Volvo Recharge

სრულად ელექტრო და plug-in-ჰიბრიდული ავტომობილების ჩვენი ასორტიმენტი

აღმოაჩინეთ ჩვენი სრულად ელექტრული და plug-in-ჰიბრიდული ავტომობილები. შექმნილია, რათა უკეთ შემოიაროთ მსოფლიო.

ფუფუნება, რომელიც თქვენზე ზრუნავს

გამოსცადეთ ახალი ტიპის ფუფუნება, როდესაც მყისიერ ძალას მიიღებთ ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე. Volvo Recharge აღჭურვილია ტექნოლოგიით, დიზაინით და მდგრადი მასალებით, რომლებიც აძლიერებს თქვენს მგზავრობას.

შექმნილია უსაფრთხოებისთვის

1927 წლიდან უსაფრთხოება Volvo-სთვის უმნიშვნელოვანესია. Recharge ავტომობილების ხაზით, ჩვენ გვსურს შევქმნათ ყველაზე უსაფრთხო, დამუხტვადი ავტომობილები. ადამიანებისთვის და მათი მომავლისთვის.

ნამდვილად სრულად ელექტრო

მიუხედავად იმისა, აირჩევთ თუ არა სრულად ელეტრო Recharge-ს ან plug-in-ჰიბრიდულ ავტობომობილს, მისი მართვა შეგიძლიათ ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე. უბრალოდ აირჩიეთ სრულად ელექტრო რეჟიმი თქვენს plug-in ჰიბრიდში, რომ გადაადგილდეთ ყოველდღიურად მხოლოდ ავტომობილის ელექტროძრავის გამოყენებით.

Recharge ძალური გადაცემები

სრულად ელექტრო

ზოგჯერ სიჩუმე ყველაზე ძლიერი გზაა გადაადგილდეთ, ნულოვანი გამონაბოლქვით და ნაკლები ხმაურით ნებისმიერ სიჩქარეზე. იკვებება მაღალი ძაბვის აკუმულატორით და ორმაგი ელექტროძრავით, ჩვენი XC40 Recharge არის სრულად ელექტრო ავტომობილი.

Plug-in ჰიბრიდი

ნაკლები ბენზინი, მეტი მიზანი. ჩვენს Recharge plug-in ჰიბრიდებში, ელექტროძრავისა და წვის ძრავა ერთად მუშაობენ და ქმნიან სრულად ელექტრულ რეჟიმს, ძალის რეჟიმს და ჰიბრიდულ რეჟიმს, რაც საშუალებას გაძლევთ, მართოთ ნაკლები გამონაბოლქვით.

გაინტერესებთ Volvo Recharge ავტომობილის დამუხტვის პროცესი?

ნაცრისფერი Volvo-ს წინა მარცხენა ნაწილის ახლო ხედი ავტომობილის დასამუხტ პორტში შეერთებული დასამუხტი თეთრი სადენით

შეისწავლეთ ურთიერთობა დამუხტვის ტიპებს, ძრავების და დიაპაზონს შორის და მოემზადეთ ელექტრიფიცირებული მგზავრობისთვის.

საკუთრების ღირებულება ელექტრიფიცირებული მანქანის ფლობის ღირებულება, შესაძლოა, იყოს ნაკლები ან უდრიდეს საწვავზე მომუშავე ავტომობილის ფლობის ღირებულებას.

შეძენის ღირებულება

ბევრ ადგილას ელექტრომობილის შეძენის ხარჯი ნაკლებია გადასახადაბის მხრივ. ქვეყნების მიხედვით ასეთი უპირატესობები განსხვავდება.

ტექნიკური მომსახურების ღირებულება

ნაკლები მოძრავი მექანიკური ნაწილებით და სითხეებით, მომსახურება და ტექნიკური მომსახურება ელექტრომობილისთვის ხშირად ნაკლები ჯდება.

ყოველდღიური გამოყენების ღირებულება

ადამიანების უმეტესობა ავტომობილს მუხტავს სახლში ან სამსახურში. თუ უმეტესწილად ამ ადგილებში დამუხტავთ, თქვენი ავტომობილის დასამუხტი ხარჯი შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე საწვავის შემთხვევაში.

ნაცრისფერი Volvo კლდეებით გარშემორტყმულ გზაზე

როდესაც დამუხტვას ვერ ახერხებთ

ვერ ახერხებთ ავტომობილის დამუხტვას? არა უშავს. აღმოაჩინეთ ჩვენი სხვა ძალური გადაცემების ასორტიმენტი. აირჩიეთ მსუბუქი ჰიბრიდი ნაკლები საწვავის და გლუვი მგზავრობის უპირატესობის მისაღებად.

