციალურად შერჩეულია თქვენი Volvo-სთვის, რათა უზრუნველყოს სრულყოფილი მორგება და ფუნქციონირება. ამიტომ, იქნება ეს სახურავის საბარგული, თუ ავტომობილის საფეხური, თქვენ გეცოდინებათ, რომ მას გავლილი აქვს ჩვენი მაღალი ხარისხის დიზაინისა და უსაფრთხოების სტანდარტები და მზად არის თქვენი შემდეგი თავგადასავლისთვის.

პოზიტიური ენერგია
გჭირდებათ დამატებითი დამტენი, თუ უბრალოდ ჩანთა არსებული სადენის შესანახად. გაეცანით ჩვენს დამტენ აქსესუარებს.

აამაღლეთ თქვენი თამაშის დონე
ჩვენი ავტომობილის საფეხური არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი მანქანის დახვეწილ იერს, ის ასევე პრაქტიკულია. გაგიმარტივებთ სახურავზე წვდომას უფრო მარტივი დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის.

გაათავისუფლეთ ადგილი თავგადასავლებისთვის
სახურავის საბარგული იდეალური დამხმარეა ნებისმიერი მოგზაურობისთვის, იგი ათავისუფლებს დამატებით სივრცეს საბარგულში – იდეალური ვარიანტია შაბათ-კვირის გასატარებლად.

მოიმარაგეთ საფარები
დაწყებული მანქანის ხალიჩებით, დამთავრებული ბამპერის საფარებით. დაიცავით თქვენი Volvo-ს ინტერიერი და ექსტერიერი ჩვენი ერთ-ერთი ექსკლუზიური აქსესუარების პაკეტით, რომელიც შექმნილია თქვენი ავტომობილის სრულყოფისთვის.

გახადეთ ის თქვენი
გაეცანით ჩვენი პრემიუმ-კლასის აქსესუარების სრულ ასორტიმენტს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება ჩვენს Volvo-სთან ერთად უფრო მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გახდეს.

პატარა მგზავრების დაცვა
დაწყებული ISOFIX-ის მოდელებით ჩვილებისთვის, დამთავრებული უფროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ბუსტერებით. ჩვენი მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გამოიყენება თითოეულ საბავშვო სავარძელში, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური უსაფრთხოება და კომფორტი და დაიცვას თქვენი ყველაზე ძვირფასი მგზავრი. და რადგან ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორები არიან პატარა ბავშვები, ჩვენი სავარძლები გადაკრულია სუნთქვადი შალის ქსოვილით, რომელიც ადვილად იხსნება და ირეცხება სარეცხ მანქანაში.

ავტომობილის საუკეთესო მეგობარი
ძაღლების გაქცევა აღარ მოხდება. თქვენი ავტომობილის საბარგულში დასაყენებლად უნიკალურად შემუშავებული ძაღლის გალია აერთიანებს დამცავ გისოსებს და განყოფილების გამყოფს, რათა ბეწვიანი მეგობრები გზაზე დაცულები იყვნენ.

იყავით დამუხტული
არ არსებობს იმაზე სასიამოვნო გრძნობა, ვიდრე სრულად დამუხტულ ავტომობილთან მისვლა. ჩვენი დამტენის ელეგანტური ჩანთა უზრუნველყოფს იდეალურ ადგილს მოხერხებული შენახვისთვის, იცავს თქვენი სალონის სისუფთავეს და არ აჭუჭყიანებს მას.