ძირითადი მახასიათებლები

აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია დაკავშირების, კომფორტისა და უსაფრთხოების მახასიათებლებს განსაზღვრონ XC60 SUV-ის ხასიათი.

ჩაშენებული Google-ი

საუკეთესო ნავიგაცია

XC60 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა, საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.

Google Assistant

ესაუბრეთ Google-ს XC60-ში ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის დახმარებით. იხილეთ მიმართულებები, გაერთეთ და შეინარჩუნეთ კავშირი მეგობრებთან, ოჯახთან და კოლეგებთან – ამისათვის, უბრალოდ თქვით „Hey Google“.

Google Play

დარჩით კავშირზე თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან. Google Play თქვენს XC60-ში საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ აპებითა და სერვისებით, რომელთაც შეუძლია ყოველი მოგზაურობა უფრო საინტერესო და მოსახერხებელი გახადოს.

საუკეთესო ნავიგაცია

XC60 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა, საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.

Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

მოიცავს ყველა მონაცემს

ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი ყველა მონაცემს მოიცავს და უზრუნველყოფს XC60-ის და თქვენი ციფრული ცხოვრების კომფორტულ ურთიერთქმედებას.

ჩაშენებული Google-ი

მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.

აპი Volvo Cars

მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.

XC60-ს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.

კომფორტი და ტექნიკა

Volvo XC60-ის მაღალი დონის ჰაერის გამწმენდი სისტემა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს ისუნთქოთ უკეთესი და უფრო ჯანსაღი ჰაერით.უფრო სუფთა ჰაერი სალონში

მაღალი დონის და მსოფლიო კლასის ჰაერის გამწმენდი სისტემა აკავებს და სალონში არ უშვებს საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტს. ეს თქვენ და თქვენს მგზავრებს საშუალებას გაძლევთ ისუნთქოთ უკეთესი და ჯანსაღი ჰაერით, გარე პირობების მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ავტომობილის გარეთ არსებული ნაწილაკებისა და მტვრის დონეს.

დამხმარე ხელი

ჩვენი მოწინავე, მძღოლის დახმარების ტექნოლოგია უფრო კომფორტული მართვის საშუალებას გაძლევთ. იგი დაგეხმარებათ უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაში, სიჩქარის რეგულირების მეშვეობით და ზოლის ფარგლებს გარეთ გასვლის საშუალებას არ მოგცემთ, საჭის მართვის კორექტირების მეშვეობით. ის აგრეთვე სასარგებლოა პიკის საათებშიც და შეჩერების შემდეგ, თქვენს გარეშე შეგატყობინებთ მიიწევს თუ არა მოძრაობის ნაკადი წინ.

Volvo XC60-ში პნევმატური დაკიდების სისტემის და ამორტიზატორების ტექნიკური დეტალები.დინამიური და დახვეწილი მგზავრობა

ავტომობილის აქტიური შასი პნევმატური დაკიდების სისტემით მუდმივად არეგულირებს ძარის სიმაღლეს და ამორტიზატორებს, რაც ზრდის სტაბილურობას და უზრუნველყოფს ავტომობილის დინამიურ და კომფორტულ მართვას მაქსიმალური ენერგოეფექტურობით მაღალ სიჩქარეებზე. და როდესაც გარემოებებს ეს სჭირდება, შეიძლება Off Road რეჟიმის ჩართვა, სივრცის ხილვადობის გასაუმჯობესებლად.

Volvo-ში, ინდიკაციის სისტემა წინა მინაზე აჩვენებს მართვის სიჩქარეს და საქარე მინაზე ნავიგაციას.იყავით ყურადღებით

პროექციული ეკრანი დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი სისწრაფე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ ნავიგაციის სისტემის მითითებებს და სხვა. ეს ყველაფერი გზისთვის თვალის მოშორების გარეშე. პროექციული ეკრანის სიკაშკაშე ავტომატურად რეგულირდება განათების პირობების შესაბამისად, ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ სისტემა თქვენი სურვილისამებრ.

