სიახლეები
დაეუფლეთ ქალაქის მართვას და აღმოაჩინეთ, თუ როგორ დაზოგოთ ენერგია, გააუმჯობესოთ ეფექტურობა და მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ელექტრო Volvo.
ელექტრიფიკაცია

EX30 ნაჩვენებია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის და შესაძლოა ყველა ბაზარზე არ იყოს ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით.
ქალაქში მართვა, როგორც წესი, მოკლე მანძილებისგან, ნაცნობი მარშრუტებისა და ყოველდღიურად ერთი და იმავე შუქნიშნებისგან შედგება. ელექტრომობილებისთვის კი, ზუსტად ეს ყოველდღიური მომენტებია ის გარემო, სადაც ეფექტურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ელექტრომანქანები ქალაქისთვისაა შექმნილი — ისინი ჩუმად იძვრებიან ადგილიდან, შეუფერხებლად მიჰყვებიან ნელ ნაკადს და გარემოს გამონაბოლქვით არ აბინძურებენ. თუმცა, ქალაქში მართვა თავის წესებს გვკარნახობს: მუდმივი დამუხრუჭება, მძიმე ტრაფიკი და გზებზე მოულოდნელი სიტუაციები ბატარეის რესურსს იმაზე სწრაფად ხარჯავს, ვიდრე გგონიათ. სწორი მართვის სტილითა და მცირე წინასწარი გეგმით, თქვენ შეამცირებთ ენერგიის დანაკარგს და ყოველ დამუხტვაზე მაქსიმალურ მანძილს გაივლით.
მთავარი საიდუმლო სიტუაციის წინასწარ განსაზღვრაშია. ქალაქის საცობში მომგებიანია, გზას ცოტა უფრო შორს გადახედოთ და ავტომობილს მეტი სამუშაოს შესრულების საშუალება მისცეთ. შუქნიშნებს შორის აჩქარების ნაცვლად, პედლიდან ფეხის ადრე აღება და მანქანის ბუნებრივი შენელება მოძრაობას ბევრად უფრო გლუვს ხდის, დროთა განმავლობაში კი ენერგიის მოხმარებას საგრძნობლად ამცირებს.
.სწორედ ასეთ სიტუაციებში ვლინდება ელექტრომობილის რეალური ძალა. ყოველი შენელებისას, რეგენერაციული დამუხრუჭება გვეხმარება იმ ენერგიის აღდგენაში, რომელიც სხვა შემთხვევაში უბრალოდ დაიკარგებოდა, და მას უკანვე, ბატარეაში აბრუნებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ბოლო მომენტში მკვეთრი დამუხრუჭების ნაცვლად, უმჯობესია ავტომობილს საშუალება მისცეთ მდორედ შენელდეს, როგორც კი ნაკადი გადაიტვირთება ან წინ წითელი შუქნიშანი გამოჩნდება.
გათბობა და კონდიცირება ელექტრომობილის ელემენტს საკმაოდ სწრაფად ცლის, განსაკუთრებით ექსტრემალურ ტემპერატურაზე. თუმცა, თუ სალონის წინასწარ კონდიცირებას (Pre‑conditioning) Volvo Cars-ის აპლიკაციით ჩართავთ, სანამ მანქანა ჯერ კიდევ დამტენზეა მიერთებული, მგზავრობას უკვე სრულიად კომფორტულ გარემოში დაიწყებთ და გზაში ენერგიის ხარჯვას მინიმუმამდე დაიყვანთ. შესაბამის ამინდში, სალონის ტემპერატურის ბუნებრივად დასარეგულირებლად შეგიძლიათ ფანჯრები გახსნათ ან ვენტილაცია გამოიყენოთ. ხოლო ცივ დღეებში, სავარძლების გათბობა ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი სალონის გათბობა, რაც მაინც სრულყოფილად უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს.
ქალაქში მართვა ხშირად ასოცირდება საცობებთან, ხშირ გაჩერებებსა და არაეფექტურ შემოვლით გზებთან. წინასწარი დაგეგმვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უქმად დგომა და ენერგიის ზედმეტი ხარჯვა. გამოიყენეთ ნავიგაციის ის აპლიკაციები, რომლებიც ენერგოეფექტურ მარშრუტებს გთავაზობთ, შესაძლებლობის შემთხვევაში აუარეთ გვერდი გადატვირთულ უბნებს და მაქსიმალურად გამოიყენეთ საქალაქო ინფრასტრუქტურა — მაგალითად, ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სპეციალური დამტენი სადგურები.
დასატენ სადგურებზე საუბრისას: დამუხტვის ჩვევები ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია ქალაქში ეფექტური მართვისთვის, როგორც უშუალოდ საჭესთან ყოფნა. არაპიკურ საათებში დამუხტვა ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯებს და ხსნის დატვირთვას საერთო ქსელიდან, ხოლო საჯარო დამტენების სტრატეგიული გამოყენება მოკლე შევსებებისთვის, საშუალებას გაძლევთ განაგრძოთ გზა სრული დამუხტვის ლოდინის გარეშე. ყოველდღიური მოხმარებისას კი, ბატარეის დონის 20%-დან 80%-მდე შენარჩუნება საგრძნობლად უწყობს ხელს მის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას — განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი მგზავრობების უმეტესობა მოკლე მანძილზეა.
ისეთი მოწინავე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ენერგიის ჭკვიანი მართვა, ეკო-მართვის რეჟიმები და ეფექტურობის რეალურ დროში კონტროლი, ჩვენი Plug-in ჰიბრიდები და ელექტრომობილები შექმნილია იმისთვის, რომ ქალაქში მგზავრობა არა მხოლოდ უფრო ეფექტური, არამედ სრულიად კომფორტული, მსუბუქი და სასიამოვნო გახადოს.