ავტომობილის მართვის მომავალი – საავტომობილო ინოვაციები

საავტომობილო ინოვაციები

ავტომობილის მართვის მომავალი

როგორ შეუძლია ვოლვო ქარსს, შეცვალოს თქვენი ცხოვრება

ჩვენ ხელახლა განვსაზღვრავთ, როგორ მივიდეთ A პუნქტიდან B პუნქტამდე

ჩვენ გვსურს, მოგვცეთ საშუალება იმოძრაოთ პერსონალური, მდგრადი და უსაფრთხო გზით. ასე რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ თქვენს საჭიროებებს – უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გეხმარებათ. ჩვენ გამოვიგონებთ ახალ ტექნოლოგიას იქ, სადაც ის ჯერ არ არსებობს და გავაერთიანებთ ტექნლოგიებს ახალი გამოცდილებების შესაქმნელად.

ჩვენი ამბიციები ფოკუსირებულია ადამიანებზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე:

არავინ არ დაშავდება სერიოზულად ან გარდაიცვლება ვოლვოს ახალ ავტომობილში.
2025 წლისთვის ავტომობილების დაახლოებით 50 პროცენტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და ვყიდით,იქნება ელექტრო.
ასევე ჩვენ გვსურს 40%-ით შემცირებული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი თითოეულ ავტომობილზე 2025 წლისთვის.

 

ცვლილებების დროა

დაახლოებით ერთი საუკუნეა, ჩვენ ვხვეწავთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ვოლვოს ჩვენი ახლანდელი მოდელები აღჭურვილია უსაფრთხოების ტექნოლოგიებით და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების რიგებშია. შემდეგი რევოლუცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში არის ყველაზე დიდი გამოწვევა: კვლევა გვიჩვენებს, რომ მძღოლის ქცევა მიმართული უნდა იყოს საგზაო უბედური შემთხვევების და დაზიანებების კიდევ უფრო შემცირებისკენ. ქცევის სამი საკითხი, რომელიც მრავალი სერიოზული უბედური შემთხვევის მიზეზია არის სიჩქარის გადაჭარბება, ინტოქსიკაცია და ყურადღების კონცენტრაციის სირთულე.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამი გამოწვევა

სიჩქარის
სუსტი ადაპტაცია მოძრაობის კონკრეტულ სიტუაციებში იწვევს ავტომობილის მართვის დროს კონტროლის შემცირებას. სიჩქარის გადაჭარბება ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება.

ინტოქსიკაცია
მძღოლების ინტოქსიკაცია საგზაო უსაფრთხოების კიდევ ერთ უსერიოზულეს საფრთხეს წარმოადგენს. ინტოქსიკაციით გამოწვეული კონცენტრაციის ნაკლებობა და რეაქციის გაზრდილი დრო ძლიერად მოქმედებს ავტომობილის მართვის უნარზე და შედეგად იწვევს სერიოზულ დაზიანებებს ან გარდაცვალებას.

ყურადღების გაფანტვა
ყურადღების კონცენტრირების სირთულე ყველა მძღოლისთვის რისკ-ფაქტორია და საგზაო უსაფრთხოების ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ინტოქსიკაციის რისკის მსგავსად, ყურადღების გაფანტულობამ შესაძლოა გამოიწვიოს რეაგირების შენებული დრო და კონტროლის დაკარგვა ავტომობილის მართვის დროს.

საგზაო უსაფრთხოების სამი გამოწვევა –სიჩქარის გადაჭარბება, ინტოქსიკაცია და ყურადღების კონცენტრირების სირთულე.
ავტომობილის უფრო უსაფრთხო მართვის მხარდასაჭერად

ავტომობილის უფრო უსაფრთხო მართვის მხარდასაჭერად

ათწლეულების განმავლობაში საგზაო უსაფრთხოების კვლევების სათავეში ყოფნით, ჩვენ ათობით ათასი რეალური საგზაო უბედური შემთხვევა გამოვიკვლიეთ მთელს მსოფლიოში და ადამიანთა ქცევის ამ სამი ძირითადი არეალის მნიშვნელობა განვსაზღვრეთ. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიპოვოთ გზები, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, გახდნენ საუკეთესო მძღოლები.

