ისტორია

V70-დან EX60-მდე: ჩვენი Cross Country DNA

იქ, სადაც ელეგანტურობა და რეალური შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება.

ელექტრიფიკაცია

Volvo EX60 Cross Country

Volvo EX60 Cross Country

აღმოაჩინეთ Volvo EX60 Cross Country

მომავალ წელს ჩვენ წარვადგენთ ჩვენი უახლესი, სრულიად ელექტრო SUV-ის ვერსიას — EX60 Cross Country-ს. მასში გაერთიანებულია EX60-ის ყველა უპირატესობა: კლასში საუკეთესო ელექტრო სვლის მარგი, სწრაფი დამუხტვა და უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ცხოვრებას უფრო მარტივს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის.


EX60 Cross Country, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მეტი შეძლოთ და მეტი დაინახოთ, არის იმ ავტომობილის კატეგორიის ჩვენეული უახლესი ინტერპრეტაცია, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენვე შევქმენით.


V70 XC, Terra, 421 Dark olive pearl

V70 XC, Terra, 421 Dark olive pearl

თავდაპირველი იდეა


ჩვენი პოპულარული Cross Country მოდელების ხაზი სათავეს ჯერ კიდევ 1997 წლიდან იღებს, როდესაც V70 XC წარვადგინეთ. ეს იყო გაბედული ნაბიჯი და გადახვევა ჩვენი პრაქტიკული უნივერსალების ტრადიციული ხაზიდან.


ჩვენს პირველ სრულამძრავიან ავტომობილზე, 850 უნივერსალზე (estate) დაფუძნებული V70 XC მზად იყო იმაზე მეტისთვის, ვიდრე უბრალოდ სანაპიროზე მშვიდი კრუიზი ან ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში სეირნობაა. იგი თავს თანაბრად კომფორტულად გრძნობდა როგორც მთის გზებზე, ისე რთულ, უგზოო მარშრუტებზე.


ეს იყო ავტომობილი, რომელიც მოულოდნელობებისთვის შეიქმნა. გაზრდილი კლირენსით, გაძლიერებული სავალი ნაწილითა და მკაცრი დიზაინით — რაც მოიცავდა ძარის გამძლე დამცავებს, ორფეროვან სტილსა და დღეს უკვე ლეგენდარულ Cross Country-ის ემბლემას — იგი შექმნილი იყო იმისათვის, რომ იდეალური ყოფილიყო როგორც ასფალტზე, ისე უგზოობაზე.

V70 XC-მ მომენტალურ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მან ჩვენთვის სრულიად ახალი კატეგორიის ავტომობილები შექმნა: პრემიუმ კლასის უნივერსალები, რომლებიც მზად არიან თავგადასავლებისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.


1997 წლიდან მოყოლებული, ჩვენი Cross Country მოდელების განვითარება ყოველთვის ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ავტომობილს შეენარჩუნებინა უაღრესად კომფორტული საგზაო მოდელის აურა და, ამავდროულად, ჰქონოდა უგზოობის სერიოზული პოტენციალი. თითოეულ მოდელს აქვს მტკიცე და გამომსახველი იერი და შექმნილია მართვის სხვადასხვა პირობებში მუშაობისთვის: ტალახიანი გზებიდან და ღრმა თოვლიდან დაწყებული, ავტომაგისტრალებზე მოძრაობით დასრულებული.

V60 Cross Country ნაჩვენებია ფერში Onyx Black

V60 Cross Country ნაჩვენებია ფერში Onyx Black

კონცეფციის განვითარება ახალ საფეხურზე


2002 წელს, ჩვენი პირველი SUV-ის, XC90-ის გამოჩენასთან ერთად, V70 XC გადაიქცა XC70-ად, რითაც ხაზი გაესვა მის კავშირს უფრო დიდ მოდელთან. უკვე 2012 წლისთვის, როდესაც ბაზარზე V40 Cross Country შემოვიყვანეთ, ინიციალები XC მყარად დაუკავშირდა ჩვენს SUV ხაზს, რამაც სახელწოდებების განვითარებაში ახალი ეტაპი მონიშნა.


