Euro NCAP არის ევროპული რეიტინგული სისტემა, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს აირჩიონ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები. რეიტინგი აფასებს ავტომობილის უსაფრთხოებას ტესტების სერიის მეშვეობით, რომელთა მიზანია რეალური ავარიის სცენარების კოპირება.
„ჩვენ ყოველთვის მოწოდებული ვართ ვიყოთ ლიდერები უსაფრთხოების სფეროში“, - ამბობს მალინ ეხოლმი, ჩვენი უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენს თითოეულ ავტომობილში ვიცავთ უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ სტანდარტებს, რომელთა დამკვიდრებას ხელს ვუწყობდით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.”
ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული ავტომობილი უნდა იყოს კიდევ უფრო უსაფრთხო, ვიდრე წინა და ჩვენი მომავალი თაობის სრულად ელექტრო ავტომობილები არ წარმოადგენენ გამონაკლისს. სტანდარტულ კომპლექტაციაში ისინი იქნება აღჭურვილი თანამედროვე Luminar-ის სენსორებით LiDAR, რომლებიც თვალს ადევნებს გზას წინ (და ირგვლივ და უკან) და უზრუნველყოფს ავტომობილის შესაძლებლობას „დაინახოს“ და რეაგირება მოახდინოს დაბრკოლებებზე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით.
