მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

ფარგლები და მიზანი

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ყველა კომპანიისთვის, რომლებიც შედისe Volvo Car Group-ში ("Volvo Cars", “our”, “us” or "we"). წინამდებარე პოლიტიკის მიზანია ჩვენი ახლანდელი, ყოფილი და პოტენციური კლიენტების (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც "კლიენტები" ან თქვენ) უზრუნველყოფა შემდეგი ზოგადი ინფორმაციით:

  • გარემოებები, როდესაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
  • პერსონალური მონაცემების სახეები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ
  • თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზეზები
  • როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებლობების განაწილება სხვადასხვა იურიდიულ პირებს შორის და
  • ჩვენი საკონტაქტო მონაცემები, სადაც მიიღებთ ინფორმაციას და გამოთქვამთ პრეტენზიას თქვენი უფლებების შესახებ თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავებასთან დაკავშირებით.

წინამდებარე მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა არ აღწერს დამოუკიდებელი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს. ამ პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცისთვის ჩვენ მივმართავთა შესაბამის კომპანიას. საკონტაქტო მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ Legal contacts.

წინამდებარე პოლიტიკა მუდმივად განახლებადია, რათა აღწეროს Volvo Cars-ს მიერ მიღებული ზომები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

მაკონტროლებელი პირი

Volvo Car Corporation (შვედეთის იურიდული პირი, სარეგისტრაციო ნომრით 556074-3089) არის მაკონტროლებელი პირი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშვებასთან დაკავშირებით ავტომობილების ახალი და არსებული მოდელების კვლევისა და განვითარებისთვის, ასევე მოხმარებლებისთვის შეთავაზებული ზოგიერთი გლობალური სერვისისთვის. გარდა ამისა, Volvo Car Corporation არის მაკონტროლებელი პირი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი დამუშავების მიზნებისთვის ავტომობილების ხარისხის მონიტორინგსა და უსაფრთხოების ნებისმიერ პოტენციურ გამოწვევასთან დაკავშირებით, ასევე მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნებისთვის.

Volvo Cars-ის ფარგლებში თითოეული ეროვნული გაყიდვების კომპანია ჩვეულებრივ პასუხისმგებელია მარკეტინგზე, გაყიდვებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობაზე, ასევე თავისი ბაზრისათვის დამახასიათებელ სერვისებზე. გაყიდვების ეროვნული კომპანია არის მაკონტროლებელი პირი პერსონალური მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებაზე. ბაზრებზე, სადაც არ არსებობს გაყიდვების ეროვნული კომპანია, იმპორტიორს ჩვეულებრივ იგივე პასუხისმგებლობა აქვს, რაც გაყიდვების ეროვნულ კომპანიას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მაკონტროლებელი პირი არის იმპორტიორი. Volvo Cars თავისი დილერებისგან და შემკეთებელი სახელოსნოებისგან ხელშეკრულების ძალით მოითხოვს, დაიცვან წესები მონაცემთა დაცვის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ Volvo Cars და მისი ავტორიზებული დილერები და შემკეთებელი სახელოსნოები სხვადასხვა იურიდიული პირები არიან და რომ ჩვენ, როგორც წესი, არ ვართ პასუხისმგებელნი, თუ აღნიშნული დილერები და შემკეთებელი სახელოსნოები არ იცავენ შესაბამის კანონებს. თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი დილერის ან შმკეთებელი სახელოსნოს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდით უშუალოდ დილერს ან შემკეთებელ სახელოსნოს.

საკონტაქტო ინფორმაცის შეგიძლიათ იხილოთ Legal contacts.

მონაცემთა დამუშავების პრინციპები

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ჩვენ მიერ თქვენთვის პროდუქტების და სერვისების მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილია. ვაფასებთ თქვენს ნდობას, რომელსაც გამოხატავთ, როდესაც გვაწდვით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და თქვენს პირადულობას ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისების უმნიშვნელოვანეს ნაწილად განვიხილავთ. რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები და ამავდროულად მომხმარებელთა ღირებულება, ასევე შემოგთავაზოთ ავტომობილის მართვის გაუმჯობესებული და უფრო უსაფრთხო გამოცდილება, ჩვენ მივყვებით შემდეგ ხუთ მთავარ პრინციპს.

არჩევანის თავისუფლება

თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენ გეკუთვნით. ჩვენ ვისწრაფვით არ გავაკეთოთ რაიმე დაშვებები თქვენი პირადულობის უპირატესობების შესახებ და მიზნად ვისახავთ ისე შევქმნათ ჩვენი სერვისები, რომ თქვენ შეგეძლოთ თავად აირჩიოთ, გაგვიზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ არა.

