სიახლეები
The EX60 Cross Country-ს ჩვენი ტრადიციული Cross Country-ს სული ელექტრო ეპოქაში გადმოაქვს – პნევმატური საკიდრით, გამორჩეული დიზაინითა და თავისუფლების იმ შეგრძნებით, რომ თქვენ წინაშე ყველა გზა გახსნილია.
ინოვაცია
EX60
EX60 Cross Country დიზაინით თავგადასავლებისთვის მზადაა.
თქვენთვის, ალბათ, კარგად არის ნაცნობი ჩვენი Cross Country მოდელები. შეიძლება ითქვას, რომ ეს სეგმენტი ჩვენ შევქმენით ჯერ კიდევ 1997 წელს, V70 XC მოდელით./
სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, კონცეფცია საკუთარი თავის ერთგული დარჩა: თამამი, გამორჩეული დიზაინი, შერწყმული თავისუფლებისა და კვლევის განცდასთან. ის შექმნილია ქალაქის ცხოვრებასა და ბუნებას შორის მარტივი გადაადგილებისთვის, მანქანაში, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში საიმედო და თავდაჯერებულია.
სრულად ელექტრო EX60 Cross Country-ით ეს ნაცნობი ხასიათი თანამედროვე ელექტრომობილების ახალ ეპოქაში გადადის. ეს არის EX60 მათთვის, ვისაც უგზოობა და თავგადასავლები იზიდავს — ავტომობილი უფრო მკაცრი იერით, მტკიცე ხასიათითა და უნიკალური დეტალებით. ამავდროულად, მასში იგრძნობა თანამედროვე სკანდინავიური სტილი, სადაც მთავარი აქცენტი ავთენტურობაზე, კომფორტსა და მშვიდ თავდაჯერებულობაზეა გაკეთებული.
როგორც SUV, EX60 ისედაც სთავაზობს მძღოლებს მაღალ ჯდომის პოზიციას, რაც ბევრს ა ძალიან მოსწონს — გზა უკეთ ჩანს და მართვისას მეტ თავდაჯერებულობას განიჭებს. Cross Country-ის ვერსიაში კი ეს უპირატესობები კიდევ უფრო გავაძლიერეთ. ეს მოდელი სტანდარტულ EX60-ზე 20 მილიმეტრით მაღალია, ხოლო პნევმატური საკიდრის (ჰაერის ამორტიზატორების) წყალობით, საჭიროების შემთხვევაში, კლირენსს კიდევ 20 მილიმეტრით გაზრდით.
პნევმატურ საკიდს ავტომობილის დაწევაც შეუძლია, რაც ზრდის მის ეფექტურობას, სტაბილურობასა და აეროდინამიკას მაღალ სიჩქარეზე — მაგალითად მაშინ, როცა ავტობანზე მოძრაობთ და გსურთ, რომ ელემენტის მარაგი მაქსიმალურად დაზოგოთ.
გამორჩეული Cross Country
EX60 Cross Country ექსტერიერის მხოლოდ ერთი, განსაკუთრებული ვერსიით გამოდის. მისი დიზაინი და ექსკლუზიური დეტალები ამ მოდელს ბრენდის ნამდვილ სავიზიტო ბარათად აქცევს.
წინა და უკანა ბამპერები უნიკალური Cross Country დიზაინითაა დამზადებული მარცვლოვანი ნახშირისფერი ზედაპირით. წინა და უკანა მხარეს გაპრიალებული უჟანგავი ფოლადის დამცავი ფირფიტები ხაზს უსვამს მანქანის გამომსახველობით იერსახეს, ხოლო უფრო ფართო, მტკიცე საბურავები აძლიერებს მის საერთო იერსახეს.
ავტომობილს აქვს სპეციალური დისკები, რომლებიც მხოლოდ Cross Country-ის მოდელებისთვის იქმნება. გარდა ამისა, Cross Country-ის ლოგოები მკაფიოდაა გამოსახული წინა ბამპერზე, უკანა საყრდენ ბოძზე (D-pillar) და უკანა ბამპერზეც.
