სიახლეები

ეს Volvo არ არის

ჩვენი მსოფლიოში პირველი უსაფრთხოების ინოვაციების უმეტესობამ ხელი შეუწყო თანამედროვე ავტომობილების უსაფრთხოების ჩამოყალიბებას. ასე რომ, რომელ მანქანაშიც არ უნდა იყოთ, გვსურს ვიფიქროთ, რომ მასში ცოტაოდენი Volvo-ც არის.

უსაფრთხოება

ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხოება ყველასთვის უნდა იყოს. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ვუზიარებთ სხვებს იმას, რასაც ვსწავლობთ — რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ჩვენი მრავალი,მსოფლიოში პირველი უსაფრთხოების ინოვაცია დღეს ინდუსტრიის სტანდარტად იქცა.

გაეცანით ჩვენს უსაფრთხოების მემკვიდრეობას

იცით თუ არა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მარკის ავტომობილს მართავთ, მის შიგნით Volvo-ს ნაწილი მაინც არის?

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი მსოფლიოში პირველი უსაფრთხოების ინოვაციების უმეტესობამ ხელი შეუწყო ინდუსტრიაში მანქანების დიზაინისა და წარმოების წესის ჩამოყალიბებას.

მაგალითად, ავიღოთ სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედი - Volvo-ს ინოვაცია 1959 წლიდან. მას შემდეგ, სავარაუდოდ, მან ერთ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ Volvo-ს მიერ დანერგილი ყველა იდეა არ გამხდარა ინდუსტრიის სტანდარტი ზუსტად ანალოგიური ფორმით, ბევრმა მათგანმა გავლენა მოახდინა მთელს მსოფლიოში ავტომობილებში არსებულ ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების აზროვნებაზე.

1972 წელს ჩვენ ვიყავით პირველი ავტომწარმოებელი კომპანია, რომელმაც წარადგინა ზურგით დამონტაჟებული საბავშვო სავარძელი. ეს ინოვაცია ეფუძნებოდა ჩვენს ცოდნასა და ჩალმერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებულ კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ბავშვების საუკეთესოდ დაცვა ავარიის დროს. დღეს ზურგით დამონტაჟებული საბავშვო სავარძლები მკაცრად არის რეკომენდებული მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში.

ან განვიხილოთ გვერდითი შეჯახების უსაფრთხოების ბალიში, რომელიც Volvo-მ 1994 წელს წარადგინა. ეს არის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ დამატებითი დაცვა უზრუნველყოს მკერდის არისთვის გვერდითი შეჯახების დროს — დღეს ის თანამედროვე ავტომობილების განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია.

არსებობს ასევე BLIS — ჩვენი ბრმა ზონის ინფორმაციული სისტემა, რომელიც პირველად 2003 წელს წარვადგინეთ. ეს არის თვალისთვის შეუმჩნეველი გზა იმისათვის, რომ დაფარული ხილული გახდეს და დღეს ის უკვე ნაცნობი ფუნქციაა ჩვენს გარდა მრავალ სხვა ავტომობილშიც.

2010 წელს ჩვენ დავნერგეთ ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის სისტემა ავტომატური დამუხრუჭებით. დღესდღეობით, ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობენ ფეხით მოსიარულეთა ამოცნობას და ავტომატურად დამუხრუჭებას, ფართოდ გავრცელდა მთელ ინდუსტრიაში.

ჩვენთვის უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ცალკეული კომპონენტების საკითხი - ეს ტექნოლოგიას, დიზაინსა და ცოდნას ეხება, ცენტრში კი ადამიანები არიან. საქმე თქვენი, თქვენი საყვარელი ადამიანების და გზაზე მყოფი ყველა სხვა ადამიანის დაცვას ეხება.

ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ვუზიარებთ სხვებს იმას, რასაც ვწავლობთ. რადგან როდესაც ჩვენი უსაფრთხოების ინოვაციები ჩვენს ავტომობილებს სცდება, ისინი ყველასთვის უფრო უსაფრთხოს ხდის მოძრაობას.

ორი ნარინჯისფერი სატესტო მანქანა პირისპირ შეეჯახა ერთმანეთს სატესტო ცენტრში. შეჯახების ადგილზე მანქანები ძლიერ დაზიანებულია, ნამსხვრევები იატაკზეა მიმოფანტული.

უსაფრთხოების სტანდარტების შესწავლა

Car
საჭის ციფრულად გადაღებული ახლო ხედი, რომლის შუაშიც Volvo-ს ლოგოა გამოსახული.

უსაფრთხოების ტექნოლოგიების შესწავლა

Car

გაზიარება