ვოლვოს თეთრი plug-in ჰიბრიდი ავტომობილის დამუხტვის ზედხედი

დამუხტვადი Plug-in ჰიბრიდული ავტომობილები

Plug-in ელემენტის და შიდა წვის ძრავის უკომპრომისო კომბინაცია წარმოქმნის თითქმის 0 გამონაბოლქვს, მოხერხებულობას და საოცარ მართვის გამოცდილებას.

დაბალი ან ნულოვანი ემისია

დამატებითი ელექტრო ძრავი ეხმარება შიდა წვის ძრავს საგრძნობლად შეამციროს გამონაბოლქვისის გამოყოფა. Pure electric რეჟიმზე კი საერთოდ წყვეტს გამონაბოლქვს.

არაჩვეულებრივი მოხერხებულობა

3 მართვის რეჟიმიდან შენ ყოვედლღიურად ირჩევ რომელი გამოიყენო, 0 ემისია Pure electric რეჟიმის დროს, სიძლიერე Power რეჟიმზე, ან ელექტრული მანძილის სრული ეფექტურობა Hybrid რეჟიმის დროს.

ძლევამოსილი მართვის გამოცდილება

ელექტრული და შიდა წვის ძრავების კომბინაცია ქმნის რბილ, მარტივ და დახვეწილ მართვას ნებისმიერ ვითარებაში.

როგორ მუშაობს plug-in ჰიბრიდ ავტომობილი?

დამუტვად ვოლვოს plug-in ჰიბრიდ ავტომობილს აქვს ორივე - ელექტრული და ბენზინის ძრავები. ელექტრო ძალისთვის ავტომობილს აქვს ელემენტი, რომელიც შესაძლებელია დაიტენოს მარტივად ან გამოიცვალოს.

პლაჟის გზაზე მიმავალი ორმაგ ძრავიანი ვოლვო
ორმაგი ძრავი

დამუტვადი ავტომობილი მოიხმარს ორივე ძრავს კომბინირებულად. უწყვეტად ერთდროულად, ან ცალ-ცალკე ეფექტური მართვის გამოცდილებისთვის.

ვოლვოს ავტომობილის ხელსაწყოების პანელის ხედი მართვის რეჟიმებისთვის
3 ან 4 მართვის რეჟიმი

ჩვენი დამუხტვადი Plug-in ჰიბრიდ მოდელები გთავაზობთ რეჟიმებს, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ სუფთა ელექტრო რეჟიმი, დაბალანსებული ჰიბრიდული რეჟიმი და სრული ენერგიის რეჟიმში.

ქალაქის მიმართულებით გზაზე მიმავალი ვოლვოს უკანა ხედი
ელემენტის დატენვა

მხოლოდ ელექტრული ძრავი გამოიმუშავებს 40-50 კმ-სთვის სამყოფ ენერგიას და შესაძლებელია სახლში ან სადგომზე მარტივად დატენვა. ის ასევე იტენება ყოველთვის როდესაც ავტომობილით ამუხრუჭებთ ან ანელებთ მოძრაობას.

რა გინდათ რომ იცოდეთ plug-in ჰიბრიდი ავტომობილების შესახებ?

  • რა არის plug-in ჰიბრიდ ავტომობილი?

    Plug-in ჰიბრიდ ავტომობილი, ცნობილი როგორც PHEV (Plug-in Hybrid Electric Vehicle), არის ავტომობილი რომელიც ერთდროულად იყენებს ორივე - ელექტრულ და შბენზინის ძრავს, რათა მიაწოდოს მამოძრავებელი ძალა საბურავებს.

  • რა ტიპის ელემენტი არის გამოყენებული ვოლვოს დამუხტვად plug-in ჰიბრიდ ავტომობილებში?

    დღესდღეობით ვოლვო იყენებს ლითიუმ-იონურ ელემენტებს თავის დამუტვად plug-in ჰიბრიდ ავტომობილებში.

  • რამდენია სრული ელექტრული დიაპაზონი ვოლვოს Plug-in ჰიბრიდ ავტომობილებში?

    ჩვენი დამუხტვადი Plug-In ავტომობილები შექმნილია თქვენი ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად. ელექტრული დიაპაზონი, რა თქმა უნდა, განსხვავდება ავტომობილის მოდელის, მართვის სტილის და გზის საფარის მდგომარეობის მიხედვით. Plug-in ჰიბრიდის მთავარი სარგებელი მდგომარეობს მის მეორე, შიდა წვის ძრავში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ დაზღვევას და უზრუნველყოფს უსასრულო გადაადგილებას.

  • როგორ ან სად შემიძლია დავმუხტო ჩემი plug-in ჰიბრიდ ავტომობილი?

    ბევრი ადამიანი მუხტავს საკუთარ ავტომობილს სახლში ღამით, ავტოფარეხსი დამონტაჟებული დამტენების მეშვეობით. სხვებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ საჯარო დამტენები ქუჩაში, რაც სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება რაც დრო გადის.

  • რა დრო ჭირდება ელემენტის დამუხტვას?

    სრული დატენვის დრო დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, ელემენტის ტემპერატურაზე, დამტენ მოწყობილობასა და ავტომობილის მდგომარეობაზე. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სრული დამუხტვის დრო კონკრეტული plug-in ჰიბრიდ ავტომობილის მოდელზე.

  • რა განსხვავებაა რბილ ჰიბრიდ (mild hybrid), სრულიად ჰიბრიდ (full hybrid) და plug-in ჰიბრიდს შორის?

    რბილი ჰიბრიდი, რომელიც არ იტენება დენის კაბელით, იყენებს ელექტრულ ძრავს რომ დაეხმაროს შიდა წვის ძრავს. სრულიად ჰიბრიდს აქვს უფრო დიდი ელექტრული ძრავა ვიდრე რბილ ჰიბრიდს. სრულ ჰიბრიდს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ელექტრული ძრავა მოკლე მანძილებზე და დამუხტოს ელემენტი რეგენერაციული მუხრუჭების მეშვეობით. Plug-in ჰიბრიდის დამუხტვა შესაძლებელია დენის წყაროსთან დაკავშირებით სახლში ან დამტენ სადგურში. Plug-in ჰიბრიდი გთავაზობთ უფრო მეტ ელექტრულ დიაპაზონს დიდი ელემენტის წყალობით.

  • ვოლვოს რომელი დამუხტვადი Plug-In ჰიბრიდ მოდელები არის ხელმისაწვდომი?

    2019 წლისთვის, ვოლვოს ყველა მოდელი არის ხელმისაწვდომი დამუტვადი, ანუ plug-in ჰიბრიდ ტექნოლოგიით.

  • რომელი დამტენი მოწყობილობები არის ხელმისაწვდომი ჩემი დამუხტვადი ვოლვოსთვის?

    თქვენი დამუხტვადი ვოლვო სტანდარტულად გამოდის დამტენი სადენით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ხელმისაწვდომია სხვადასხვა მონაცემებით (6A, 8A, 10A - დამოკიდებულია ბაზარზე). 7 მეტრიანი სადენი იღებს 1.4-2.3 კილოვატ ენერგიას. უფრო მოკლე დროში დამუხტვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 16 ამპერიანი "Blue Plug" სადენი, რომელსაც შეუძლია 3.5 კილოვატის მიწოდება. უფრო გამარტივებული სახლის დატენისთვის 2019 წელს ხელმისაწვდომი იქნება ახალი 3 ფაზიანი 16 ამპერიანი სადენი, რომელსაც შეეძლება 22 კილოვატის მიწოდება. მოსახერხებელი და დაცლი დატენვისთვის სახლის გარეთ Mode 3 დამტენი ხელმისაწვდომი იქნება როგროც აქსესუარი. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ დილერს.
    მოსახერხებელი და დაცული დატენვისთვის სახლის გარეთ Mode 3 დამტენი ხელმისაწვდომი იქნება როგროც აქსესუარი. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ დილერს.

სხვა ტიპის ელექტრული ძრავები

აკუმულატორის და ელექტრო შტეპსელის  გრაფიკული გამოსახულება
დამუტვადი სრულად ელექტრო

სრულიად ელექტრო ძრავი - ჩუმი, ძლიერი და 0 ემისიის მქონე მართვისთვის.

ბენზინის ტუმბოს და აკუმულატორის გრაფიკული გამოსახულება
რბილი ჰიბრიდი

ეფექტური ტექნოლოგია, სადაც ელექტროობა ეხმარება ბენზინისა და დიზელის ძრავს უფრო რბილი და ეკონომიური გადაადგილებისთვის.