ინტერესთა ბალანსი of interests

როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, და როდესაც ეს ინტერესები გადაწონის თქვენი პირადულობის დაცვის საჭიროებას, ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთი პერსონალური მონაცემი დავამუშავოთ თქვენგან თანხმობის მიღების გარეშე, თუ ამის უფლებას კანონი გვაძლევს. ზოგიერთ სხვა სიტუაციაში, ჩვენ ასევე შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი თანხმობის გარეშე, თუ ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა, დამატებითი ინფორმაციისთვის , იხილეთ ქვემოთ მოცემული განყოფილება "თანხმობა".

პროპორციონალურობა

Volvo Cars დაამუშავებს ჩვენი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ეს არის ადეკვატური, შესაბამისი და საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იგი შეგროვდა. ჩვენ მიზნად ვისახავთ, თქვენი პერსონალური მონაცემები გავხადოთ ანონიმური, როდესაც ფუნქციის ან სერვისის განხორციელება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით. თუ ჩვენ ვაჯგუფებთ ანონიმურ ან არა-პერსონალურ მონაცემებს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან, იგი ჩაითვლება პერსონალურ მონაცემებად, რამდენადაც იგი დაჯგუფებული იქნება.

გამჭვირვალობა და დაცვა

Volvo Cars-ს მიაჩნია, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს იგი და რა მიზნებით. ჩვენთვის ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას, რამდენადაც Volvo Cars-ს ძირითადი ღირებულებაა, დავიცვათ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მოთხოვნისას, Volvo Cars დამატებით ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებლებს ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების და დაცვის შესახებ.

იურიდიული შესაბამისობა

Volvo Cars-ის პოლიტიკაა მოქმედ კანომდებლობასთან, წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობა, რომლებიც არეგულირებენ პრივატულობას და მონაცემთა დაცვას თითოეულ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ. როდესაც საჭიროა, ჩვენ დავარეგულირებთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როგორც აღწერილია წინამდებარე პოლიტიკაში, რათა უზრუნველვყოთ იურიდიული შესაბამისობა.

პერსონალური მონაცემები, რომელსაც Volvo Cars აგროვებს თქვენსა და ავტომობილის შესახებ, გამოყენებული იქნება:

  • რათა მოგაწოდოთ პროდუქცია და სერვისები, ასევე შევამოწმოთ თქვენი მისაღებობა კონკრეტული შენაძენისთვის და სერვისისთვის, ასევე შემოგთავაზოთ გაუმჯობესებული შეთავაზებები და გამოცდილება;
  • რათა გაცნობოთ ჩვენი პროდუქციის და სერვისების განახლების ან ცვლილების შესახებ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი ვადების და პირობების და პოლიტიკების ცვლილებები;
  • რათა გაცნობოთ ახალი პროდუქციის, სერვისების და ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველგყოთ ავტომობილის დახმარებით და სერვისებით(საგარანტიო სერვისი, უკუკავშირი და სხვა.);
  • პროდუქტის განვითარების მიზნებისთვის, მაგალითად ავტომობილის სიმძლავრის, ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესება;
  • შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი შეთავაზებები და ვიქონიოთ კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
  • დავიცვათ იურიდიული მოთხოვნები და საკანონმდებლო ორგანოების მითითებები;
  • გაცნობოთ ჩვენი პროდუქციის და სერვისების შესახებ და განვასხვაოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქცია და სერვისი;
  • ჩავატაროთ ბაზრის კვლევა; და
  • ჩვენ მიერ და ჩვენი შერჩეული მიმწოდებლების მიერ განხორციელებული ანალიზისა და მომხმარებელთა მაპროფილებელი მიზნებისთვის (მათ შორის ონლაინ და სოციალური).

