ქუქი-ფაილების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება

როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებსა (cookies) და თრექინგის მსგავს ტექნოლოგიებს (პიქსელებს, თეგებს, ლოკალურ მეხსიერებას და ა.შ.), რათა უზრუნველვყოთ თქვენთვის ვებგვერდით სარგებლობის საუკეთესო გამოცდილება.ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც წინამდებარე შეტყობინებაში ერთობლივად მოვიხსენიებთ როგორც „ქუქი-ფაილებს“, შესაძლოა უკავშირდებოდეს ან აგროვებდეს ინფორმაციას თქვენი პრეფერენციებისა (პარამეტრების) ან თქვენი მოწყობილობის შესახებ.აღნიშნული ინფორმაცია, როგორც წესი, პირდაპირ არ ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას, თუმცა იგი ხელს უწყობს Volvo Cars-ის პლატფორმაზე უფრო პერსონალიზებული ონლაინ გამოცდილების მიღებას. გამომდინარე აქედან, რამდენადაც ქუქი-ფაილები მომხმარებელთა იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება, ისინი კვალიფიცირდება როგორც პერსონალური მონაცემები და, შესაბამისად, მათზე ვრცელდება კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობა.

ეს დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) თქვენს პერსონალური მონაცემებს volvocars.com ვებსაიტების მონახულებისას.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:

  1. ვინ ვართ ჩვენ
  2. რა პერსონალური მონაცემები ვამუშავებთ და რატომ
  3. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს
  4. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
  5. თქვენი უფლებები ჩვენს მიერ შესრულებულ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით
  6. საკონტაქტო ინფორმაცია
  7. განახლებები

1. ვინ ვართ ჩვენ

Volvo Car Corporation არის შვედური იურიდიული პირი, რომელსაც აქვს კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი 556074-3089 და რეგისტრირებული მისამართი Assar Gabrielssons Väg, SE-405 31, Gothenburg, შვედეთი. Volvo Car Corporation და მისი ჯგუფის კომპანიები პასუხისმგებელნი არიან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (‘we’, ‘Volvo’, ‘our’, ‘us’).ჩვენ ვართ გლობალური კომპანია და გთავაზობთ პროდუქტებსა და სერვისებს მთელ მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ბაზარზე მოქმედი სხვადასხვა წარმომადგენლობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2. რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ და რატომ

ჩვენ ვამუშავებთ „ქუქი-ფაილების“ მეშვეობით შეგროვებულ მონაცემებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ბრენდის პლატფორმაზე თქვენთვის საუკეთესო ონლაინ გამოცდილება; ამოგიცნოთ, როგორც ვებგვერდის განმეორებითი სტუმარი; გავაანალიზოთ ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორების ქცევა; გავაუმჯობესოთ ჩვენი კომუნიკაცია და ვებგვერდის სტრუქტურა; ასევე, შევქმნათ თქვენი ინტერესების პროფილი, რათა შევძლოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ თქვენთვის რელევანტური რეკლამების ჩვენება, მათ შორის, სხვა ვებგვერდებზეც.როდესაც ეს შესაძლებელია, ჩვენ ასევე ვაერთიანებთ თქვენი ონლაინ ქცევის მონაცემებს იმ პერსონალურ მონაცემებთან, რომლებიც მანამდე, რომელიმე ეტაპზე მოგვაწოდეთ.

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი უსაფრთხო და გამართულად მომუშავე ვებგვერდისა და იმ მომსახურებების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც თქვენივე მოქმედებებით მოითხოვთ (მაგ. საყიდლების კალათა), არის ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.

სამაგიეროდ, ჩვენ ვეყრდნობთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობას ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობისას თქვენს მოწყობილობაზე ინფორმაციის შენახვასა და მასზე წვდომასთან დაკავშირებით, ასევე ამ მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე, რაც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ჩვენი მომხმარებლების ქცევა, მოვახდინოთ სერვისების პერსონალიზება, შევქმნათ თქვენი ინტერესების პროფილი და გაჩვენოთ რელევანტური რეკლამები.აღნიშნულ თანხმობას ჩვენი ვებგვერდის გახსნისთანავე (სტუმრობისას) ქუქი-ფაილების საინფორმაციო ზოლის (cookie banner) მეშვეობით გთხოვთ.

3. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს მონაცემებს

მონაცემთა შენახვის კონკრეტული ვადების გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ თითოეული ქუქი-ფაილის აღწერილობა.

თქვენი ინფორმაციისთვის, ჩვენ ვიყენებთ ორ სხვადასხვა ტიპის ქუქი-ფაილს: სესიურ ქუქი-ფაილებს (session cookies), რომლებიც დროებითია და უქმდება ბრაუზერის დახურვისთანავე ან სესიის დასრულებისთანავე და მუდმივ ქუქი-ფაილებს (persistent cookies), რომლებიც რჩება თქვენს მყარ დისკზე მანამ, სანამ მათ თავად თქვენ ან თქვენი ბრაუზერი არ წაშლის, თავად ქუქი-ფაილის ვადის ამოწურვის თარიღის შესაბამისად.

ანალიტიკური მიზნებისთვის, ის მონაცემები, რომელთა აგრეგირება ან ანონიმიზაცია დაუყოვნებლივ არ ხდება, დამუშავდება არაუმეტეს 2 წლის ვადით.

გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ადგილობრივი საცავი. ვინაიდან იქ განთავსებულ მონაცემებს ვადის ამოწურვის თარიღი არ აქვს და ხელმისაწვდომია ჩვენი ვებგვერდის ყოველი გახსნისას, ლოკალური მეხსიერების (local storage) გასუფთავების ერთადერთი გზა ბრაუზერის მეხსიერების ხელით გასუფთავებაა (რაც ასევე ცნობილია როგორც ქეშის (cache) გასუფთავება).

4. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ზემოაღნიშნული მიზნებისთვის და ქუქი-ფაილების აღწერილობაში მითითებული პირობების შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა და დამუშავდება ჩვენთან აფილირებული პირებისა და ბიზნესპარტნიორების მიერ.ჩვენ ასევე ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა დამამუშავებლებს (უფლებამოსილ პირებს), განსაკუთრებით კი IT მომსახურების პროვაიდერებს, რომლებსაც ხელშეკრულებით ეზღუდებათ თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება, გარდა ჩვენთვის მომსახურების გაწევისა, მოქმედი მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებების (DPA) შესაბამისად.თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყანას. თუ ასეა, ასეთი გადაცემა ეფუძნება ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს. გამოყენებული სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტების ზოგადი ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ენაზე ევროკომისიის მთავარ გვერდზე.

5. თქვენი უფლებები მონაცემთა იმ დამუშავებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ

ვინაიდან ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობის უფლებას, შეგიძლიათ უარი თქვათ იმ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, რომლებიც არ არის აუცილებელი ჩვენი ვებგვერდის მუშაობისთვის.თუმცა, გარკვეული კატეგორიების დაბლოკვამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ვებგვერდით სარგებლობის გამოცდილებაზე და იმ მომსახურებებზე, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ.თუ გსურთ მართოთ თქვენი ქუქი-ფაილები, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ქუქი-ფაილები პარამეტრების გვერდით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების გათიშვას, ჩვენი ვებგვერდის გარკვეულმა სექციებმა შესაძლოა გამართულად ვერ იმუშაოს.გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მართოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრების საშუალებით ან ამ ორი ბმულის გამოყენებით: Your AdChoices (Digital Advertising Alliance) ან Your Online Choices | EDAA . ამ შემთხვევაში, თქვენი არჩევანი აისახება ზოგადად ინტერნეტით სარგებლობის გამოცდილებაზე და არა მხოლოდ ვებგვერდზე volvocars.com.Google Analytics-ის მიერ თვალყურის დევნებაზე უარის თქმის მიზნით ყველა ვებსაიტზე, ეწვიეთ: http://tools.google.com/dlpage/gaoptout

მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის მონაცემთა ერთობლივი დამუშავებისას (თანადამამუშავებლობის ფარგლებში), Meta წარმოადგენს ძირითად საკონტაქტო პირს მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალური მონაცემებს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
Volvo Car Corporation

dataprotection@volvocars.com

თუ გსურთ შეატყობინოთ Volvo Cars-ის ქცევის კოდექსის, შიდა პოლიტიკის ან მოქმედი კანონებისა და რეგულაციების საეჭვო დარღვევის შესახებ, ამის გაკეთება შეგიძლიათ მოხსენების ხაზის საშუალებით.

მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იქნება ასეთი ანგარიშების მიმღები და ჩაატარებს გამოძიებას, რომელიც დაკავშირებულია მონაცემთა დაცვის ან კონფიდენციალურობის კანონმდებლობის საეჭვო დარღვევასთან.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ფოსტით მისამართზე: Volvo Car Corporation, Attention: The Data Protection Officer , avd 50092, VAK, 405 31 Gothenburg, Sweden.

7. განახლებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკა და წინამდებარე საინფორმაციო შეტყობინება.გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ განახლებები.

ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ კონფიდენციალურობის შეტყობინების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი იყო მათი შეგროვების მომენტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გვაქვს თქვენი თანხმობა მონაცემთა განსხვავებული წესით დამუშავებაზე.