სიახლეები

სწრაფი დამუხტვა Volvo-ს ელექტრომობილების მძღოლებისთვის კიდევ უფრო მარტივი ხდება.

მეოთხე კვარტლიდან, Volvo-ს სრულად ელექტრონული მოდელების მძღოლებს შეეძლებათ ევროპის მასშტაბით 20 000-ზე მეტ Tesla Supercharger-ზე დამუხტონ ავტომობილი Volvo Cars აპლიკაციის ან სპეციალური სატენი ბარათის გამოყენებით.

ელექტრიფიკაცია

Volvo EX60 Tesla Supercharger-ის სადგურზე იტენება

Volvo EX60 Tesla Supercharger-ის სადგურზე იტენება

მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან, Volvo-ს მძღოლები შეძლებენ კომპანიის აპლიკაციის საშუალებით თავიანთი სრულად ელექტრონული მოდელები ევროპის მასშტაბით Tesla-ს 20 000-ზე მეტ სწრაფი დამუხტვის (Supercharger) სადგურზე დამუხტონ.


ეს მძღოლებს ევროპის 29 ქვეყანაში Tesla Supercharger-ებზე უფრო მარტივ და კომფორტულ წვდომას სთავაზობს. სადგურების უმეტესობა განთავსებულია ისეთ წამყვან ბაზრებზე, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, იტალია და ესპანეთი.


დღეს, Volvo-ს ელექტრომობილების მძღოლებს შეუძლიათ Volvo Cars აპლიკაციის საშუალებით ისარგებლონ ჩრდილოეთ ამერიკის 120 000 დამუხტვის წერტილით, მათ შორის Tesla Supercharger-ებით, ხოლო ევროპის მასშტაბით — 1.2 მილიონზე მეტი დამტენით.


„Volvo-ს მძღოლებს, ბრენდის აპლიკაციის საშუალებით, გლობალურად უკვე აქვთ წვდომა სამ მილიონზე მეტ დამუხტვის წერტილზე,“ — აცხადებს ალეხანდრო კასტრო პერესი, Volvo Cars-ის ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი. “ ევროპაში Tesla Supercharger-ების დამატება ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს ახლა კიდევ უფრო მარტივი წვდომა აქვთ ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ სწრაფი დამუხტვის ქსელზე. სრული ელექტრიფიკაციისკენ სვლის დაჩქარებასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ერთიანი ეკოსისტემის შექმნით, დამუხტვის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გავხადოთ.


ჩვენი მიდგომა დამუხტვის მიმართ მარტივია: გახადო ცხოვრება ელექტრომობილთან ერთად იმაზე ადვილი, ვიდრე ის დღეს არის. ეს ნიშნავს მუშაობას საჯარო დამუხტვის ქსელების გაერთიანებასა და საიმედოობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამასთანავე, მეტი სტანდარტიზაციისა და თავსებადობის მხარდაჭერას — განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ვხედავთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით საჯარო დამუხტვის პროცესს კიდევ უფრო მეტი მძღოლისთვის გავამარტივებთ.


მომავალში, ჩვენ ასევე ვგეგმავთ 2029 წლისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ძირითად ბაზრებზე, კერძოდ, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, შერჩეული მოდელების ჩრდილოეთ ამერიკის დამუხტვის სისტემაზე** გადაყვანას. ეს მომავალში ამ ბაზრებზე Volvo-ს მძღოლებს Tesla Supercharger ქსელზე წვდომას გაუხსნის.


  • Volvo გაჩერებულიTesla Supercharger სადგურების წინ.
  • Volvo დაკავშირებულია Tesla Supercharger-ის სადგურთან.
  • Volvo-ს სატენი პორტის კონექტორის ახლო ხედი.

ტექსტი წვრილი შრიფტით



მზიან დღეს, ავტოსადგომზე საჯარო დამტენ წერტილში მიერთებული Volvo-ს ელექტრო მანქანის წინა ხედი.

გაეცანით, თუ როგორ დატენოთ თქვენი Volvo-ს ავტომობილი

Car

გაზიარება