სასარგებლო განმარტებები

Volvo Cars იყენებს ქვემოთ მოცემულ განმარტებებს წინამდებარე პოლიტიკაში:

  • "მაკონტროლებელი" ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, საჯარო ორგანოს, სააგენტოს ან სხვა ორგანოს, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად ადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს და საშუალებებს;
  • "დამმუშავებელი" ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, საჯარო ორგანოს, სააგენტოს ან სხვა ორგანოს, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მაკონტროლებლის სახელით;
  • "პერსონალური მონაცემები" ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს;(‘data subject’); იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი არის პირი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია, პირდაპირ ან არაპირდაპირ, კონკრეტულად მაიდენტიფიცირებელზე მითითებით, როგორიცაა სახელი, პირადი ნომერი, ადგილმდებარეობის მონაცემები, ონლაინ მაიდენტიფიცირებელი ან ამ ფიზიკური პირის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, სულიერი, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობისთვის დამახასიათებელი ერთ ან მეტი თვისება;
  • "დამუშავება" ნიშნავს ნებისმიერ ოპერაციას ან ოპერაციების ნაკრებს, რომელიც სრულდება პერსონალურ მონაცემებზე, ავტომატური საშუალებებით ან მათ გარეშე, როგორიცაა შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, სტრუქტურირება, შენახვა, გადაკეთება ან შეცვლა, მოძებნა, კონსულტაცია, გამოყენება, გამჟღავნება გადაცემის, გავრცელების გზით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობა, დალაგება ან კომბინაცია, აკრძალვა, ამოშლა ან განადგურება;
  • "მგრძნობიარე პერსონალური მონაცემები" ნიშნავს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ამჟღავნებს რასობრივ ან ეთნიკურ წარმოშობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსს, ან სავაჭრო კავშირის წევრობას, და გენეტიკური მონაცემების, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება ფიზიკური პირის იდენტიფიცირების მიზნით, მონაცემები ჯანმრთელობის შესახებ ან მონაცემები, რომლებიც შეეხება ადამიანის სექსუალურ ცხოვრებას ან სექსუალურ ორიენტაციას.

მონაცემთა შეგროვება

;შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ან თქვენი ავტომობილის შესახებ, როდესაც იყენებთ Volvo Cars'-ის სერვისებს ავტომობილში ან მის გარეთ, ან სხვა კონტაქტის დროს Volvo Cars-თან, მაგალითად ჩვენი ვებგვერდების ან მომხმარებელთა ცენტრების საშუალებით (ამ კონტექსტში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატელეფონო ზარები შესაძლოა იწერებოდეს, თქვენივე თანხმობით, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის). ჩვენ ასევე მივიღებთ ასეთ მონაცემებს ჩვენი ავტორიზებული დილერებისგან და შეკეთების ცენტრებისგან ან სხვა მესამე მხარეებისგან. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს:

  • ;-თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და სხვა);
  • დემოგრაფიული ინფორმაცია (ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის შემადგენლობა და სხვა);
  • ინფორმაცია ავტომობილის შესახებ (ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), მოდელი, შეძენის თარიღი, სერვისის ისტორია და სხვა);
  • ადგილმდეობარეობის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიიღება თქვენი აქტივობებიდან (ნავიგაციის ასისტანსი, საძიებო კითხვები, ადგილმდებარეობის გაზიარება და სხვა); and
  • ჩვენი პროდუქტის თქვენ მიერ შეძენის და მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები (მოხმარებელთა პრიორიტებები და პარამეტრები, შეძენის ისტორია,Volvo ID, და სხვ.

თქვენი ავტომობილი ასევე ავტომატურად აგროვებს თქვენს ავტომობილთან და მის შემოგარენთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ძირითადად ტექნიკური ხასიათის, რომელიც თქვენთან, როგორც პიროვნებასთან უშუალოდ დაკავშირებული არ არის. ასეთი მონაცემები ("ავტომობილის მიერ ჩაწერილი მონაცემები") ჩვეულებრივ უკავშირდება ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერს (VIN) და შესაბამისად თქვენამდე შესაძლოა მოდიოდეს. ავტომობილის მიერ ჩაწერილი მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ (უსაფრთხოების ბალიშები ან ღვედის დამჭიმები ხელშეხებულია თუ არა, კარები და ფანჯრები არის ღია თუ დაკეტილი, და სხვა);
  • სისტემის ფუნქციონალურობის სტატუსი(ძრავის, დროსელის, საჭის და მუხრუჭების და სხვა);
  • მონაცემები მართვის შესახებ (ავტომობილის სიჩქარე, მუხრუჭის და გაზის სატერფულის გამოყენება, საჭის მოძრაობა და სხვა);
  • ადგილმდებარეობის მონაცემები(ავტომობილის პოზიცია უბედური შემთხვევის დროს და სხვა); and
  • გარემოს მონაცემები(ტემპერატურა ავტომობილის გარეთ, ფოტოები და სხვა).

ინფორმაცია კონკრეტული ავტომობილის მიერ ჩაწერილი მონაცემების შესახებ ასევე შედის მფლობელის სახელმძღვანელოში.

