ვინ ვართ ჩვენ
კომპანია Volvo Cars დაარსების მომენტიდან მუშაობდა ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე. ჩვენ მიზნად დავისახეთ გაგვემარტივებინა, უკეთესი და უფრო უსაფრთხო გაგვეხადა ადამიანების ცხოვრება.
სიცოცხლისთვის. ჩვენ გვსურს, მოგცეთ საშუალება იმოძრაოთ პერსონალური, საიმედო და უსაფრთხო გზით.
უნიკალური
თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად, ჩვენ შევიმუშავეთ ავტომობილის ფლობის ახალი გზები და სასარგებლო სერვისები, რომლებზეც წვდომის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოთ.
ეკოლოგიურობა
იმისთვის რომ დავიცვათ ბუნება მხოლოდ ელექტროფიცირება არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გადავხედოთ ეკოლოგიის პრინციპებს ჩვენს საქმიანობაში, ავტომობილებსა და საზოგადოებაში.
უსაფრთხო
ჩვენ ვქმნით ავტომობილებს ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ სხვა ადამიანებზე. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ვფიქრობთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე ისევე, როგორც თქვენზე და თქვენს მგზავრებზე.
2023 წელი ციფრებში
19.9მლრდ.
საწარმოს ძირითადი საქმიანობის შემოსავალი (EBIT) (შვედური კრონა)
5.0%
მარჟა EBIT-ის მიხედვით
708.7ათ.
საცალო გაყიდვები 2023 წელს (ერთეული)
399.3მლრდ.
შემოსავალი (შვედური კრონა)
ჩვენი პორტფოლიო
Volvo Car Group – მოდით გავიცნოთ ერთმანეთი
2021 წლიდან Volvo Cars-ის აქციები საჯაროდ არის განთავსებული Nasdaq Stockholm საფონდო ბირჟაზე. ჩვენი ჯგუფის სტრუქტურაში შედის Volvo Cars, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Zenseact და მობილურობის კომპანია Volvo On Demand.⏎⏎
Volvo Car Group ასევე მოიცავს მნიშვნელოვან წილებს ჩვენს სტრატეგიულ ფილიალებში: სწრაფად მზარდი ბრენდი LYNK & CO (30% ეკუთვნის Volvo Cars-ს) და ელექტრო ეფექტურობის ბრენდი Polestar (18%).
ECARX-თან ერთად Volvo Cars ასევე ფლობს HaleyTek-ს, რომელიც ჯგუფისთვის და გარე მომხმარებლებისთვის ავითარებს საინფორმაციო-გასართობ პლატფორმებს Android Automotive-ის საფუძველზე. NOVO Energy არის ერთობლივი საწარმო Volvo Cars-სა და Northvolt-ს შორის (50% ეკუთვნის Volvo Cars-ს), რომელიც აწვდის მდგრად, მაღალი ხარისხის ლითიუმ-იონურ ბატარეებს, რომლებიც კვებავს სუფთა ელექტრო Volvo და Polestar მანქანების მომავალ თაობას.
Polestar
ენერგოეფექტური ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი.
Lynk&Co
მოქნილი ტექნოლოგიური მობილობა , რომელიც გვაწვდის ავტომობილების ხელმისაწვდომობის ახალ ხედვას.
Zenseact
შვილობილი კომპანია, რომელიც დაკავებულია ავტონომიური მართვისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით.
Volvo On Demand
ჩვენი ქარშეარინგის მობილური კომპანია.
ჩვენ მსოფლიო მასშტაბის ვართ
1927 წლიდან ჩვენი გლობალური სათაო ოფისი მდებარეობს მშობლიურ ქალაქ გოტებურგში, შვედეთში. ჩვენი ამერიკული სათაო ოფისი მდებარეობს მავაში (ნიუ ჯერსი), ხოლო აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონის ქვეყნების სათაო ოფისი მდებარეობს შანხაიში.
ჩვენ ვაწარმოებთ ავტომობილებს გოტებორგში (შვედეთი); გენტში (ბელგია); ჩარლსტონში (აშშ); ჩენდუში, დაცინსა და ლუციაოში (ჩინეთი). ჩვენი ავტომობილები იყიდება 100-ზე მეტ ქვეყანაში.
მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ამ ფილმს უყურეთ.
წარსულიდან დღევანდელობამდე
ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა ქმნის იმას, რასაც დღეს ვაკეთებთ და ცვლის ჩვენს წარმოდგენას მომავალზე. გამოგვყევით საინტერესო მოგზაურობაში მეხსიერების ბილიკებზე და გაიგეთ მეტი ჩვენი მოვლენებით მდიდარი ისტორიისა და საკულტო მანქანების შესახებ.
კორპორატიული ინფორმაცია
განყოფილებაში „ინვესტორები“ აღწერილია ჩვენი კომპანიის კორპორატიული სტრუქტურა და ხელმძღვანელობა, წარმოდგენილია ანგარიშები და სხვა კორპორატიული ინფორმაცია.