Volvo XC60-ის მაღალი დონის ჰაერის გამწმენდი სისტემა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს ისუნთქოთ უკეთესი და უფრო ჯანსაღი ჰაერით.
Volvo XC60-ში პნევმატური დაკიდების სისტემის და ამორტიზატორების ტექნიკური დეტალები.
Volvo-ში, ინდიკაციის სისტემა წინა მინაზე აჩვენებს მართვის სიჩქარეს და საქარე მინაზე ნავიგაციას.
უფრო სუფთა ჰაერი სალონში

მაღალი დონის და მსოფლიო კლასის ჰაერის გამწმენდი სისტემა აკავებს და სალონში არ უშვებს საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტს. ეს თქვენ და თქვენს მგზავრებს საშუალებას გაძლევთ ისუნთქოთ უკეთესი და ჯანსაღი ჰაერით, გარე პირობების მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ავტომობილის გარეთ არსებული ნაწილაკებისა და მტვრის დონეს.

ხმის შესანიშნავი რეპროდუქცია

შექმნილია მათთვის, ვინც ჟღერადობაში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ეს ოპციური 1400 ვტ-ის სიმძლავრის აუდიოსისტემა უზრუნველყოფს ხმის განსაკუთრებულ სისუფთავეს და მუსიკის ჟღერადობის რეალურობას, ხოლო დეტალიზაციისა და გარჩევადობის ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა მოვისმინოთ კომპოზიცია იმ სახით, რა სახითაც ეს შემსრულებელმა ჩაიფიქრა.

გააცოცხლეთ თქვენი მუსიკა

ზუსტად დარეგულირებული მაღალი ხარისხის 15 დინამიკი და ინოვაციური საბვუფერი, რომელიც თქვენი Volvo-ს არქიტექტურასთანაა ადაპტირებული, უზრუნველყოფს მოცულობით ჟღერადობას, მიუხედავად იმისა, რომელ სავარძელზე ზიხართ. მუსიკის სრულყოფილი გამოცდილება, რომლის შეგრძნებაც ნამდვილად შესაძლებელია.

აირჩიეთ თქვენი სივრცე

უნიკალური „ოთახის გარდაქმნის“ ტექნოლოგია ქმნის კონკრეტული გარემოს აკუსტიკას. აირჩიეთ „ოთახის რეჟიმებიდან“ ოთხი განსხვავებული ვარიანტი: „სტუდიო“, „ინდივიდუალური სცენა“, „საკონცერტო დარბაზი“ და „ჯაზ კლუბი“.

დამატებითი უსაფრთხოება

თავდაჯერებულად იმოძრავეთ უკანა მიმართულებით

ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*

მომავალი საგზაო მოძრაობის გადაკვეთის მხარდაჭერა

ჩვენს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნოლოგიას შეუძლია დაგეხმაროთ მომავალი საგზაო მოძრაობისას მობრუნებაში ავტომატური სამუხრუჭე სისტემით, თუ არსებობს შეტაკების საშიშროება.

თავიდან აიცილეთ შეჯახებები

დღისით თუ ღამით, ჩვენი Safety Assistance ინტელექტუალური ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა ავტომობილების, ქვეითების, ველოსიპედების და დიდი ცხოველების აღმოჩენაში და მათთან შეჯახების თავიდან აცილებაში. სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს, შემდეგ ავტომატურ მუხრუჭებს იყენებს, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ვერ მოახდენს რეაგირებას.**

შეიმსუბუქეთ სტრესი დატვირთული საგზაო მოძრაობისას

ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.

აღმოაჩენს და აკორექტირებს კურსიდან გადახრას

თუ ცენტრალური ხაზიდან გადახვევას იწყებთ, არსებობს მომავალ ავტომობილთან შეჯახების რისკი. თქვენს ავტომობილს შეუძლია ამის დადგენა და საჭის კორექტირება, რაც დაგეხმარებათ უსაფრთხო გზაზე დაბრუნებაში. ***

360°-იანი ხედი გაჩერებისთვის

ოთხი კამერით, რომლებიც 360°-იან ხედებს გთავაზობთ, და ფლანგის სენსორებით, რომლებიც ზრდის ავტომობილის გვერდით მდებარე საგნების შესახებ ინფორმირებულობას, ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ, ვიწრო სივრცეებშიც კი თავდაჯერებულად გააჩეროთ ავტომობილი.

თავდაჯერებულად იმოძრავეთ უკანა მიმართულებით

ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*

* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.

გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.

Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.