ჩვენ განსაკუთრებით ფრთხილნი ვართ და დამატებით ზომებს მივმართავთ, თუ და როდესაც ვაგროვებთ და ვამუშავებთ მგრძნობიარე პერსონალურ მონაცემებს, როგორც ამას მოქმედი კანონი მოითხოვს. ეჭვის თავიდან ასარიდებლად, აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა შესაძლოა მოითხოვდეს სხვა სახის მონაცემების მგრძნობიარე პერსონალური მოანცემების მსგავსად დამუშავებას.

შეტყობინება

როდესაც გონივრულად მოსახერხებელია, ან მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ჩვენ მოგაწვდით (ი) კონკრეტულ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნის შესახებ,(იი) მაკონტროლებლის ვინაობას, (იიი) ნებისმიერი მესამე პირის ვინაობას, რომელსაც შესაძლოა გადაეცეს პერსონალური მონაცემები და (ივ) სხვა ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი უფლებების დაცვა. ზემოთ მოცემული ინფორმაცია შესაძლოა წარმოდგენილი იყოს, მაგალითად, როდესაც იძენთ ავტომობილს, ავტომობილის საინფორმაციო სისტემაში, Volvo Cars-ის მიერ შემუშავებულ მობილურ აპლიკაციებში https://www.volvocars.com orან სხვა ხელშეკრულებაში, რომელსაც დებთ Volvo Cars-თან.

თანხმობა

როდესაც გონივრულად მოსახერხებელია, ან მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებამდე ან დამუშავებამდე. თქვენი თანხმობის მოთოვნა იქნება ნათელი და კონკრეტული და მოგაწვდით საჭირო ბაზისს გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ თქვენ შეგიძლიათ თანხმობის გაცხადება ნათლად და გამჭვირვალედ. თქვენი თანხმობა არის ნებაყოფლობითი და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმდეს, მაგალითად კონკრეტული სერვისის შეწყვეტით, ან Volvo Cars-თან კონტაქტის საშუალებით მისამართზე, რომელიც მითითებულია ქვემოთ განთავსებულ განყოფილებაში "ინფორმაცია და წვდომა". თუ თქვენ არ გამოხატავთ თანხმობას, ვერ იქნება შესაძლებელი სერვისების ან სერვისების ნაწილის გამოყენება.

პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება თანხმობის გარეშე

ავტომობილის მიერ ჩაწერილი მონაცემების შეგროვება და გამოყენება შესაძლოა აუცილებელი იყოს (ი) ხელოსნებისთვის, რათა დაადგინონ ავტომობილის მოშლილობა სერვისის და შეკეთების დროს,(იი) Volvo Cars-ის პროდუქციის განვითარებისთვის, მაგალითად ავტომობილის ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, (იიი) Volvo Cars-ის საგარანტიო ვალდებულებების მართვისთვის და (ივ) კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად. როდესაც ამ მიზნით ვაგროვებთ და ვიყენებთ ავტომობილის მიერ ჩაწერილ მონაცემებს და Volvo Cars-ის მსგავსი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, ჩვენ ზოგადად არ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, თუ ეს საჭირო არ არის ინდივიდუალურ შემთხვევებში ან არ მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.

მესამე მხარის აპლიკაციები

თქვენ შესაძლოა გქონდეთ წვდომა ავტომობილთან დაკავშირებულ აპლიკაციებსა და სხვა სერვისებზე, რომელსაც უზრუნველყოფს მესამე მხარე, რომელიც შესაძლოა, მაგალითად მოითხოვდეს ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების ან სხვა ავტომობილის მიერ ჩაწერილი მონაცემების გადაცემას ამ მესამე მხარისადმი. Volvo Cars არ არის პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და მესამე მხარეების აპლიკაციებსა და სერვისებში გამოყენებაზე და გირჩევთ, რომ ყურადღებით გადახედოთ ამ აპლიკაციების და სერვისების მოქმედ პირობებს (და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კეთილსინდისიერების პოლიტიკას) სანამ მათ გამოიყენებდეთ. თუ გაქვთ შეკითხვები კონკრეტული მესამე მხარის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ, გთხოვთ უშუალოდ დაუკავშირდეთ მესამე მხარეს.

