Volvo XC60 Recharge

უფრო ჭკვიანი XC60.

დინამიკური plug-in-ჰიბრიდული საშუალო ზომის SUV – განახლებული დიზაინის დეტალებით და ჩაშენებული Google-ით კიდევ უფრო ჭკვიანია, ვიდრე ოდესმე.

ჰიბრიდი

Plug-in

53კმ-მდე

ელექტრო სვლის მარაგი

AWD

ამძრავი თვლები

ჩაშენებული

Google

ქალი უყურებს Volvo XC60 Recharge-ს, რომელიც შეერთებულია დასამუხტ სადგურში და იმუხტება.
Volvo XC60 Recharge-ის ერთერთი გარე უკანა ფარი.

ნაკლები ემისია უკანა გამოსაბოლქვი მილიდან, კომპრომისების გარეშე.

თქვენი ავტომობილისთვის ელექტროენერგიის დამატება ქმნის plug-in ჰიბრიდს, რომელიც ზრუნავს ხვალინდელ დღეზე უკომპრომისოდ. სრულად ელექტრო რეჟიმში თქვენი ყოველდღიური მარშრუტი შეიძლება გარდაიქმნას უფრო მზრუნველ მგზავრობად, ნულოვანი გამონაბოლქვით.

სვლის მარაგი სრულად ელექტრო რეჟიმში

სრულად ელექტრო რეჟიმში შეგიძლიათ, იმოძრაოთ 53კმ/33 მილი ერთი დამუხტვით.

დინამიკური ძალა

XC60 Recharge SUV გთავაზობთ დინამიკურ, სწრაფ და მძლავრ გამოცდილებას.

გააკონტროლეთ თქვენი დინამიური მგზავრობა ინტუიციური ტექნოლოგიებითა და ჩაშენებული Google-ით.

საუკეთესო ნავიგაცია

ავტომობილში სრულად ინტეგრირებული Google Maps და ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის რეჟიმი Google Assistant-ით საშუალებას მოგცემთ, შეიტყოთ საგზაო მოძრაობის შესახებ რეალურ დროში და ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.

კომფორტი ავტომობილში

Google Assistant -ით თქვენს Volvo-ში, თქვენ შეძლებთ იხილოთ მიმართულებები, ისიამოვნოთ გასართობი საშუალებებით, იქონიოთ კავშირი თქვენს მეგობრებთან, ოჯახთან, კოლეგებთან და თქვენი სალონის გარემო დაარეგულიროთ თქვენი მოთხოვნილებებისამებრ — ეს ყველაფერი საჭიდან ხელის აუღებლად. დასაწყებად უბრალოდ თქვით „ჰეი, Google“.

მიიღეთ მეტი გზაზე მოძრაობისას

Google-ის მეშვეობით შეძლებთ, დააკავშიროთ თქვენთვის სასურველი აპები და მოწყობილობები და შეუფერხებლად შეასრულოთ თქვენი ამოცანები დღის განმავლობაში. დაუკავშირდით და მართეთ შესაბამისი სმარტფონი მარტივად მაშინ, როდესაც იმყოფებით ავტომობილში თქვენი სიმშვიდისა და კომფორტისთვის.

შეიგრძენით უმაღლესი კლასის მედია და აუდიო გამოცდილება.

Google-ის ხმოვანი ასისტენტის დახმარებით მართეთ XC60 Recharge SUV. ნაცნობი ინტერფეისით თქვენ შეგიძლიათ, დატკბეთ და დაუკავშირდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს — მხოლოდ თქვენი ხმის გამოყენებით. Google Play-ზე აპებზე წვდომით და მაღალი კლასის Bowers & Wilkins ხმოვანი სისტემით, თქვენ, თქვენი მანქანა და თქვენი ცხოვრება არასდროს ყოფილხართ ასე ახლოს.

Google Assistant

ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის რეჟიმი ავტომობილში.

Bowers & Wilkins დინამიკები Volvo XC90 Recharge-ში.
Bowers & Wilkins

ისიამოვნეთ მაღალი კლასის აუდიო ბგერებით.

Google Play

იყავით კავშირში თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან.

ინტუიციურად თქვენი. მოწინავე ტექნოლოგია აკავშირებს თქვენი მართვის სტილს პერსონალიზებულ კომფორტსა და მობილურობასთან.

დახვეწილი ჰაერის გამწმენდი XC60 Recharge-ში დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს, ისუნთქოთ უკეთესი და უფრო ჯანსაღი ჰაერით.
მამაკაცი დგას თეთრ აგურის კედელთან და იყენებს Volvo on Call-ს მისი Volvo-ს წინასწარ დასაკონფიგურირებლად.
XC60 Recharge-ის წინა ინტერიერის დიზაინი ბამბის სავარძლებისგან, ტყავის გარეშე.
დახვეწილი ჰაერის გამწმენდი XC60 Recharge-ში დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს, ისუნთქოთ უკეთესი და უფრო ჯანსაღი ჰაერით.

უფრო სუფთა ჰაერი სალონში

მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის თანამედროვე ჰაერის გამწმენდი ხელს უშლის საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტის შეღწევას. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს უკეთესი და ჯანსაღი ჰაერის ხარისხით ისარგებლოთ, არ აქვს მნიშვნელობა გარე პირობებს.

მამაკაცი დგას თეთრ აგურის კედელთან და იყენებს Volvo on Call-ს მისი Volvo-ს წინასწარ დასაკონფიგურირებლად.

შექმენით თქვენთვის საუკეთესო სივრცე

წინასწარი გათბობა, გაგრილება და მეტი — მარტივი ბრძანებით, Volvo On Call აპი საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი იდეალური სივრცე დისტანციურად, მგზავრობის დაწყებამდე.

XC60 Recharge-ის წინა ინტერიერის დიზაინი ბამბის სავარძლებისგან, ტყავის გარეშე.

დახვეწეთ თქვენი მგზავრობა

აქტიური შასი თვითრეგულირებადი საჰაერო სუსპენზიით ყველა ბორბლისთვის თქვენს XC60 ჯიპს კიდევ უფრო დინამიკურს და დახვეწილს ხდის. ხუთი განსხვავებული პარამეტრი — კომფორტი, ეკო, დინამიური, მაღალი გამავლობა და ინდივიდუალური — საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ შასი თქვენი სასურველი მართვის სტილის შესაბამისად.

დამატებითი უსაფრთხოება. ეს ჩვენს გენშია.

დამატებითი უსაფრთხოება. ეს ჩვენს გენშია.

ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.

დღისით თუ ღამით, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტელექტუალური ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა მანქანების, ქვეითების, ველოსიპედების და დიდი ცხოველების აღმოჩენაში და მათ თავიდან აცილებაში. სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს, შემდეგ ავტომატურ მუხრუჭებს იყენებს, თუ მძღოლი ვერ მოახდენს რეაგირებას.*

ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია, შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*

* იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას, შესაძლოა, შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.