მდგრადი სურათის ნაწილი. ჩვენი ელექტრომობილები მხოლოდ ნაწილია ჩვენი სამომავლო ამბიციებისა.

ლურჯი, სრულად ელექტრო Volvo C40.

2020 წელს

ჩვენ გამოვუშვით plug-in ჰიბრიდებისა და სრულად ელექტრო ავტომობილების სრული ხაზი, დავიწყეთ ჩვენი პირველი სრულად ელექტრო SUV-ით — XC40 Recharge.

2025 წლამდე

ჩვენ ვგეგმავთ გაყიდული ავტომობილების 50% იყოს სრულად ელექტრო, ხოლო დანარჩენი - ჰიბრიდები.

2040 წლამდე

ჩვენი ხედვაა, რომ მთელი ჩვენი ღირებულებების ჯაჭვით ვიყოთ კლიმატ-ნეიტრალურნი 2040 წლისთვის — პარიზის შეთანხმების მიზნამდე ათწლეულით ადრე.

რისი ცოდნა გსურთ Volvo Recharge-ის შესახებ?

1970-იანი წლებიდან ინოვაციებს ვაწარმოებთ ელექტროძრავების სფეროში. ჩვენთვის ეს არის ბუნებრივი პროგრესი ტექნოლოგიური თვალსაზრისით და მკაფიო განცხადება ჩვენი ერთგულებისა მდგრადი მობილურობისა და ემისიების შემცირებისკენ. ჩვენი ამბიციაა 2025 წლისთვის, 2018 წელთან შედარებით, შევამციროთ ნახშირბადის კვალი 40%-ით თითო ავტომობილზე. და ვიყოთ კლიმატნეიტრალური კომპანია 2040 წლისთვის.

ელექტრიფიცირებული ძრავები გვთავაზობს სარგებელს სპექტრს — გამონაბოლქვის დაბალ ემისიას და სავარაუდო ნაკლებ ოპერაციულ ხარჯებს, უფრო დახვეწილ მგზავრობას და აჩქარების მდგრად შეგრძნებას მოძრაობის დაწყებისას.

მსუბუქი ჰიბრიდი, რომლის დამუხტვა კაბელის საშუალებით შეუძლებელია, იყენებს ელექტროძრავას წვის ძრავის დასახმარებლად. სრულ ჰიბრიდს უფრო დიდი ელექტროძრავა და აკუმულატორი აქვს ვიდრე მსუბუქ ჰიბრიდს. სრულ ჰიბრიდს შეუძლია ელექტროძრავის გამოყენებით მოკლე მანძილზე გადაადგილოს ავტომობილი და აკუმულატორი იმუხტება ძრავის გამოყენებით ან რეგენერაციული დამუხრუჭებით. Plug-in ჰიბრიდის დამუხტვა შესაძლებელია, ფაქტობრივად, სახლის დამუხტვის სადგურში შეერთებით ან საზოგადოებრივი დამუხტვის სადგურის გამოყენებით. Plug-in ჰიბრიდი გთავაზობთ უკეთეს სრულ ელექტრულ დიაპაზონს უფრო დიდი აკუმულატორის და ელექტროძრავის წყალობით. Plug-in ჰიბრიდი დააკმაყოფილებს მრავალი ადამიანის მოთხოვნილებას ყოველდღიური მგზავრობისკენ.

2019 წლიდან ყველა ჩვენი მოდელი ხელმისაწვდომია Recharge plug-in ჰიბრიდული ძრავის ტექნოლოგიით.

ყველა აკუმულატორიან ელექტრომობილს უტარდება იგივე ტესტები, რაც ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებს. ევროპაში Euro NCAP დიდი ხნის განმავლობაში იყო ავტომობილების უსაფრთხოების მაჩვენებელი. ტესტირება კიდევ უფრო გამკაცრდა ახალი მოთხოვნებით, სხვა საკითხებთან ერთად, ავტო მუხრუჭებთან დაკავშირებით. Volvo-ში მოდელის ყველა ავტომობილმა მიიღო უმაღლესი შეფასებები შესაბამის ტესტებში. სრულად ელექტრო XC40 Recharge-ის უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიით ჩვენ წარმოგიდგენთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ელექტრო მანქანას.