საერთაშორისო გადაცემები

Volvo Cars-ს შეუძლია თქვენი პერსონალური მონაცემები გადასცეს რეციპიენტს რომელიმე ქვეყანაში ევროპის ეკონომიკური ზონის მიღმა, რომელსაც შესაძლოა მონაცემთა დაცვის განსხვავებული კანონმდებლობა ჰქონდეს. ეს მოიცავს ქვეყნებს, რომლებსაც ეკ კომისია არ მიიჩნევს პერსონალური მონაცემების დაცვის ადეკვატური დონის მქონე ქვეყნად. თუ აღნიშნულს აქვს ადგილი, Volvo Cars უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ გადაცემისთვის არსებობს იურიდიული საფუძველი.თქვენ ასევე გეცნობებათ ამ იურიდიული საფუძვლის შესახებ, თუ რა დამცავი ღონისძიებებია განხორციელებული, და სად შეგიძლიათ ამ დამცავი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ასლის მიღება.

მონაცემთა გამოყენება

დამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებების უმრავლესობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება, ამისათვის უნდა განაახლოთ თქვენი პრიორიტეტები, შეაჩეროთ კონკრეტული სერვისები, გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე, რისთვისაც უნდა დაუკავშირდეთ Volvo Cars-ს ქვემოთ მოთავსებულ განყოფილებაში "ინფორმაცია და წვდომა" მითითებულ მისამართზე ან სხვაგვარად, როგორც ჩვენ მიერ არის მითითებული. თუმცა, და თუ მოქმედი კანონმდებლობიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს თქვენ ზოგადად შეგიძლიათ, არ გათიშოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება:

  • უსაფრთხოების, ხარისხის და პროდუქციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული თქვენი ავტომობილის მიერ ჩაწერილი მოანცემების შეგროვების და შემდგომი დამუშავების კონკრეტულ მოქმედებებთან დაკავშირებით;
  • რასაც ჩვენ ვახორციელებთ, რათა გამოგიგზავნოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები, როგორიცაა ჩვენი ვადების და პირობების და პოლიტიკის ცვლილებები, ან უკუკავშირი პროდუქტის შემთხვევაში; and
  • რასაც ჩვენ ვასრულებთ, რათა შევასრულოთ ჩვენი იურიდიული ვალდებულებები.

Retention

პერსონალურ მონაცემებს ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ იმ ფორმით, რამდენადაც ის საჭიროა ამ პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების ან იმ მიზნების მისაღწევად, რაც თქვენ კონკრეტულად გეცნობათ. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ დათანხმდით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ჩვენ შევინახავთ მონაცემებს მანამ, სანამ მომხმარებელთან ურთიერთობა გასტანს(და, როდესაც მისაღებია, საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე)ან თქვენი თანხმობის გაუქმებამდე. თუ თქვენ გააუქმეთ თანხმობა, ჩვენ შეგვიძლია მაინც შევინახოთ კონკრეტული პერსონალური მონაცემები იმ დროით, რაც საჭიროა ჩვენი კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად და იურიდიულ დავებში თავის დასაცავად. თუ ჩვენ არ მიგვიღია თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე, პერსონალური მონაცემები შენახული იქნება მხოლოდ კანონით ნებადართულ ფარგლებში.

მონაცემთა ხარისხი

როდესაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, ვისწრაფვით, უზრუნველვყოთ, რომ იგი სწორი და განახლებულია. ჩვენ ვცდილობთ წავშალოთ ან შევასწოროთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც არასწორი ან არასრულია. თქვენი პერსონალური მონაცემების სისწორის უზრუნველყოფისვის თქვენი უფლების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვედა განყოფილება "ინფორმაცია და წვდომა".

ინფორმაცია და წვდომა

როგორც მითითებულია ქვედა განყოფილებაში "შეტყობინება", ჩვენ შეიძლება მოგაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების შესახებ, როდესაც ამ მონაცემებს ვაგროვებთ და ვარეგისტრირებთ. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ (ი) პერსონალური მონაცემების ასლი, რომლესაც თქვენ შესახებ ვინახავთ;(იი) რომ შევასწოროთ ან წავშალოთ პერსონალური მონაცემი, რომელსაც თქვენ არასწორად მიიჩნევთ, და (იიი) თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშვების აკრძალვა კონკრეტულ შემთხვევებში. გარდა ამისა, თქვენ უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავება, ასევე მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც მოგვაწოდეთ, სტრუქტურირებულ, ჩვეულებრივ გამოყენებად და მანქანით კითხვად ფორმატში,ან მოითხოვოთ მათი სხვა მაკონტროლებლისთვის გადაცემა.

