ჩვენმა ახალმა, სრულად ელექტრონულმა საშუალო ზომის ქროსოვერმა — EX60-მა, წარდგენისთანავე საყოველთაო აღიარება მოიპოვა, წინასწარმა შეკვეთებმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ხუთადგილიანი საოჯახო SUV სრულად აქარწყლებს სიშორის შიშს (Range Anxiety), მომხმარებელს მართვის რევოლუციურ გამოცდილებას უზიარებს და უსაფრთხოების სრულიად ახალ სტანდარტს აწესებს. აღსანიშნავია, რომ EX60 ბრენდის პირველი წარმომადგენელია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად ელექტრო სეგმენტში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ ჟურნალისტსა და მედიის წარმომადგენელს მივეცით შესაძლებლობა, ახალი EX60 ექსკლუზიურად, ბარსელონას გზებზე გამოეცადათ. შემთხვევითი არ არის, რომ მედიის სატესტო დრაივებისთვის ხშირად ესპანეთს ვირჩევთ — შვედეთის ცვალებადი ამინდისგან განსხვავებით, ბარსელონას კლიმატი თითქმის ყოველთვის გარანტირებულად სასიამოვნო დღეებსა და იდეალურ სამართავ პირობებს გვთავაზობს.
გარდა ამისა, ბარსელონას შემოგარენი საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ მრავალფეროვნებას აერთიანებს: მთის დაკლაკნილ გზებს, ქალაქის რიტმსა და სწრაფ ავტობანებს. ეს კონტრასტი იდეალური პლატფორმაა იმისთვის, რომ ექსპერტებმა EX60 ყველა შესაძლო ამპლუაში დეტალურად შეაფასონ. აი, ყველაზე შთამბეჭდავი ფრაზები პირველი ოფიციალური მიმოხილვებიდან:
შვედური გამოცემა Dagens Industri ასე აფასებს მოდელს: „EX60 ნამდვილად გამორჩეული ელექტრომობილია — სალონში ხმის საოცარი იზოლაციით, ტევადი საბარგულითა და თავის კლასში ყველაზე კომფორტული უკანა სავარძლებით. ელექტრომობილის ტექნიკური მხარეც უზადოა: 800V არქიტექტურა, სწრაფი დამუხტვა და 800 კმ-ზე მეტი მარაგი. Volvo-მ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და გერმანულ პრემიუმ-ბრენდებს სერიოზული კონკურენტი დაუპირისპირა“."
ბრიტანული AutoExpress წერს: „Volvo EX60-ის მხრებზე უდიდესი პასუხისმგებლობა დევს, თუმცა, როგორც ბრენდის ბესტსელერი XC60-ის სრულად ელექტრონული ალტერნატივა, ის უბრალოდ ბრწყინვალეა“. გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანულ პრემიუმ-მოდელებთან შედარებისას, EX60 „სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ შთაბეჭდილებას ტოვებს ამ გადატვირთულ სეგმენტში. უსაფრთხო, სტაბილური, თითოეულ დეტალში უზადოდ გააზრებული, გამორჩეული სტილითა და დახვეწილი ელემენტებით გაჯერებული ავტომობილი ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ“.
ელექტრომობილების წამყვანი პლატფორმა Inside EVs პირდაპირ აცხადებს, რომ EX60 „ყველა დროის საუკეთესო Volvo-ს“ ტიტულს იმსახურებს: „ბარსელონას მთის გზებსა და ქალაქის რიტმში, ხუთსაათიანი ტესტ-დრაივისას, ავტომობილმა საოცრად პლასტიკური, უხმო და მომნუსხველი სვლა აჩვენა. (...) ეს არის ელექტრომობილი, რომლის მართვისასაც პირველიდან ბოლო წუთამდე გრძნობ, რომ ის ნამდვილი, ავთენტური Volvo-ს გენეტიკის მატარებელია“.
ახალ მოდელს არანაკლებ აღფრთოვანებული გამოხმაურებით ხვდება გავლენიანი ამერიკული პლატფორმა Edmunds.com: „ეს არის Volvo-ს საუკეთესო და ყველაზე წარმატებული მცდელობა ელექტრომობილების სეგმენტში. (...) EX60 როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ისე მართვისგან მიღებული ემოციებით, ნამდვილად შესანიშნავია“.
ვიდეომიმოხილვებში განსაკუთრებით გამოირჩევა AutoTrader-ის ვრცელი რეპორტაჟი, რომლის ავტორიც აღნიშნავს, რომ EX60-ს „ყველა ის მონაცემი აქვს, რასაც საოჯახო ელექტრომობილისგან ელით — დიდ მანძილზე წასვლის შესაძლებლობა, შთამბეჭდავი სიმძლავრე და ექსტრემალურად სწრაფი დამუხტვა. თუმცა მთავარი მხოლოდ ციფრები როდია — ის საოცრად სასიამოვნო სამართავია, აღჭურვილია უჭკვიანესი ტექნოლოგიებით და აქვს დახვეწილი ექსტერიერი. ეს ავტომობილი ნამდვილად ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა“.
" გერმანიაში, Autogefühl-ის ვიდეომიმოხილვაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ „მართვის პროცესი რეალურად დღევანდელი დღის ყველაზე დიდი და პოზიტიური სიურპრიზია“. ავტომობილის გერმანელ კონკურენტებზე საუბრისას, Autogefühl აღნიშნავს, რომ „EX60-ს შეუძლია მარტივად გაუწიოს მათ კონკურენცია და ამ სფეროში წინაც კი მიდის."
"


