
უფრო ჭკვიანი XC60.
დინამიკური საშუალო ზომის SUV — განახლებული დიზაინის დეტალებით და ჩაშენებული Google-ით კიდევ უფრო ჭკვიანია, ვიდრე ოდესმე.
SUV
მოცულობა
360°
კამერა
95%
სალონის ჰაერის გაწმენდა
ჩაშენებული



გააკონტროლეთ თქვენი დინამიური მგზავრბა ინტუიციური ტექნოლოგიებითა და ჩაშენებული Google-ით.
საუკეთესო ნავიგაცია
ავტომობილში სრულად ინტეგრირებული Google Maps და ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის რეჟიმი Google Assistant-ით საშუალებას მოგცემთ, შეიტყოთ საგზაო მოძრაობის შესახებ რეალურ დროში და ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.
კომფორტი ავტომობილში
Google Assistant -ით თქვენს Volvo-ში, თქვენ შეძლებთ იხილოთ მიმართულებები, ისიამოვნოთ გასართობი საშუალებებით, იქონიოთ კავშირი თქვენს მეგობრებთან, ოჯახთან, კოლეგებთან და თქვენი სალონის გარემო დაარეგულიროთ თქვენი მოთხოვნილებებისამებრ — ეს ყველაფერი საჭიდან ხელის აუღებლად. დასაწყებად უბრალოდ თქვით „ჰეი, Google“.
მიიღეთ მეტი გზაზე მოძრაობისას
Google-ის მეშვეობით შეძლებთ, დააკავშიროთ თქვენთვის სასურველი აპები და მოწყობილობები და შეუფერხებლად შეასრულოთ თქვენი ამოცანები დღის განმავლობაში. დაუკავშირდით და მართეთ შესაბამისი სმარტფონი მარტივად მაშინ, როდესაც იმყოფებით ავტომობილში თქვენი სიმშვიდისა და კომფორტისთვის.
შეიგრძენით უმაღლესი კლასის მედია და აუდიო გამოცდილება.
Google-ის ხმოვანი ასისტენტის დახმარებით მართეთ XC60 SUV. ნაცნობი ინტერფეისით თქვენ შეგიძლიათ, დატკბეთ და დაუკავშირდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს — მხოლოდ თქვენი ხმის გამოყენებით. Google Play-ზე აპებზე წვდომით და მაღალი კლასის Bowers & Wilkins ხმოვანი სისტემით, თქვენ, თქვენი მანქანა და თქვენი ცხოვრება არასდროს ყოფილხართ ასე ახლოს.
ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის რეჟიმი ავტომობილში.
ისიამოვნეთ მაღალი კლასის აუდიო ბგერებით.

იყავით კავშირში თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან.
ინტუიციურად თქვენი. მოწინავე ტექნოლოგია აკავშირებს თქვენი მართვის სტილს პერსონალიზებულ კომფორტსა და მობილურობასთან.




დამხმარე ხელი
მძღოლის მხარდაჭერის ჩვენი მოწინავე ტექნოლოგია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი მანქანა ზოლზე, გაცნობოთ, თუ როდის დგება მართვის განახლება და მანქანაც კი სრულ გაჩერებას იწვევს უპასუხო მძღოლის შემთხვევაში.

უფრო სუფთა ჰაერი სალონში
მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის თანამედროვე ჰაერის გამწმენდი ხელს უშლის საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტის შეღწევას. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს უკეთესი და ჯანსაღი ჰაერის ხარისხით ისარგებლოთ, არ აქვს მნიშვნელობა გარე პირობებს.

დახვეწეთ თქვენი მგზავრობა
აქტიური შასი თვითრეგულირებადი საჰაერო სუსპენზიით ყველა ბორბლისთვის თქვენს XC60 ჯიპს კიდევ უფრო დინამიკურს ხდის და ახასიათებს. ხუთი განსხვავებული პარამეტრი — კომფორტი, ეკო, დინამიური, მაღალი გამავლობა და ინდივიდუალური — საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ შასი თქვენი სასურველი მართვის სტილის შესაბამისად.

მოიხმარეთ აღდგენილი ენერგია.
ჩვენი მსუბუქი ჰიბრიდები ზოგავენ საწვავს და ამცირებენ უკანა გამოსაბოლქვი მილის ემისიას მუხრუჭებიდან ენერგიის აღდგენით და მისი 48ვ აკუმულატორში გადატანით.
ისიამოვნეთ ავტომობილის გლუვი დაძვრით, დახვეწილი აჩქარებით და მოძრაობის დაწყების/გაჩერების ტექნოლოგიის ოპტიმიზირებული ეფექტურობითა და კომფორტით.
ინტეგრირებული სტარტერის გენერატორი აქტიურად უჭერს მხარს ძრავას და ამცირებს საწვავის მოხმარებას მშვიდი და კონტროლირებადი მოძრაობის დროს.
დამატებითი უსაფრთხოება. ეს ჩვენს გენშია.
დამატებითი უსაფრთხოება. ეს ჩვენს გენშია.
ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.
დღისით თუ ღამით, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტელექტუალური ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა მანქანების, ქვეითების, ველოსიპედების და დიდი ცხოველების აღმოჩენაში და მათ თავიდან აცილებაში. სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს, შემდეგ ავტომატურ მუხრუჭებს იყენებს, თუ მძღოლი ვერ მოახდენს რეაგირებას.*
ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.**
* იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.
აღმოაჩინეთ სხვა მოდელები

Volvo XC60 Recharge
თანამედროვე plug-in ჰიბრიდები ნიშნავს მეტ სიმძლავრესა და ნაკლებ გამონაბოლქვს ატმოსფეროში.

Volvo XC90
SUV, რომელსაც თქვენ ანდობდით საკუთარი ოჯახის დაცვას, უკვე იცავს მათ მომავალსაც.

Volvo XC60 Recharge
თანამედროვე plug-in ჰიბრიდები ნიშნავს მეტ სიმძლავრესა და ნაკლებ გამონაბოლქვს ატმოსფეროში.

Volvo XC90
SUV, რომელსაც თქვენ ანდობდით საკუთარი ოჯახის დაცვას, უკვე იცავს მათ მომავალსაც.