მოთხოვნები უნდა გაეგზავნოს წინამდებარე დოკუმენტის ბოლოში მითითებულ იურიდიულ პირს. თქვენი მოთხოვნა მყისიერად დამუშავდება სათანადო წესით. როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ მოსაკრებელს თქვენი მოთხოვნ(ებ)ის დასაკმაყოფილებლად, აღნიშნული მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებული იყოს Volvo Cars-ს მიერ. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ წვდომა კონკრეტულ პერსონალური მონაცემებზე, რომელიც თქვენ უშუალოდ მოგვაწოდეთ და რომელსაც ფლობს Volvo Cars, ასევე შეგეძლებათ განაახლოთ და შეასწოროთ თქვენი ინფორმაცია, თუ შეხვალთ Volvo Cars-ის მომხმარებელთა პორტალის ექაუნთზე, ან თქვენს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მსგავსი სერვისის საშუალებით. თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირს.ჩვენი მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფრომაცია იხილეთ წინამდებარე დოკუმენტის დასასრულს.

Security

Volvo Cars-მა განახორციელა ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიებები თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის შემთხვევითი ან არაკანონიერი განადგურებისგან, შემთხვევითი დაკარგვის ან შეცვლისგან, არავტორიზებული გამჟღავნების ან წვდომისგან და სხვა არაკანონიერი ფორმით დამუშავებისგან.

გამჟღავნება მესამე მხარეებისადმი

Volvo Cars-ს შეუძლია თქვენი პერსონალური მონაცემები გაუზიაროს:

  • Volvo Cars-ის განყოფილებებს შორის;
  • Volvo Cars -ის ავტორიზებულ დილერებს და შეკეთების ცენტრებს, პროდუქტის დისტრიბუციის და სერვისების შეთავაზების და თქვენთან სხვა კომუნიკაციის მიზნებისთვის; სხვა ბიზნეს-პარტნიორებს პროდუქტის დისტრიბუციის და სერვისების შეთავაზების და თქვენთან სხვა კომუნიკაციის მიზნებისთვის ან კვლევის და განვითარების მიზნებისთვის;
  • Volvo Cars-ის ან მისი აქტივების გაყიდვასთან ან გადაცემასთან დაკავშირებით;
  • როგორც ამას მოითხოვს კანონი, მაგალითად სახელმწიფო მოკვლევასთან, დავას ან სხვა სამართლებრივ პროცესთან ან მოთხოვნასთან დაკავშირებით;
  • როდესაც ჩვენ კეთილსინდისიერად მივიჩნევთ, რომ გამჟღავნება აუცილებელია ჩვენი უფლებების დასაცავად, მაგალითად, რათა გამოვიძიოთ ჩვენი ვადების და პირობების პოტენციური დარღვევები, ან გამოვავლინოთ, აღვკვეთოთ ან გამოვამჟღავნოთ თაღლითობის ან უსაფრთხოების სხვა საკითხები
  • სხვა ბიზნეს-პარტნიორებთან, ან მესამე მხარებთან, როდესაც თქვენ აირჩიეთ მათგან სერვისის მიღება, ან უფლებამოსილება მიანიჭეთ მას, მიიღონ მონაცემები Volvo Cars-სგან, (მაგალითად Volvo In-car Delivery);
  • ჩვენი პროდუქტების და სერვისების პროვაიდერებთან, რომლებიც ჩვენი სახელით მუშაობენ ზემოთ აღნიშნულ გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიცაა უკაბელო კავშირის სერვისის პროვაიდერები, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ჩვენი ვებგვერდის ჰოსტინგს ან ფუნქციონირებას, აგზავნიან შეტყობინებებს, ატარებენ მონაცემთა ანალიზს, ამუშავებენ საკრედიტო ბარათებს, ან სისტემის პროვიადერებთან, რომლებიც საჭიროა საკრედიტო ბარათების ან ფინანსური ინფორმაციის დამუშავებისთვის, შენახვისთვის და მართვისთვის;და
  • გადაუდებელი სერვისის პროვაიდერებთან, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოები, საგზაო დახმარების პროვაიდერები, და სასწრაფო დახმარების პროვაიდერები,რათა დაკავშირებული სერვისები განახორციელონ (მაგალითად Volvo On Call გადაუდებელი დახმარება)

Volvo Cars - პირი, რომელიც თქვენი პირადი მონაცემების მაკონტროლებელია, როგორც წესი, თქვენს პირად მონაცემებს მესამე მხარეს გაუმჟღვანებს მხოლოდ თქვენგან თანხმობის მიღების შემთხვევაში. თუმცა, თუ კანონი ნებას გვრთავს, ჩვენ თქვენი პერსონალური მონაცემების თქვენი თანხმობის გარეშე გადაცემა შეგვიძლია, თუ ინიდივიდუალურ შემთხვევაში თქვენს თანხმობას საჭიროდ არ მივიჩნევთ ან თქვენს თანხმობას კანონი არ მოითხოვს, შემდეგ სიტუაციებში:

  • როდესაც გამჟღავნება მოთხოვნილია კანონით; და
  • როდესაც გამჟღავნება აუცილებელია Volvo Cars-ის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად (მაგალითად ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად, როგორც მოთხოვნილია კანონით).