გამოცდილებიდან ვიცით, რომ უსაფრთხოების დახვეწილ ინოვაციებს განსხვავების შექმნა შეუძლიათ. ინოვაციები, რომელიც მძღოლებს ეხმარება მაშინ, როდესაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ - ინტუიტიური ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს მძღოლებთან ერთად და არა მათ წინააღმდეგ. მიზანია ავტომობილის მართვის საშიში მანერის აღმოჩენა და როდესაც საჭიროა გამოსასწორებელი ზომებით დახმარება.

ვოლვოს ავტომობილის ნარინჯისფერო Care Key. ეს არის ახალი Care Key უფრო უსაფრთხო მართვისთვის, რათა გაამარტივოს უსაფრთხო სიჩქარის შენარჩუნება.
Care Key

ჩვენ ახლახანს წარმოავადგინეთ ჩვენი ინიციატივა - Care Key, რომელიც მიმართულია სიჩქარის გადაჭარბებისკენ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევისკენ. ვოლვოს მძღოლებს შეუძლიათ, გამოიყენონ  Care Key, რათა დააყენონ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი, რითიც უფრო ადვილია უსაფრთხო სიჩქარის შენარჩუნება მაშინ, როდესაც ავტომობილს ვათხოვებთ უფრო ახალგზარდა და ნაკლებად გამოცდილ მძღოლებს. მიმდინარე წლიდან მოყოლებული Care Key ახლა უკვე ვოლვოს ახალი ავტომობილების სტანდარტია და ასახავს ჩვენს ამბიციას, მხარი დავუჭიროთ ავტომობილის მართვის უფრო უკეთეს მანერას.

სიჩქარის ლიმიტი - ყოველ ახალ ვოლვოს ავტომობილს ახლა გააჩნია მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი.
სიჩქარის ლიმიტი

ვოლვოს ყოველ ახალ ავტომობილს ახლა გააჩნია მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 180 კმ/სთ-მდე, რამდენადაც ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებას, დავნერგოთ მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი – რადგანაც სიჩქარის გადაჭარბება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. მძღოლების მოტივირებულობა, შეამცირონ სიჩქარე, ჩვენი მოვალეობის მხოლოდ ნაწილია, ავიღოთ ფაქტობრივი პასუხისმგებლობა იმისკენ სწრაფვაში, რომ მივაღწიოთ ავტოსაგზაო უბედური შემთხვევების ნულამდე დაყვანას ავტომობილის მართვის უკეთესი მანერის მხარდაჭერის გზით.

ავტომობილის შიდა კამერები, სხვა სენსორებთან ერთად, საშუალებას აძლევს ავტომობილს, ჩაერიოს, როდესაც მძღოლი სერიოზული დაზიანების რისკზე მიდის.
ავტომობილის შიდა კამერები

ჩვენ ვმუშაობთ ავტომობილის შიდა გადაწყვეტილებებზე, რათა ხელი შევუწყოთ ავტოსაგზაო უსაფრთხოების ორი უმთავრესი რისკ-ფაქტორის მოგვარებას: ყურადღების კონცენტრაციის სირთულე და ინტოქსიკაცია. ავტომობილის შიდა კამერები, სხვა სენსორებთან ერთად, საშუალებას აძლევს ავტომობილს, დაეხმაროს მძღოლს Volvo on Call -ის საშუალებით და როდესაც მძღოლი, რომელსაც აშკარად მოდუნებული აქვს ყურადღება ან ინტოქსიკაციის ქვეშაა, მიდის სერიოზული დაზიანების ან გარდაცვალების რისკზე, ავტომობილი გაჩერდება უსაფრთხო გაჩერების რეჟიმის საშუალებით. ეს მომავალი ტექნოლოგია გამიზნულია მძღოლების დასახმარებლად საგანგებო სიტუაციებში, როდესაც ისინი კარგავენ ავტომობილის უსაფრთხოდ კონტროლირების უნარს.