სახელწოდებით Cross Country, ჩვენ საბოლოოდ დავამკვიდრეთ ამ კონცეფციის მთავარი არსი: ჩვენი ავტომობილების კიდევ უფრო გამომხატველი, დინამიკური და ნებისმიერი გზის საფარისთვის მზადმყოფი ვერსიების შექმნა.

Cross Country-ის ტრადიცია V60და V90 უნივერსალებმა გააგრძელეს, რომლებიც უკვე გამოცდილ ფორმულას ეფუძნებოდნენ: გაზრდილი კლირენსი, სრული ამძრაობა და ექსტერიერის გამძლე, მკაცრი ხასიათის დეტალები. ბოლო V90 Cross Country ხაზიდან 2025 წელს ჩამოვიდა, V60-ის მოდიფიკაცია კი დღესაც თავდაჯერებულად ინარჩუნებს პოზიციებს.


2015 წელს S60 ჩვენს პირველ სედანად იქცა, რომელმაც Cross Country-ის ფორმა მოირგო — მან მომხმარებელს გაზრდილი კლირენსი და კიდევ უფრო გამორჩეული, არასტანდარტული და სპორტული იერი შესთავაზა.


Cross Country დღეს – და ხვალ


EX60 Cross Country იქნება შემდეგი Volvo, რომელიც ამ ესტაფეტას გადაიბარებს და შეუერთდება ამჟამინდელ ხაზს, სადაც უკვე შედიან V60 და EX30 Cross Country ვერსიები.
ეს უკანასკნელი სწორედ მათთვის შეიქმნა, ვისაც საკუთარი კომპაქტური, სრულად ელექტრო SUV-ისგან დიდი თავგადასავლების მიღება სურს. მან EX30-ის წარმატებული ფორმულა კიდევ უფრო მკაცრი და ექსტრემალური შტრიხებით შეავსო. შედეგად მივიღეთ ავტომობილი, რომელიც იდეალურია ქალაქგარეთ სამოგზაუროდ — წვიმაში, მზიან ამინდში, თუ თოვლითა და ყინულით დაფარულ გზებზე.

EX30 Cross Country ნაჩვენებია Vapour Grey-ში.

EX30 Cross Country ნაჩვენებია Vapour Grey-ში.

რთულ რელიეფზე თავდაჯერებული გადაადგილებისთვის, მისი კლირენსი სტანდარტულ EX30-ზე ბევრად მაღალია. ავტომობილი აღჭურვილია სპეციალური, გაზრდილი ზომის დისკებით და 18-დუიმიანი All-Terrain საბურავების ოფციით, რაც ქალაქგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. და რაც მთავარია — სრული ამძრაობის (AWD) წყალობით, ის მარტივად უმკლავდება იმ მკაცრ და მოცურებად გზებს, რომლებიც ქალაქის ფარგლებს გარეთ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება.


თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, V70 Cross Country-ის სათავგადასავლო ხასიათი ახალ ეპოქაში ცოცხლდება. EX60 Cross Country-ის სახით, ეს ორიგინალური კონცეფცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადის — ის იდეალურად აერთიანებს ელექტრულ დინამიკას, უახლეს ტექნოლოგიებსა და იმ მშვიდ, მტკიცე თავდაჯერებულობას, რომელიც მუდამ განსაზღვრავდა Cross Country-ის უნიკალურ ხელწერას.


Volvo EX60, გაჩერებული თანამედროვე, მკვეთრი გეომეტრიული ფორმების მქონე ბეტონის ნაგებობის გვერდით, სკანდინავიის სანაპირო გზაზე მზის ჩასვლისას; ფონზე — მშვიდი წყალი და კლდოვანი პატარა კუნძულებია.

აღმოაჩინეთ EX60

Car
Volvo EX90

შექმენით თქვენი

Car

გაზიარება