მონაცემთა დამუშავება ჩვენი სახელით

ჩვენ ვზღუდავთ წვდომას თქვენს პერსონალურ მონაცემებზე ჩვენი თანამშრომლების და მომწოდებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ინფორმაცია ჩვენი სახელით დამუშავებისთვის, და რომლებსაც ხელშეკრულების ძალით მოეთხოვებათ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენი მიზანია დამუშვების სერვისისთვის ავირჩიოთ ისეთი საშუალება, რომელიც საუკეთესოდ იცავს თქვენი პერსონალური მონაცემების ინტეგრირებულობას ნებისმიერი მესამე მხარის მიმართ. ამ დამუშავების ზოგიერთი საქმიანობა შესაძლოა განხორციელდეს EEA -ს ფარგლებს გარეთ და კონკრეტული კანონიერი საფუძვლით, როგორც ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს.

მარკეტინგი

ჩვენ არ გავყიდით და არ ვივაჭრებთ თქვენი პერსონალური მონაცემებით მესამე პირებთან თუ თქვენი თანხმობა არ გვაქვს. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ არ გავუზიარებთ მესამე პირებს თავიანთი მარკეტინგის მიზნებისთვის, თუ თქვენგან არ მიგვიღია შესაბამისი თანხმობა. თუ თქვენ გამოხატეთ აღნიშნული თანხმობა, მაგრამ აღარ გსურთ მესამე მხარის მარკეტინგის მასალების მიღება გთხოვთ, უშუალოდ მესამე მხარეს დაუკავშირდეთ. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი პროდუქციის სერვისების, ღონისძიებების და მსგავსი მარკეტინგული საქმიანობების შესახებ. თუ გსურთ, გამოეთიშოთ კონკრეტული ელ-ფოსტის ახალ ამბებს ან მსგავს კომუნიკაციას, გთხოვთ, მიჰყევით შესაბამის ინსტრუქციას. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Volvo Cars-ის მომხმარებელთა პორტალის ექაუნთი, ან თქვენს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მსგავსი სერვისი, რათა გამოეთიშოთ Volvo Cars-ის კონკრეტული ტიპის კომუნიკაციას და შეცვალოთ ადრე განსაზღვრული პარამეტრები.

;ვებგვერდები და Cookies-ფაილები

ზოგადად, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ Volvo Cars-ის ვებგვერდებს თქვენ შესახებ ინფორმაციის შეტყობინების გარეშე. თუმცა თქვენთვის კონკრეტული სერვისების და წინადადებების შეთავაზებისთვის ჩვენ ხშირად გვჭირდება პერსონალური მონაცემების კონკრეტული საკითხების ჩაწერა, როგორიცაა თქვენი სახელი და ელ-ფოსტის მისამართი. ჩვენ შესაძლოა ასევე შევაგროვოთ (Cookies-ს საშუალებით) ანონიმური ინფორმაცია, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს. ეს ინფორმაცია დაგვეხმარება ჩვენი ვებგვერდის მარკეტინგის გაუმჯობესებაში. Volvo Cars-ს ყველა ვებ-გვერდი, რომელიც ღიაა ჩვენი მომხმარებლებისთვის, მოიცავს ინფორმაცის ჩვენ მიერ Cookies-ის გამოყენების შესახებ.ზოგიერთ ქვეყანაში ასევე არის Cookies-ის მიღების ან უარყოფის ონლაინ პროცედურა. ჩვენ მიერ Cookies-ის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფრომაციისთვის, გთხოვთ მიიღოთ ადგილობრივი ინფორმაცია Cookies-ის შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულია თქვენს ქვეყანაში https://www.volvocars.com.

