ძირითადი მახასიათებლები

დაკავშირებული თქვენს ცხოვრებასთან, უსაფრთხოებასა და სიამოვნებასთან. აღმოაჩინეთ ჭეშმარიტად ლუქს-კლასის სედანი.

ჩაშენებული Google-ი []

Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

მოიცავს ყველა მონაცემს

ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი ყველა მონაცემს მოიცავს და უზრუნველყოფს S90 Recharge-ის და თქვენი ციფრული ცხოვრების კომფორტულ ურთიერთქმედებას.

ჩაშენებული Google-ი

მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.

აპი Volvo Cars

მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.

ციფრული მომსახურებების პაკეტი

S90 Recharge-ს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

კომფორტი და ტექნიკა []

* Volvo Cars-ის აპის დისტანციური სერვისები ჩართულია ციფრული მომსახურების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

ხმის შესანიშნავი რეპროდუქცია

შექმნილია მათთვის, ვინც ჟღერადობაში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ეს ოპციური 1400 ვტ-ის სიმძლავრის აუდიოსისტემა უზრუნველყოფს ხმის განსაკუთრებულ სისუფთავეს და მუსიკის ჟღერადობის რეალურობას, ხოლო დეტალიზაციისა და გარჩევადობის ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა მოვისმინოთ კომპოზიცია იმ სახით, რა სახითაც ეს შემსრულებელმა ჩაიფიქრა.

გააცოცხლეთ თქვენი მუსიკა

ზუსტად დარეგულირებული მაღალი ხარისხის 19 დინამიკი და ინოვაციური საბვუფერი, რომელიც თქვენი Volvo-ს არქიტექტურასთანაა ადაპტირებული, უზრუნველყოფს მოცულობით ჟღერადობას, მიუხედავად იმისა, რომელ სავარძელზე ზიხართ. მუსიკის სრულყოფილი გამოცდილება, რომლის შეგრძნებაც ნამდვილად შესაძლებელია.

აირჩიეთ თქვენი სივრცე

უნიკალური „ოთახის გარდაქმნის“ ტექნოლოგია ქმნის კონკრეტული გარემოს აკუსტიკას. აირჩიეთ „ოთახის რეჟიმებიდან“ ოთხი განსხვავებული ვარიანტი: „სტუდიო“, „ინდივიდუალური სცენა“, „საკონცერტო დარბაზი“ და „ჯაზ კლუბი“.

Bowers & Wilkins high-fidelity აუდიო სისტემა

Bowers & Wilkins დინამიკები Volvo XC90 Recharge-ში.

დამატებითი უსაფრთხოება []

* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.

გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში ან არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა დონის კომპლექტაციისთვის, ძალური გადაცემის ვარიანტებისთვის და ბაზრებისთვის.

Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.