კარებისა და თვლების თაღების შავი დამცავი კანტები ავტომობილს უფრო მასიურ და მყარ იერს აძლევს. ეს დეტალები ვიზუალის გარდა პრაქტიკულიცაა — ისინი ძარას ნაკაწრებისგან იცავს, განსაკუთრებით უსწორმასწორო გზებზე სიარულისას ან ვიწრო ადგილებში პარკირებისას.
სივრცე, კომფორტი და მრავალფეროვნება
ინტერიერში შექმნილია მშვიდი, თავისუფალი და მოწესრიგებული სივრცე, სადაც ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი სათავსოები გონივრულადაა ინტეგრირებული.
ელემენტის უჯრედები პირდაპირ ავტომობილის კორპუსშია ინტეგრირებული, რაც იატაკის სრულ სიბრტყეს უზრუნველყოფს. ეს ათავისუფლებს მეტ ადგილს სათავსოებისთვის, მათ შორის ცენტრალური კონსოლის ქვეშ არსებულ სივრცეს, რაც შესაძლებელს ხდის ნივთების ფარულად განთავსებას ისე, რომ წინა სავარძლების არეალში შენარჩუნდეს თავისუფალი გარემო.
საბარგული შექმნილია ნივთების მარტივად ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის; მას აქვს ფართო კარი, სწორი იატაკი და სუფთა, სიმეტრიული ფორმა, რაც თითოეული სანტიმეტრის მაქსიმალურად ათვისების საშუალებას იძლევა. ისეთი გონივრული დეტალები კი, როგორიცაა საყიდლების ჩანთების საკიდები, ტვირთის დასაფიქსირებელი ოთხი ყური და გვერდითა სათავსოები, გეხმარებათ ყველაფრის მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ განთავსებაში.
ორად გაყოფილი საბარგულის იატაკის ქვეშ მოწყობილია ტევადი, ფარული სათავსო იმ ნივთებისთვის, რომელთა თვალსაწიერიდან მოშორებაც გსურთ, ხოლო მსუბუქი საბარგულის ტენტი (საფარი) შეგიძლიათ მოხერხებულად შეინახოთ იატაკის ქვეშ, როდესაც მას არ იყენებთ. დამატებითი პრაქტიკულობისთვის, უკანა სავარძლების საზურგეები იკეცება დამოუკიდებლად, 40/20/40 პროპორციით, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეუხამოთ ერთმანეთს მგზავრებისა და ტვირთის განლაგება.
Cross Country-ის ვერსია აღჭურვილია უნიკალური ინტერიერით, რომელშიც გამოყენებულია ვენტილირებადი, მუქი ლურჯი (Midnight Blue) ნაქსოვი ტექსტილის პრემიუმ შალი. პრემიუმ კლასის სპორტული ფეხსაცმლის ფუნქციური მასალებით შთაგონებული ეს სტრუქტურული ქსოვილი თანამედროვე იერსახესა და ყოველდღიურ პრაქტიკულობას აერთიანებს. იგი 75%-ით გადამუშავებული პოლიესტერისგანაა დამზადებული. პერფორირებული ორნამენტი ავტომობილის სალონს დინამიკურ იერს სძენს და ამავდროულად, ჰაერის თავისუფალ მოძრაობასა და ეფექტურ ვენტილაციას უზრუნველყოფს.
ნახშირისფერი (Charcoal) ინტერიერისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ნახშირისფერივე ტექსტილის საფენები, Cross Country-ის წარწერით, ავტომობილს მეტ პრაქტიკულობასა და მრავალმხრივობას სძენს. ისინი წყალგამძლეა და მარტივად იწმინდება გამძლე პლასტმასის, უკანა ფენის წყალობით – რაც იდეალური გადაწყვეტილებაა ტყეში გასეირნების შემდეგ ტალახიანი ჩექმებისთვის ან ზამთარში თოვლიანი ფეხსაცმლისთვის.
EX60 Cross Country-ით ჩვენ გადაგვაქვს Cross Country-ის ავთენტური სული თანამედროვე ელექტრო მომავალში – იგი თანაბრად მზად არის როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე გზატკეცილებს მიღმა თავგადასავლებისთვის.