Apps

როდესაც თქვენ ჩამოტვირთავთ ან გაივლით ავტორიზაციას, როგორც ჩვენი აპლიკაციის მოხმარებელი, თქვენ შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა სარეგისტრაციო ინფორმაცია. გარდა ამისა, როდესაც ჩვენს აპლიკაციას იყენებთ, ჩვენ ზოგიერთი ინფორმაციის ავტომატურად შეგროვება შეგვიძლია, მობილური მოწყობილობის ტექნიკური ინფორმაციის და თქვენ მიერ აპლიკაციის გამოეყენების საშუალების ჩათვლით. თქვენ მიერ გამოყენებული კონკრეტული აპლიკაციის გათვალისწინებით, და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ, ჩვენ შეგიძლია ასევე შევაგროვოთ თქვენს მოწყობილობაში შენახული ციფრული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია კონტაქტების შესახებ, ინფორმაცი ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა ციფრული მონაცემები. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის ტიპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემულია საინფორმაციო შეტყობინებაში და/ან სპეციალურ შეტყობინებაში თითოეული ინდივიდუალური აპლიკაციისთვის.

მესამე მხარის სერვისები და აპლიკაციები

ზოგიერთი მესამე მხარის აპლიკაციებს, რომელსაც თქვენ იწერთ, რომელიც ადრე დაინსტალირებულია ან სადაც ავტორიზაციას გადიხართ, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და ვადები და პირობები, რომელიც მოქმედებს ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის მიუხედავად. Volvo Cars არ არის პასუხისმგებელი აპლიკაციებსა და სერვისებში პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე მესამე მხარების მიერ. ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას, რომ ყურადღებით განიხილოთ თითოეული მესამე მხარის სერვისების და აპლიკაციის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა ავტორიზაციამდე, გადმოწერამდე ან მათ გამოყენებამდე. ჩვენ ასევე რეკომენდაციას გაძლევთ მოძებნოთ პერსონალური მონაცემების დაცვის არჩევანი და კონტროლი მესამე მხარეების აპლიკაციებში გადმოწერის შემდეგ.

ბავშვები

ჩვენი სერვისები არ არის განკუთვნილი ბავშვების მიერ გამოსაყენებლად. ჩვენ გაცნობიერებულად არ ვიძიებთ და არ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 13 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვების შესახებ და მათ არ მივყიდით ჩვენს პროდუქციას და სერვისს. თუ ბავშვმა მოგვაწოდა თავისი პერსონალური მონაცემები, ბავშვის მშობელს ან მეურვეს შეუძლია დაგვიკავშირდეს, რათა წავშალოთ ინფორმაცია ჩვენი ჩანაწერებიდან. თუ თქვენი ინფორმაციით ჩვენ შეიძლება რაიმე ინფორმაცია გვქონდეს, რომელიც 13 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვმა მოგვაწოდა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ უნებლიედ პერსონალური მონაცემები მივიღეთ 13 წელზე ნაკლები ხნის ბავშვისგან, ან ექვივალენტური მინიმალური ასაკის ბავშვისგან იურისდიქციის შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ზომებს, რამდენადაც შესაძლებელია მალე წავშალოთ ეს ინფორმაცია.

მონიტორინგი

კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვაკონტროლოთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა, ჩვენ მიერ წარმოებული ავტომობლების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ავტომობილებიდან ვიღებთ შერჩევით მონაცემებს.

პრეტენზიის წარდგენა საზედამხედველო ორგანოსთან

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების და რეგულაციების დარღვევით, თქვენ უფლება გაქვთ, წარუდგინოთ პრეტენზია საზედამხედველო ორგანოს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების განსახორციელებლად, მაგ. ინფორმაციის მიღება ან წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რომელსაც Volvo Cars’ ამუშავებს, გთხოვთ, გამოიყენოთ WEB FORM რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი მოთხოვნნა მუშავდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Volvo Cars არ ფლობს ინფორმაციას დამოუკიდებელი ადგილობრივი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული დამუშავების შემდეგ. ჩვენი დამოუკიდებელი ადგილობრივი წარმომადგენლის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციისთვის, თუ გსურთ, მართოთ თქვენი უშუალო პარამეტრები მარკეტინგთან დაკავშირებით, ან თუ გაქვთ სხვა მსგავსი მოთხოვნები, გთხოვთ იხილოთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ქვემოთ Legal contacts.

მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი

Volvo Cars-ს ჰყავს დანიშნული მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი ჯგუფისთვის, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელ-ფოსტით ან ფოსტით:

ელ-ფოსტის მისამართი: globdpo[at]volvocars[.]com.

საფოსტო მისამართი: Volvo Car Corporation, ყურადღება: მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, avd 50092, VAK, 405 31 Göteborg, Sweden.

Published: 29/03/2019