ძირითადი მახასიათებლები
მსოფლიოში მოწინავე უსაფრთხოების, კომფორტისა და აუდიოსისტემის დიზაინის საშუალებით, XC40 SUV ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
ჩაშენებული Google-ი []
*ინტეგრირებული Google მხოლოდ XC40 მსუბუქი ჰიბრიდებისთვის და სრულად ელექტრო XC40 Recharge-ებისთვის. Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, ამოქმედდება ახალი პირობები და ტარიფები.
ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი ყველა მონაცემს მოიცავს და უზრუნველყოფს XC40 მსუბუქი ჰიბრიდის და თქვენი ციფრული ცხოვრების კომფორტულ ურთიერთქმედებას.
მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.
მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.
ციფრული მომსახურებების პაკეტი
ციფრული სერვისები ხელმისაწვდომია XC40 მსუბუქი ჰიბრიდებისთვის და სრულად ელექტრო XC40 Recharge-ისთვის. ამ ავტომობილებს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
კომფორტი და ტექნიკა []
* Volvo Cars-ის აპის დისტანციური სერვისები ჩართულია ციფრული მომსახურების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში, XC40 მსუბუქი ჰიბრიდებისა და სრულად ელექტრული XC40 Recharge-ებისთვის. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, ამოქმედდება ახალი პირობები და ტარიფები.
აღნიშნული პრემიუმ-კლასის არჩევითი აუდიო სისტემა დახვეწილ ხმას მთელ სალონში გთავაზობთ. ჟანრის მიუხედავად, ის ჩაგითრევთ და საშუალებას მოგცემთ მგზავრობის ყოველი წამით ისიამოვნოთ.
სისტემა იკვებება 600 ვტ ციფრული გამაძლიერებლით და მაღალი ხარისხის 13 დინამიკით, მათ შორის ჰაერით ვენტილირებადი საბვუფერითაა აღჭურვილი. თქვენ Volvo-ს სალონის აკუსტიკაზე მორგებული, მძლავრი, ყოვლისმომცველი ხმის გამოცდილება გელოდებათ.
ხმის დამუშავების უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა – Dirac® Unison Tuning – ახდენს როგორც თითოეული ცალკეული დინამიკის ისევე სისტემის პასუხის ოპტიმიზირებას, რაც შესრულების დროს მათ სრულყოფილ ჰარმონიას უზრუნველყოფს.
Harman Kardon Premium Sound-ის სისტემა

დამატებითი უსაფრთხოება []
* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.
აღმოაჩინეთ სხვა მოდელები
მეტი ინფორმაცია XC40-ის შესახებ
გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.
Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.