აღმოაჩინეთ გადაადგილების საშუალებების მომავლისადმი ჩვენეული მიდგომა

Volvo Recharged

ჩვენი ავტომობილები მუდამ იმისათვის იქმნებოდა, რომ ხელი შეეწყო ადამიანების დაცულობისთვის. ჩვენ ახლა მათ შევქმნით, რათა ასევე დავიცვათ პლანეტა.

მოახლოებული ტექნოლოგიები

შეიტყვეთ, თუ როგორ ხედავს ვოლვო ქარს მოახლოებულ ტექნოლოგიებს დაკავშირებადობის სფეროში,
უსაფრთხოება და წინსვლა, ცვლის თქვენი ცხოვრების სტილს

ჩვენი მიდგომა განსხვავებულია

ჩვენ ადამიანებს პირველ ადგილზე ვაყენებთ. მუდამ და ყოველთვის, როგორც ახლა, ისე მომავალში. ინოვაციის ჩვენი სამი ძირითადი სფერო – დაკავშირებადობა, ელექტროფიკაცია და უსაფრთხოება – ქმნის ჩვენს მიზანს, გავხადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ადვილი, დაგეხმაროთ, რომ შეამციროთ თქვენი გავლენა პლანეტაზე და ამავდროულად იყოთ უსაფრთხოდ. შეიტყვეთ მეტი ჩვენი ინვოაციის ორიენტაციების სფეროების შესახებ ქვემოთ.

The three key innovation areas for Volvo are connectivity, electrification and safety.
Connectivity is one of the key innovation areas for Volvo

კავშირი

ჩვენი მიზანია, დავაბრუნოთ ძვირფასი დროის ერთი კვირა წელიწადში ახალი Volvo car-ის საშუალებით 2025 წლისთვის

Electrification is one of the key innovation areas for Volvo

ელექტროფიკაცი

2025 წლისთვის ვგეგმავთ, რომ გაყიდული ავტომობილების 50 პროცენტი სრულად ელექტრო ავტომობილები იყოს.

Safety is one of the key innovation areas for Volvo

უსაფრთხოება

არავინ უნდა დაშავდეს ვოლვოს ახალ ავტომობილში ჩვენი უსაფრთხოების ხედვის მიხედვით

Volvo Cars-ის ტექნოლოგიური ფონდი ხორცს ასხამს ინოვაციებს, რომელსაც უკეთესი მომავლისაკენ მივყავართ.

ინოვაციების გამოსადნობი ქურა

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტექნილოგიურ სტარტაპებთან და უკვე ჩამოყალიბებულ ტექნოლოგიურ კომპანიებთა ვოლვო ქარსის ტექნოლოგიური ფონდის საშუალებით, რათა ხორცი შევასხათ ინოვაციებს, რომელიც უკეთეს მომავალს მოგვიტანს.

წაიკითხეთ მეტი Volvo Cars-ის ტექნოლოგიური ფონდის შესახებ

მომავლის ხედვა

ჩვენ ვხედავთ მომავლის მსოფლიოს, სადაც არის სრულად დაკავშირებული ავტონომიური ელექტრო ავტომობილები, რომელსაც გადაჰყავხართ A პუნქტიდან B პუნქტამდე. ჩვენ შევიმუშავეთ 360 კონცეპტი, რათ გავაცოცხლოთ მომავლის ჩვენეული ხედვა. ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ და გადაადგილების ინდივიდუალური საჭიროებები გაგვაჩნია, ასე რომ ჩვენი ახალი გადაწყვეტილებები მუდამ უნდა ვითარდებოდეს, რათა შემოგთავაზოთ მგზავრობის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და პერსონალური სტილი. ეს არის სრულიად ახალი გზა, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის ავტომობილი და როგორ იყენებთ თქვენ მას – თქვენეული სტილი.

წაიკითხეთ მეტი 360c-ს შესახებ.

ინოვაციები მოდიდან არასდროს გადადის

ჩვენ მუდამ ველით და ვეძიებთ ახალ გზებს თქვენს დასაინტერესებლად, რათა გავხადოთ თქვენი ცხოვრება უფრო მარტივი და უფრო სასიამოვნო. ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ.