ისტორია
„იმ დღეს იღბალმა არ გამიმართლა, მაგრამ იმან, რომ Volvo-თი ვმოძრაობდი, სიცოცხლე გადამირჩინა“, — წერს ადამი. ის მადლობას უხდის XC60-ის შემქმნელებს და ამბობს, რომ ყოველთვის Volvo-ს აირჩევს.”
უსაფრთხოება
XC60
იმ დღეს, როდესაც ადამი ლოსს შეეჯახა, მისმა XC60-მა ის უვნებლად გადაარჩინა.
ნოემბრის დასაწყისის სუსხიანი დილაა შვედეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, კირუნას მახლობლად მდებარე ზამთრის გზაზე. ადამ დრეში, ორი შვილის მამა, თავისი Volvo XC60-ით საქმიან შეხვედრაზე მიემგზავრება, გვერდით კი კოლეგა უზის. ქარბუქს ხილვადობა საგრძნობლად შეუმცირებია.
უეცრად, მომავალი სატვირთო მანქანის კვალდაკვალ თოვლის ნაკადულიდან გამოსული 400-კილოგრამიანი ლოსი მარცხნიდან პირდაპირ გზაზე გამოდის.
რეაგირების დრო არ არის. მანქანა ცხოველს ფეხების სიმაღლეზე ეჯახება და კაპოტზე, ნაწილობრივ საქარე მინაზე ხვდება.
„15 წელზე მეტია, რაც შვედეთსა და ევროპაში ვმოგზაურობ, ძირითადად კი აქ, ჩვენს სუბარქტიკულ ლანდშაფტში“, - განმარტავს ადამი. „წლების განმავლობაში, ეს ბევრ სახიფათო სიტუაციას ნიშნავდა, ოფლის ღვრას და ადრენალინის მოზღვავებას - გზებზე ველური ბუნების ხილვიდან დაწყებული სატვირთო მანქანებთან თითქმის შეჯახებით დამთავრებული. აქამდე ყოველთვის მიმართლებდა, თუმცა იღბალი უსასრულო არ არის. სწორედ ამიტომ ვმართავ ყოველთვის ვოლვოს.“.
უსაფრთხოება არასდროს არის იღბალზე დამოკიდებული
მანქანის წინა მხარე ძლიერ დაზიანებული იყო, თუმცა მისმა მტკიცე უსაფრთხოების გალიამ ადამი და მისი კოლეგა დაიცვა, რამაც მათ ერთი დაზიანების გარეშე გაქცევის საშუალება მისცა.
ავარიისთანავე ავტომატურად ამუშავდა Volvo On Call-ი — volvo-ს ონლაინ სერვისების ნაწილი. სისტემამ ადამი ოპერატორთან დააკავშირა და ავტომობილის კოორდინატები გადასცა, რათა დახმარება დაუყოვნებლივ გაეგზავნათ.
შეიძლება ითქვას, რომ იმ ქარბუქის დილას მათ ანგელოზები იცავდნენ. თუმცა, უფრო ხელშესახები მიზეზი, რის გამოც ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, რა თქმა უნდა, იმ მანქანაში არსებული უსაფრთხოების სისტემებია, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ.
რადგან Volvo Cars-ში უსაფრთხოება არასოდესაა იღბალზე დამოკიდებული. თითოეული ვოლვოს უკან ათასობით ინჟინრისა და ექსპერტის დაუღალავი შრომა დგას. მათ ჩვენი ურყევი მიზანი აერთიანებთ: დავიცვათ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც გზაზე ნდობას გვიცხადებენ.
ვინაიდან რეალური სამყარო გაცილებით რთულია, ვიდრე სტანდარტიზებული სატესტო გარემო, ჩვენ ვაწესებთ საკუთარ უსაფრთხოების სტანდარტს - 1970-იანი წლებიდან მოყოლებული რეალურ სამყაროში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობით - რომელიც აღემატება რეგულაციებსა და უსაფრთხოების რეიტინგებს. ჩვენ მას Volvo Cars-ის უსაფრთხოების სტანდარტს ვუწოდებთ.
ჩვენი ნოვატორული სტანდარტების ხელმძღვანელობით, ახალ მოდელებს უამრავ სხვადასხვა სცენარში ვცდით. მათ შორისაა მსხვილ ცხოველთან შეჯახება, ბოძთან შეჯახება, გზიდან გადასვლის შემთხვევები, ავტომობილის გადაბრუნება, მანქანების ურთიერთშეჯახება და სხვადასხვა სიჩქარითა თუ კუთხით მიყენებული დარტყმები.
მკაცრად დაპროექტებულია რეალური უსაფრთხოებისთვის
ავარიის შემდეგ ადამი Volvo Cars-ს წერილს წერს, სადაც მადლიერებას გამოხატავს უსაფრთხოების ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც მაც სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარა.
„მანქანის წყალობით, ჩემს შვილებს ისევ ჰყავთ მამა, ჩემს ცოლს კი - ქმარი. მინდა მადლობა გადავუხადო Volvo-ში ყველას, ვინც XC60-ის შექმნაში მიიღო მონაწილეობა“, - წერს ადამი. „იმის შემდეგ, რაც განვიცადეთ, დანამდვილებით ვიცი, რომ მთელი ცხოვრება Volvo-თი ვივლი“.
იმ დილიდან ხუთი თვის შემდეგ, როდესაც ადამმა ერთი წამით იფიქრა, რომ შეიძლება ვერ გადარჩენილიყო, მას შვედეთის ქალაქ გეტებორგში, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრში იწვევენ, რათა უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში ლოსის მანეკენის გამოყენებით ავარიის ტესტირებას დაესწრონ.
ამ საგულდაგულოდ მომზადებულ სცენარში Volvo XC60 კიდევ ერთხელ ეჯახება „ლოსს“. ეს არის შვედეთის კვლევითი ინსტიტუტის (VTI) მიერ შემუშავებული ლოსის ორიდან ერთ-ერთი სამანეკენო მოდელი, რომელიც მსოფლიოში ქრაშ-ტესტებისთვის გამოიყენება.
სწორედ ასეთ ტესტებს ვატარებთ ყოველდღიურად ჩვენს მსოფლიო დონის საავარიო ლაბორატორიაში. ათწლეულების განმავლობაში, საშუალოდ ყოველ სამუშაო დღეს, ჩვენ თითო სრულიად ახალ "Volvo"-ს ვამტვრევთ.
აქ ჩვენს ინჟინრებსა და ექსპერტებს შეუძლიათ რეალურ სამყაროში თითქმის ნებისმიერი ავარიის რეკონსტრუქცია, რეალურ სამყაროში მომხდარი ავარიებიდან მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის ინოვაციებად გადაქცევა, რაც Volvo-ს ავტომობილების უფრო მეტად უსაფრთხო ავტომობილად გახდომაში დაგვეხმარება.
უსაფრთხოების ინოვაციები, რომლებიც შვედეთის ველური ბუნების რეალობაშია დაფუძნებული
მხოლოდ შვედეთში, 2025 წელს მსხვილი ცხოველების მონაწილეობით მომხდარი 73 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც შვედური ბრენდი, ჩვენ 1980-იანი წლებიდან ვქმნით უსაფრთხოების სისტემებს, რომლებიც ადამიანებს მსხვილ ცხოველებთან შეჯახებისგან იცავს.
რეალურ პირობებში დაგროვილ ათწლეულების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე შევქმენით ნოვატორული ტექნოლოგიები, რომლებიც პირველ რიგში თავად შეჯახების თავიდან აცილებაში გვეხმარება. მსხვილი ცხოველების ამომცნობი სისტემა (Large Animal Detection) ვოლვოს ავტომობილებში 2016 წლიდან დავნერგეთ, როგორც ჩვენი აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიის ნაწილი. იგი ეფუძნება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა ამომცნობ ჩვენს ადრინდელ ინოვაციებს და შექმნილია იმისათვის, რომ გზაზე ან მის სიახლოვეს მყოფი მსხვილი ცხოველები აღმოაჩინოს, გააფრთხილოს მძღოლი და, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატურად დაამუხრუჭოს.
სისტემა აერთიანებს ავტომობილის გარე სენსორებიდან რეალურ დროში მიღებულ მონაცემებსა და სმარტ-ალგორითმებს, რათა ამოიცნოს ისეთი მსხვილი ცხოველების ფორმა, ზომა და მოძრაობის ტრაექტორია, როგორებიცაა ლოსი, ირემი, გარეული ღორი,ჩრდილოეთის ირემი. ეს ავტომობილს საშუალებას აძლევს, განასხვავოს მსხვილი ცხოველები სხვა ობიექტებისგან და რეალურ დროში შეაფასოს შეჯახების რისკი.
მსხვილი ცხოველების ამომცნობი სისტემა მხოლოდ ერთი მაგალითია უსაფრთხოებისადმი ჩვენი კომპლექსური მიდგომისა, რაც ვოლვოს ავტომობილებს გზებზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად აქცევს. მგზავრების დაცვიდან დაწყებული, შეჯახების თავიდან აცილებით დასრულებული — თითოეული სისტემა რეალური უსაფრთხოების გათვალისწინებით იქმნება. ინოვაციები კი არ წყდება და მუდმივად ვითარდება ერთი მკაფიო მიზნით — უკეთ დაიცვას თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე.
* viltolycka.se-ს სტატისტიკის მიხედვით